KINOLUMIERE.GE

      

            კ ი ნ ო ა ღ ლ უ მ ი  
     
   
 

          დინარა მაღლაკელიძე: ბერლინის 59-ე საერთაშორისო კინოფესტივალი
                                                 _ ბერლინალე 2009 _

 
 

                

 
 
 

ბერლინის, კანისა და ვენეციის საერთაშორისო კინოფესტივალების შესახებ, ამ ფესტივალთა ტრადიციული ხასიათიდან გამომდინარე, გარკვეულწილად სტერეოტიპული შეხედულებებია დამკვიდრებული. გავრცელებული აზრის მიხედვით A კლასის საერთაშორისო ფესტივალთა შორის კანის ფეატივალი ყველაზე მეტად გამოირჩევა gლამოურ-ით, ამიტომაც კანს დიდი სიამოვნებით სტუმრობენ როგორც მსახიობი, ასევე რეჟისორი ვარკვლავები. ამბობენ, რომ ვენეციის ფესტივალი ამ ფესტივალთაგან ყველაზე კონსერვატორული და კონვენციურია, ხოლო ბერლინი ყველაზე პოლიტიკური და დემოკრატიული.
ბერლინის, კანის და ვენეციის კინოფესტივალთა ძირითადი კონცეფციებიდან გამომდინარე ეს სტერეოტიპები გარკვეულწილად მართლაც ასახავენ ამ ფესტივალთა ხასიათს, თუმცა, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ეს მხოლოდ ნაწილობრივაა ასე, რადგანაც დროთა განმავლობაში, ფესტივალის ამა თუ დირექტორის გემოვნებიდან გამომდინარე, ამა თუ იმ დოზით მაინც ხდება ძითითადი კონცეფციიდან გადახვევა და სიახლეების დამკვიდრება.
მაგალითად თუ ათეული წლების განმავლობაში ითვლებოდა, რომ ბერლინის კინოფესტივალი A კლასის ფესტივალთა შორის ყველაზე უფრო ნაკლებად კომერციული იყო, სადაც ვარსკვლავების სიჭარბესა და GGLამოურ -ს ნაკლები ყურადღება ეთმობოდა, დღესდღეობით შეიძლება გადაჭარბების გარეშე ითქვას, რომ ფესტივალის ამჟამინდელი ხელმძღვანელის დიტერ კოსლიკის მოსვლასთან ერთად, უკვე რამდენიმე წელია ბერლინის ფესტივალის შესახებ არსებული ეს მითიც საბოლოოდ დაიმსხვრა.
მართალია, ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალი ისევ ინარჩუნებს დემოკრატიული და ძალზე საქმიანი ფესტივალის დამკვიდრებულ იმიჯს, მაგრამ ამასთან ერთად ბერლინალეზე მსოფლიო კინოვარკვლავთა ყოფნას თანდათან უფრო დიდი მნიშვნელობა ენიჭება, ასევე სულ უფრო მეტი ყურადღება ექცევა ფესტივალის გარეგნულ სახეს, წითელ ხალიჩას, Gლამოურ-ს, ასე, რომ ბერლინის კინოფესტივალი უფრო და უფრო მეტად ხდება კომერციული.
ეგრეთწოდებული AA კლასის ფესტივალთა ყოველწლიური საფესტივალო სეზონი ათეული წლების მანძილზე ტრადიციულად თებერვალში ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალით იხსნება.
2000 წლიდან ფესტივალმა   Potsdamer Platz –ზე გადაინაცვლა, სადაც გერმანიის გაერთიანების შემდგომ წლებში სპეციალურად აშენდა ულტრათანამდროვე სტანდარტების შესაბამისი საფესტივალო კომპლექსი, უამრავლი კომფორტული კინოთეატრით, ამასთან ე.წ. Sony Center შენობაში ბერლინის კინოაკადემიისა და კინომუზეუმისა და სინემათეკის გარდა, ფესტივალის სხვადასხვა სექციათა ბიუროებიც იქნა განთავსებული.
