საწყისი გალერეა საიტის რუკა კონტაქტი
უნივერსიტეტი სტუდენტებს აბიტურიენტებს გამომცემლობა ბიბლიოთეკა სპეც-პროექტი
  თეატრალური ფესტივალი

სამეფო უბნის თეატრისა და კულტურის ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს ერთობლივი პროექტი

სამეფო უბნის თეატრი და კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრო წარმოგიდგენთ ახალგაზრდულ თეატრალურ ფესტივალს.

ფესტივალის კონკურსში მონაწილეობა შეუძლია ყველას, ვინც სწავლობს ან დამთავრებული აქვს უმაღლესი სახელოვნებო სასწავლებელი (თეატრალური უნივერსიტეტი, სამხატვრო აკადემია, ქორეოგრაფიული სასწავლებელი და კონსერვატორია).

კონკურსანტებს ეძლევათ უნიკალური შანსი წარმოაჩინონ თავიანთი შემოქმედება ფართო აუდიტორიის წინაშე.

თბილისის ყველა თეატრი დაინტერესებულია გაეცნოს ახალგაზრდა, ნიჭიერ შემოქმედებს და მოიწვიოს ისინი თეატრში.

ფესტივალში გამარჯვებული კონკურსანტები დაჯილდოვდებიან შემდეგ ნომინაციაში:
1. საუკეთესო რეჟისურა;
2. ქალის როლის საუკეთესო შემსრულებელი;
3. მამაკაცის როლის საუკეთესო შემსრულებელი;
4. საუკეთესო დრამატურგი;
5. საუკეთესო კოსტიუმების მხატვარი;
6. ორიგინალური იდეა;
7. მაყურებელთა რჩეული;

შვიდივე ნომინაცია დაჯილდოვდება როგორც პრიზებით, ასევე ფულადი პრემიებით.
ფესტივალი დაიწყება 19 ივნისს, 19 საათზე (სავარაუდოდ გასტანს ერთი კვირა) დღეში წარმოდგენილი იქნება ოთხი 25 წუთიანი წარმოდგენა.

ფესტივალში მონაწილეობის მისაღებად განაცხადები მიიღება 14 მაისამდე.

სასცენო რეპეტიციები ჩატარდება სამეფო უბნის თეატრის სცენაზე 1 თვის განმავლობაში, 16 მაისიდან 16 ივნისამდე.

აქ შეგიძლიათ ჩამოტვირთოთ სააპლიკაციო ფორმა

საკონტაქტო ინფორმაცია:
ნიკა თავაძე
ფესტივალის დირექტორი ტელეფონი: 99 61 71
ელ.ფოსტა: rd_theatre@caucaus.net
ვებ.გვერდი: www.rd-theatre.ge

 

 
20405 ვიზიტორები
ვებ გვერდის მფლობელია შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტი (c) ყველა უფლება დაცულია, 2006
ვებ გვერდის შექმნის თარიღია: 26.01.2006
ვებ გვერდის განახლების თარიღია: 01.03.2008