საწყისი გალერეა საიტის რუკა კონტაქტი
უნივერსიტეტი სტუდენტებს აბიტურიენტებს გამომცემლობა ბიბლიოთეკა სპეც-პროექტი
 

შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტში 2008-2009 სასწავლო წლის პირველი სემესტრისათვის სტუდენტთა გადაყვანის წესით ჩარიცხვებისათვის გამოყოფილი და საქართველოს განათლების აკრედიტაციის ეროვნულ ცენტრში დარეგისტრირებულია 35 ვაკანტური ადგილი.

მათშორის:
  • დრამის ფაკულტეტზე – 5 ადგილი
  • კინო-ტელე ფაკულტეტზე – 7 ადგილი
  • ფოლკლორისა და ტრადიციული ქართული ხელოვნების ფაკულტეტზე – 3 ადგილი
  • ხელოვნებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე – 10 ადგილი
  • ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტზე – 10 ადგილი
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანების N121 /16.02.2007წ. «ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულების დამტკიცების შესახებ» საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის «28.03.2005წ. N127 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე მუხლების 226, 227, 228, 229»/ გადაწყვეტილებების საფუძველზე; «უმაღლესი განათლების შესახებ» საქართველოს კანონის 22-ე მუხლით განსაზღვრულ უფლებამოსილებათა შესაბამისად და შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის რექტორის ბრძანების N60/2-03.06.2008წ. - (2008-2009 საწავლოწლის I სემესტრისთვის სხვა უმაღლესი სასწავლებლებიდან გადმოყვანის წესით და შიდა საუნივერსიტეტო მობილობით სტუდენტების ჩარიცხვის ორგანიზებულად ჩატარების უზრუნველყოფის შესახებ) თანახმად,
·        სტუდენტთა მობილობისათვის განცხადებების, შესაბამისი საბუთების მიღება ხორციელდება უნივერსიტეტის შესაბამის ფაკულტეტებზე;
·        მსურველთა განცხადებები ფაკულტეტებზე მიიღება 2008 წლის 22 აგვისტომდე;
·        განცხადებას თან უნდა დაერთოს მსურველის პირადი ბარათისა (სტუდენტის პირადობის მოწმობა, მისი განცხადება მიმღები უ.ს.დ.-ს მიმართ (ასეთის არსებობის შემთხვევაში), სტუდენტსა და უ.ს.დ.-ს შორის დადებული ხელშეკრულება, სტუდენტის სკოლის ატესტატი ან მასთან გათანაბრებული სწავლის დამადასტურებელი დოკუმენტი, სტუდენტის უ.ს.დ.-ში ჩარიცხვის ბრძანება (ბრძანების წიგნიდან შესაბამისი გვერდები, არსებობის შემთხვევაში), სტუდენტის კურსიდან კურსზე გადაყვანის ბრძანებები (ბრძანების წიგნიდან შესაბამისი გვერდები, არსებობის შემთხვევაში), ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლით უ.ს.დ.-ში ჩარიცხვის სერტიფიკატი) და სასწავლო ბარათის (საგანმანათლებლო პროგრამით გათვალისწინებული საგნების ჩამონათვალი მათი აკადემიური კრედიტ-კოეფიციენტებისა და სტუდენტის აკადემიური შედეგების გათვალისწინებით) ქსეროასლები;
·        საშემსრულებლო მიმართულების ფაკულტეტებზე (დრამის, კინო-ტელე და ფოლკლორისა და ტრადიციული ქართული ხელოვნების ფაკულტეტები) ჩატარდება შემოქმედებითი კონკურსი უნივერსიტეტში დადგენილი წესით; იხილეთ თანდართული ტექსტი (pdf)
- თეორიული მიმართულების ფაკულტეტებზე (ხელოვნებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი იხილეთ თანდართული ტექსტი (pdf) და ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტი იხილეთ თანდართული ტექსტი (pdf)) ჩატარდება ტესტირება სპეციალობაში;
- საკონკურსო გამოცდები და შემოქმედებითი ტურები  ჩატარდება 2008 წლის 1, 2, 3 სექტემბერს;
- გამოცდების შედეგები გამოცხადდება 2008 წლის 8 სექტემბერს;
- სააპელაციო განცხადებების მიღება განხორციელდება 2008 წლის 9 სექტემბერს;
- საკონკურსო გამოცდებისა  და შემოქმედებითი ტურების საბოლოო შედეგები გამოცხადდება 2008 წლის 11 სექტემბერს;
- ფაკულტეტების დეკანების მიერ საკონკურსო გამოცდებისა და შემოქმედებითი ტურების საბოლოო შედეგების საფუძველზე სტუდენტთა გადმოყვანის წესით ჩარიცხვის შესახებ წარდგინება მომზადდება და 2008 წლის 11 სწქტემბერს;
- უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის მიერ სხვა უმაღლესი სასწავლებლებიდან გადმოყვანის წესით სტუდენტთა ჩარიცხვის ბრძანების პროექტი მომზადდება 2008 წლის 12 სექტემბერს;
 
გისურვებთ წარმატებებს!

 

 

 
25975 ვიზიტორები
ვებ გვერდის მფლობელია შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტი (c) ყველა უფლება დაცულია, 2006
ვებ გვერდის შექმნის თარიღია: 26.01.2006
ვებ გვერდის განახლების თარიღია: 01.03.2008