შეიძლება გადაჭარბების გარეშე ითქვას, რომ Potsdamer Platz  ნამდვილ კინემატოგრაფიულ მექად იქცა, იმ ადგილად, სადაც მთელი წლის განმავლობაში გაცხოველებული საფესტივალო მზადება და ფესტივალის სხვადასხვა სექციებისათვის ფილმების შერჩევა მიმდინარეობს.
მიუხედავად უჩვეულოდ მკაცრი ზამთრისა ბერლინის წლევანდელი რიგით 59-ე საერთაშორისო კინოფესტივალი, როგორც ყოველთვის მაყურებელთა სიჭარბით გამოირჩეოდა, რომელმაც მართლაც რეკორდულ რაოდენობას 450 115 მიაღწია. გერმანელი მაყურებელი ყოველთვის დიდი ენთუზიაზმით ელოდება ფესტივალის დაწყებას, კინოს მოყვარულები თებერვლის თვეში ქვეყნის ყოველი კუთხიდან მოემართებიან ბერლინისაკენ, ბილეთების სალაროსთან ფესტივალის გახსნამდე რამდენიმე დღით ადრე უკვე უზარმაზარი რიგები დგას, კინოს ერთგული ფანები ხშირად მთელ ღამეს ათევენ სასურველ სეანსზე ბილეთის შესაძენად.  ასე იყო წელსაც, ბერლინის 59-ე კინოფესტივალზე 270 000 ბილეთი გაიყიდა, ფესტივალზე ასოცდათექვსმეტი ყვეყნიდან 15 930 კიმემატოგრაფისტი და 4152 ჟურნალისტი იყო აკრედიტირებული. B
ბერლინალეზე 929 ფილმი იყო ნაჩვენები, მათ შორის ფესტივალის სხვადასხვა სექციათა ოფიციალურ პროგრამაში 400 ფილმი მონაწილეობდა, რომელთა უმეტესობის საერთაშორისო თუ ევროპულ პრემიერა სწორედ ბერლინალეზე შედგა.
ფესტივალის ოფიციალური პროგრამა 7 სხვადასხვა სექციაზე არის წარმოდგენილი, ამის გამო ბერლინალეზე ყოველგვარი ჟანრის, ფორმატისა და ხანგრძლივობის ფილმსა აქვს მოხვედრის შანსი.
თითოეულ სექციას თავის მხრივ საკუთარი, სხვა სექციებისაგან განსხვავებული პროფილი აქვს _ დიდი საეთაშორისო კინო ბერლინალეს მთავარ კონკურსზეა წარმოდგენილი, ე.წ. Independent  და Arthouse. ფილმებს პანორამა აჩვენებს, ექსპერიმენტალური და ნაკლებად ცნობილი კინოკულტურების ფილმები ფორუმზე ხვდებიან, მოზარდი მაყურებელისათვის ფუნქციონირებს სექცია თაობა, გერმანულ კინოლანდშაფტის სიახლეები, ახალი გერმანული კინო წარმოდგენილია სექციაში გერმანულიFკინოს პერსპექტივა, მოკლემეტრაჟიან ფილმებს სექცია Berlinale Shorts მასპინძლობს, სექციას რეტროსპექტივა და Hommage ბერლინის კინოს მუზეუმი და გერმანული სინემათეკა კურირებენ, სექცია Berlinale Talent Campus სტუდენტებსა და დამწყებ კინემატოგრაფისტებს, კინემატოგრაფისტთა საერთაშორისო ოჯახში ინტეგრირების საშუალებას აძლევს, წლევამდელ ბერლინალეზე ამ სექციას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან 350 დამწყები კინემატოგრაფისტი სტუმრობდა.
ფესტივალზე მომქმედ     European Film Market -ზე წარმოდგენილი 732 ფილმი 6 443 კინოდისტრიბუციისა და გაქირავების წარმომადგენელთა მიერ იქნა ნანახი. ბერლინალეს პროგრამით წარმოდგენილი ფილმებს ოფიციალური ე.წ. დიდი ჟიურის პარალელურად (ოქროსა, ვერცხლის, ბროლის დათვი), რამდენიმე დამოუკიდებელი ჟიურიც აფასებს, სულ ფესტივალზე 22 სხვასასხვა სახის პრიზი გაიცემა ოფიციალური და დამოუკიდებელი ჟიურის მიერ.
2009 წლის ბერლინალეს მთავარი საკონკურსო პროგრამით ნაჩვენები 26 ფილმიდან ერთმანეთს 18 ფილმი ეჯიბრებოდა ოქროსა და ვერცხლის დათვის მოსაპოვებლად.
მთავარ კონკურსში მონაწილე ყველა ფილმს გლობალიზაციისა და გლობალიზებულ სამყაროში ადამიანური პრობლემების თემა აერთიანებდათ. F
ფესტივალის დირექტორის დიტერ კოსლიკის კომენტარის მიხედვით:
მთავარ კონკურსში მონაწილე ფილმები ერთმანეთისაგან სრულიად განსხვავებული ხელწერით ყვებიან იმ სირთულეების შესახებ, რომელიც გლობალიზებულმა სამყარომ მოუტანა ადამიანებს. ეს ფილმები ადამიანური ტრავმების, ადამიანური ამბოხის შესახებ მოგვითხრონენ კრიზისულ სიტუაციებში, მიუხედავად იმისა, რომ ეს ფილმები იმ სირთულეების შესახებ ყვებიან, რომელთა დაძლეაც კრიზისულ სიტუაციაში მყოფ ადამიანებს უხდებათ, მათში მაინც გამოსჭვივის უკეთესი მომავლის იმედი.
ბერლინალეს მთავარი კონკურსი 5 თებერვალს გერმანელი რეჟისორის ტომ ტიკვერის არასაკონკურსო ექსპრესიული თრილერით The International  (გერმანიისა და აშშ ერთობლივი პროდუქცია) გაიხსნა, დახურვის გალაზე კი ბერძნული წარმოშობის ცნობილი რეჟისორის კოსტა გავრასის Eden is West  (საფრანგეთის, საბერძნეთისა და იტალიის ერთობლივი ნაწარმოები) იქნა ნაჩვენები.
ამ ორი ფილმის გარდა მთავარ კონკურსში კონკურსგარეშე წარმოდგენილ იქნა ჯორჯ ტილმენის ფილმი Notorious B. I.G.  (აშშ), სტივენ დოლდრის უკვე საკმაოდ გახმაურებული ფილმი Der Vorleser/The Reader  (აშშ და გერმანიის ერთობლივი პროდუქცია), საავტორო კინოს ცნობილი ბერძენი რეჟისორის თეო ანგელოპოლუსის The Dust of Time (საბერძნეთი, გერმანია, იტალია, რუსეთი), ამერიკელი რეჟისორების რებეკა მილერის The Private Lives of Pippa Lee   და ჰერალდ ზვარტის Pink Panter II, თანამედროვე გერმანული კინოს წარმომადგენლების ვოლფგანგ ბეკერის, დანი ლევის, ანგელა შანელეკის, ფატი აკინის, ტომ ტიკვერის, ჰანს ვაინგარტნერის, ნიკოლეტე კლებიცის კოლექტიური ფილმი Deutschland 09 – 13  kurze Filme zur Lage der Nation  (გერმანია), რომელიც 1979 წელს გადაღებული გახმაურებული კოლექტიური დოკუმენტური ფილმის Deutschland im Herbst იქნა შთაგონებული.
როგორც უკვე ავღნიშნეთ, მთავარ კონკურსში ოქროსა და ვერცხლის დათვის მოსაპოვებლად თვრამეტი სხვადასხვა ქვეყნის კინემატოგრაფისტი ეჯიბრებოდა ერთმანეთს. მათ შორის იყვნენ თანამედროვე მსოფლიო კინემატოგრაფის ცნობილი რეჟისორები, საფრანგეთიდან _ ფრანსუა ოზონი ფილმით Riicky,, და ბერტრან ტავერნიე, რომლის ფილმი In the Electric Mist  ფრანგულ ამერიკულ ერთობლიც პროდუქციას წარმოადგენს.
კონკურსში ასევე მონაწილეობდნენ ბრიტანელი კინორეჟისორები სტივენ ფრირზი, რომლის ფილმი Cheri  ბრიტანულ, გერმანულ და ფრანგულ ერთობლივ პროდუქციას წარმოადგენს და სალი პოტერი ბრიტანულ-ამერიკული ერთობლივი წარმოების ფილმით ღოგე.
ამერიკულ კინოს მთავარ კონკურსში რეჟისორები მაიკლ ლიხტენშტაინი და ოურენ მოვერმენი წარმოადგენდნენ.
სხვათა შორის Oოურენ მოვერმანის სადებიუტო ფილმს The Messenger (ვერცხლის დათვი საუკეთესო სცენარისათვის, მშვიდობის კინოპრიზი) კინოკრიტიკოსები და მაყურებლები ფესტივალის ერთერთ ფავორიტ ფილმად მიიჩნევდნენ და ოქროს დათვსაც კი უწანასწარმეტყველებდნენ გერმანელი რეჟისორის ჰანს კრისტიან შმიდის ფილმთან შტორმ (გერმანული კინოთეატრების გილდიის პრიზი, AMNESTY  საერთაშორისო პრიზი, Berliner Morgenpost  მკითხველთა პრიზი) ერთად.
მთავარ კონკურსში მონაწილეობდა კინოს ცნობილი პოლონელი ვეტერანი რეჟისორი ანჟეი ვაიდა ფილმით Tatarak /Sweet Rush (ალფრედ ბაუერის პრიზი) ასევე ევროპულ კინოწრეებში საკმაოდ პოპულარული დანიელი რეჟისორი ანეტე კ. ოლესენი ფილმით    Lille Soldat/ Little Soldier (ოკუმენური ჟიურის პრიზი), ჩინელი რეჟისორი ჩენ კაიგე ფილმით  Mei Lanfang/ Forever Enthralled, ალჟირელი რეჟისორი რაშიდ ბუჩარები ფილმით London River  (ვერხლის დათვი მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისათვის), გერმანელი მარენ ადე ფილმით Alle Anderen (ჟიურის დიდი პრიზი ვერცხლის დათვი, ასევე ვერცხლის დათვი ქალის საუკეთესო როლისათვის, კინოპრიზი Femina),
ირანელი რეჟისორი ასგარ ფარადი ფილმითDDarbareya Elly/About Elly ვერხლის დათვი საუკეთესო რეჟისურისათვის) და
პერუელი რეჟისორი კლაუდია ლიოსა, რომლის ფილმმა La Teta Asustada / The Milk of Sorrow ( ბერლინალეს ოქროს დათვი საუკეთესო ფილმისათვის, კრიტიკოსთა საეთაშორისო ასოციაციის FIPRESCI  პრიზი) საერთაშორისო ჟიურის ყველაზე დიდი სიმპათია მოიპოვა.
2009 წლის ბერლინალეს მთავარი კონკურსის საერთაშორისო ჟიურიმ ოსკარის მფლობელი პოპულარელი ბრიტანელი მსახიობი ქალის ტილდა სვინტონის თავჯდომარეობით სწორედ კლაუდია ლიოსას გადასცა ფესტივალის მთავარი პრიზი ოქროს დათვი საუკეთესო ფილმისათვის.
ჟიურის დიდი პრიზი ვერცხლის დათვი, პრიზი საუკეთესო დებიუტისათვის და ასევე ბერლინალეს დამაარსებლის ალფრედ ბაუერის პრიზი ახალგაზრდა რეჟისორს ადრიან ბინიეზის მიეკუთნა ფილმისათვის Gigante (ურუგვაის, გერმანიისა და არგენტინის ერთობლივი პროდუქცია). ვერცხლის დათვი ხმის საუკეთესო დიზაინისათვის რუმინელი რეჟისორის პეტერ სტრიკლანდის ფილმს Katalin Vagra გადაეცა.
ბერლინალეს წლევამდელ კონკურსში საკმაოდ ბევრი ფილმი მონაწილეობდა მნიშვნელოვანი თემატიკით, ამიტომ ჟიურის გადაწყვეტილებით მხოლოდ ისეთებს მიენიჭათ ფესტივალის პრიზები, რომელთაც ყველაზე საუკეთესოდ შეძლეს პოლიტიკური განაცხადისა და პოეტური ფორმის ურთიერთშერწყმა –ასე დაასაბუთა ჟიურის თავჯდომარემ ტილდა სვინტონმა კონკურსის შედეგები.
ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალის მთავარი კონკურსის ე.წ. Wettbewerb პარარელურად უკვე 30 წელია არსებობს სექცია პანორამა, რომელზეც ძირითადად Independent  კინოა წარმოდგენილი.
პანორამაზე მცირებიუჯეტიანი, ავანგარდული, ნოვატორული საავტორო ფილმები იყრიან თავს. Eამ სექციაზე ხშირად აჩვენებენ ფილმებს ტაბიურებული, რადიკალური თემატიკით, ე.წ. Aრტჰოუსე ფილმებს, რომლებიც კინემატოგრაფიულად საინტერესონი არიან, მაგრამ დიდ კონკურსში მოხვედრის ნაკლები შანსები აქვთ.
სხვათა შორის ეს სექცია მაყურებელთა ნამდვილი ფავორიტია, კომერციული კინოსადმი კრიტიკულად განწყობილი მაყურებელი ბერლინალეზე ძირითადად პანორამის პროგრამით ინტერესდება, რადგან ტრადიციულად სწორედ აქ შეიძლება განუმეორებელი კინემატოგრაფიული ხელწერის მქონე მცირებიუჯეტიანი საავტორო კინოს ნახვა.
სწორედ ამიტომ სექცია უკვე 10 წელია ყოველწლიურად გასცემს მაყურებლის პრიზსაც. სექციის ხელმძღვანელის ვილანდ შპეკის განცხადებით წლევამდელი პანორამის მთავარი დევიზი კინოს ფენომენის ხელახალი აღმოჩენა იყო..
მხატვრულ და დოკუმენტურ ფილმებთან ერთად 2009 წელს სექციის ოცდაათწლიანი იუბილის გამო პანორამაზე განვლილი წლების ფილმების რეტროსპექტივაც მოეწყო.
თავის დროზე პანორამის პროგრამით ბერლინალეზე ბევრი გამოჩენილი რეჟისორის ფილმი იყო წარმოდგენილი, მათ შორის გას ვან სეტის, კატრინ ბრეილის, ჯოე დალესანდროს, ჯონ გრეისონის ფილმები.
წლევამდელ პანორამაზე ნაჩვენები ფილმების ძირითადი თემა გლობალიზებულ სამყაროში ტრადიციისა და ცხოვრების ახლებური წესის ურთიერდამოკიდებულება გახლდათ.
პანორამის პროგრამით წარნოდგენილი ფილმებიდან ჟიურის პრიზები მოიპოვეს რუნე დენსტად ლანგომ ფილმისათვის Nორტჰ (კინოკრიტიკოსთა საერთაშორისო ასოციაციის  FIPRESCI პრიზი, პრიზი Label Europa Cinemas), ფილიპ ლიორეტის ფილმმა Welcome (დოკუმენური ჟიურის პრიზი, პრიზი Label Europa Cinemas), ჯონ გრეისონმა (თედდყ საუკეთესო ესეისტური ფილმისათვის)
ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალის სექცია ფორუმი 1970 წლების დასაწყისიდან არსებობს. თავის დროზე ფორუმი ბერლინალეს კრიზისის დროს დიდი კონკურსის ალტერნატიულ სექციად ჩამოყალიბდა, ამიტომაც ჯერ კიდევ ცივი ომის პერიოდში იჩენდა განსაკუთრებულ ყურადღებას საბჭოთა, განვითარებადი ქვეყნების და აზიური კინემატოგრაფის მიმართ.
პანორამის მსგავსად ფორუმიც განსაკუთრებულ ინტერესს იჩენს ნოვატორული, ექსპერიმენტული კინემატოგრაფის მიმართ. გარდა ამისა, ფორუმზე ყოველწლიურად მრავლად არის წარმოდგენილი დოკუმენტური, ესეისტური ჟანრის ფილმები, ფილმები საზოგადოებრივ-პოლიტიკური და სოციალური თუ სექსუალური თემატიკით.
ტრადიციულად ფორუმი ყოველთვის ცნობისმოყვარეობით გამოირჩეოდა კინემატოგრაფში მომდენარე ტექნიკური ნოვაციების მიმართ, ახალი ტექნოლოგიებით გადაღებული ფილმების ფესტივალზე წარდგენაში ისინი საერთაშორისო ფესტივალთა შორის ერთერთი პიონერები არიან.
თავის დროზე ბევრი თანამედროვეობის ცნობილი რეჟისორის ფილმი ბერლინალეზე სწორედ ფორუმის მიერ იქნა ნაჩვენები, მათ შორის ვიმ ვენდერსის, დერეკ ჯერმენის, აკი კაურისმაკის, ჯიმ ჯარმუშის, ულრიკე ოტინგერის, ლეო კარაქსის, ატომ ეგოიანის, ფატი აკინის და სხვა მრავალ რეჟისორთა ფილმები. ფორუმის დირექცია ტრადიციულად ყოველთვის განსაკუთრებული ინტერესით გამოირჩეოდა ქართული კინემატოგრაფის მიმართაც, ბერლინალეზე წარმოდგენილი ქართული ფილმების უმეტესობაც სწორედ ამ სექციაზე იყო ნაჩვენები, მათ შორის ლევან ღლონტის, ალექსანდრე რეხვიაშვილისა და ალეკო ცაბაძის ფილმები.
წლევამდელ ბერლინალეზე ფორუმის გამარჯვებული ფილმი იაპონელი სონო სიონის Ai no mukidashi/love Exposure (კალიგარის პრიზი, კრიტიკოსთა საერთაშორისო ასოციაციის FIPRESCI პრიზი) გახდა.
ბერლინალეს საბავშვო და ახალგაზრდული კინოს სექცია ორ ქვესექციას მოიცავს Genaretion, რომელიც 14 წლამდე ბავშვებისთვისაა გამიზნული და Genaretio   14 Plus , თინეიჯერული ასაკის მაყურებელისთვის.
2009 წლის ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალზე ეს სექცია ქართველი კინოს მოყვარულებისათვის ალბათ განსაკუთრებულად საინტერესო იყო, რადგან სწორედ ამ სექციის ეგიდით იქნა ნაჩვენები რეჟისორ გიორგი ოვაშვილის ფილმი The Other Bank/ გაღმა ნაპირას.
წლევამდელი ბერლინალესათვის შერჩეულ ფილმებში მხატვრულ კინოსთან ერთად დოკუმენტურ კინოზე გაკეთდა განსაკუთრებული აქცენტი, რადგანაც სექციის სელმძღვანელების მარიანე რადპატისა და ფლორიან ვეგჰორნის აზრით დოკუმეტურ კინოს, რომლის ფორმატი ბევრად განსხვავდება ტელევიზიით ნანახი დოკუმენტაციებისაგან, მოზარდები ყოველთვის გამძაფრებული ინტერესით ელოდებიან. სექციაზე ნაჩვენები ფილმების ძირითად თემას წლევამდელ ბერლინალეზე მოზრდილთა სამყაროში საკუთარი თავის თავის პოვნა, იდენტურობის ძიება შეადგენდა.
ფესტივალის პრიზები გადაეცათ ფილიპ ფალარდეს ფილმისათვის C’ esr pas moi, je le Jure (ბროლის დათვი საუკეთესო საბავშვო ფილმისათვის), ბაირ დუშენოვის მოკლემეტრაჟიან ფილმს Ulybka Buddy  (ბროლის დათვი საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი საბავშვო ფილმისათვის), დავიდ ლი მილერის ფილმს My Siucide  (ბროლის დათვი საუკეთესო ფილმისათვის) და ადამ შტრანგეს Aphtodite’s Farm (ბროლის დათვი საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ფილმისათვის). სექცია გერმანული კინოს პერსპექტივა ბერლინალეს მაყურებელს თანამედროვე გერმანული კინოს ტენდენციებში გარკვევის საშუალებას აძლევს.
XX საუკუნის 80-ანი და 90-იანი წლების პირველი ნახევრის კრიზისული სიტუაციიდან გამოსვლის შემდეგ, როცა გერმანულ კინემატოგრაფში ძირითადი გამონაკლისის გარდა კომერციული, გასართობი ფილმების სიჭარბე შეიმჩნეოდა, გასული საუკუნის 90-იანი წლების მეორე ნახევრიდან ახალმა გერმანულმა კინომ ვიზუალურად და დრამატიულად დახვეწილი და მრავალფეროვანი ფილმებით, საინტერესო ხელწერის ახალგაზრდა კინემატოგრაფისტებით ისევ მიიზიდა საერთაშორისო კინოსაზოგადოების ყურადღება. ამჟამად გერმანულ კინოში ბევრი მართლაც საინტერესო რეჟისორი მუშაობს.
სექცია გერმანული კინოს პერსპექტივა ბერლინალეს მაყურებელს თანამედროვე გერმანული კინოს თემატური და ესთეტური ტენდენციების, გერმანული კინოლანდშაფტის უკეთ გაცნობის საშუალებას აძლევს.
საერთოდ წლევამდელ ბერლინის 59-ე საერთაშორისო კინოფესტივალზე ბერლინალეს სხვადასხვა სექციის ეგიდით ასამდე გერმანული ფილმი იყო ნაჩვენები.
ასევე წარმოდგენილი იყო ბევრი ფილმი რომელტა თანადამფინანსებელი ქვეყანა გერმანიაა.
ბერლინალეს ერთერთ ყველაზე საინტერესო სექციას რეტროსპექტივა წარმოადგენს. რეტროსპექტივის პროგრამაზე პასუხისმგებლი და პროგრამის კურატორი ბერლინის კინოს მუზეუმი და გერმანული სინემათეკაა. რეტროსპექტივა ბერლინალეს მაყურებელს საინტერესო რეტროსპექტივებთან ერთად კინოსიმპოზიუმებსა და სემინარებსაც სთავაზობს.
წლევამდელ რეტროსპექტივაზე XX საუკუნის 50-იან 60-იან წლებში ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საბჭოეთში ძალზე პოპულარული 70 მმ ფორმატის ფილმები იქნა ნაჩვენები.
2009 წლის ბერლინალეზე გაიმართა კიდევ ერთი რეტროსპექტივა _ ბერლინის კედლის დანგრევის 20 წლისთავისადმი მიძღვნილი.

 

 
URL:index.htm   კინოLUMIERE #1                           BACK/ /NEXT