![]() |
|
|||||||||||
![]() |
![]() |
|||||||||||
![]() ![]() ![]() ![]() ![]() |
შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის აცხადებს მიღებას გრძელვადიან და მოკლევადიან სასწავლო პროგრამებზე: I. ფოტოგრაფია და კინემატოგრაფია - ფოტოგრაფიის პროგრამა : პრესისა და ქუჩის ფოტოგრაფია , პეიზაჟი , პორტრეტი ( ნატურა ), პაპარაციი , სარეკლამო ფოტო – / უნივერსიტეტის პროფესორი ნუგზარ ნოზაძე / მიზანი: სასწავლო პროგრამის გავლის შემდეგ მსმენელს დამოუკიდებლად შეეძლებათ შექმნან სასურველი ფოტო-კადრი. მათ ეცოდინებათ ის აუცილებელი ტექნოლოგია, რომელიც საჭირო იქნება მსმენელისათვის საჭირო პროდუქტის შესაქმნელად. სრული პროგრამის ხანგლძლივობა – 7 კვირა; თითოეული პროგრამის ხანგლძლივობა – 10 დღე; თითოეული პროგრამის ღირებულება – 50 ლარი; - რეჟისორ - ასისტენტის პროგრამა – / უნივერსიტეტის პროფესორი მიხო ბორაშვილი / მიზანი : სასწავლო პროგრამის გავლის შემდეგ მსმენელს დამოუკიდებლად შეეძლებათ შემოქმედებითი და საწარმოო დავალებების გადაღება – მომზადება: კვალიფიციური ასისტენტის შრომაზე დამოკიდებული იქნება ფილმის შეუფერხებელი წარმოება. პროგრამის ხანგლძლივობა – 4 კვირა;პროგრამის ღირებულება – 80 ლარი; - კინო - ტელე მონტაჟის თეორიული და პრაქტიკული პროგრამა / Postproduction/ - / უნივერსიტეტის პროფესორი მიხო ბორაშვილი , კობა ცხაკაია / მიზანი: კინო-ტელე მონტაჟის თეორიული პროგრამის გავლის შემდეგ მსმენელს დამოუკიდებლად შეეძლება კინო ან ვიდეო ფირზე გადაღებული მასალა შემოქმედებითად დაამუშაოს. გადაღებული მასალა რამდენიმე ეტაპს გაივლის და საუკეთესო კადრები ხმოვან რიგთან ერთად ერთ მთლიან კომპოზიციად გაერთიანდება. პრაქტიკული პროგრამის გავლის შემდეგ (პოსტპროდაქშენი) მსმენელს აძლევს პროფესიულ საქმიანობაში პერსონალური კომპიუტერის გამოყენებისათვის საჭირო განათლებას. პროგრამა ითვალისწინებს თანამედროვე გრაფიკულ და ციფრული ვიდეო სამონტაჟო ტექნოლოგიებში შემოქმედებითი პოტენციალის რეალიზების, განათლებისა და პრაქტიკული გამოცდილების მიღებას. მსმენელი ეუფლება კომპიუტერში ციფრული ტექნოლოგიებით შექმნილი ანიმაციის, ფილმის, კლიპის, სარეკლამო რგოლის პროექტირებას, სპეცეფექტების გამოყენებას და რედაქტირებისათვის საჭირო კომპიუტერული გრაფიკის თანამედროვე ტექნოლოგიების ფლობას. ამ პროგრამის მეშვეობით მსმენელი აითვისებს გადაღებული მასალის თანამედროვე კომპიუტერული ტექნოლოგიებით დამუშავებას (პროექტის მომზადება, სცენარის დაწერა, გადაღება, ხატვა, გახმოვანება, დამონტაჟება, სპეცეფექტების გამოყენება) და გაფორმებას. პროგრამის ხანგლძლივობა – 5 კვირა (თეორიული) პროგრამის ღირებულება – 80 ლარი; 4 კვირა (პრაქტიკული) პროგრამის ღირებულება – 80 ლარი; - კინოდრამატურგიის პრაქტიკული პროგრამა - / ბესო ოდიშარია / მიზანი: სცენარი სჭირდება ყველაფერს, სრულმეტრაჟიანი ფილმებიდან, ტელე-პროექტებიდან დაწყებული წამებიანი კლიპებით დამთავრებული. პროგრამის მიზანია მსურველებს დაეხმაროს იდეების განხორციელებაში, ჩანაფიქრი აქციონ იდეა პროექტად. პროგრამის ხანგლძლივობა – 2 კვირა; პროგრამის ღირებულება – 50 ლარი - საოჯახო ვიდეოს პრაქტიკული პროგრამა – / უნივერსიტეტის პროფესორი ვაჟა ზუბაშვილი / პროექტის მიზანია გააცნოს და შეასწავლოს ვიდეო მოყვარულებს აუდიო-ვიდეო პროდუქციის შექმნის ძირითადი პრინციპები; გამოუმუშაოს პრაქტიკული უნარ-ჩვევები მათ ირგვლივ არსებულ სამყაროზე, (ოჯახი, ბუნება, მოვლენები, მნიშვნელოვანი თარიღები და ა.შ., რომელსაც ისინი ჩვეულებრივ ასახავენ ვიდეოფირზე) მიზანმიმართული და ორგანიზებული დაკვირვებისათვის გამართული რეპორტაჟების, ფილმებისა თუ მუსიკალური კლიპების, საოჯახო ვიდეოფილმების შესაქმნელად. პროგრამის მსმენელები გაეცნობიან საოჯახო ან სამოყვარულო ვიდეოსტუდიის შექმნისა და ორგანიზების, მიზნებისა და ამოცანების განსაზღვრის პრინციპებს. პროგრამის ხანგლძლივობა – 3 კვირა; პროგრამის ღირებულება – 100 ლარი - ტელე და კინო მონტაჟის რეჟისურის სწრაფი მომზადების პრაქტიკული პროგრამა – / ოთარ ლითანიშვილი / მიზანი: პროგრამის გავლის შემდეგ მსმენელი უნდა ფლობდეს: საინტერესო და აქტუალური ტელეპროექტების შექმნას და განხორციელებას, სატელევიზიო შოუს დადგმას, ტელექრონიკის რეჟისურას, საავტორო გადაცემის შექმნას და გაძღოლას, კომპიუტერული მონტაჟისა და გრაფიკის კვალიფიციურად მაღალ დონეზე შესრულებას, მუსიკალური და სარეკლამო კლიპების შექმნას. I ეტაპი - დოკუმენტური ფილმი შექმნა , პროგრამის ხანგლძლივობა – 3 თვე; პროგრამის ღირებულება – 465 ლარი; II ეტაპი – მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმის შექმნა , პროგრამის ხანგლძლივობა – 3 თვე; პროგრამის ღირებულება – 465 ლარი - ტელე - ვიდეო ოპერატორის პრაქტიკული პროგრამა - / უნივერსიტეტის პროფესორი ნუგზარ ნოზაძე / მიზანი: მსმენელს პროგრამის დამთავრების შემდეგ შეეძლება მაღალპროფესიული ოსტატობით შექმნას გამოსახულება დოკუმენტურ ვიდეოფილმებში, სატელევიზიო სიუჟეტებში, მუსიკალური კლიპებსა და სარეკლამო რგოლებში. პროგრამის ხანგლძლივობა – 2 თვე; პროგრამის ღირებულება – 200 ლარი - კინო - ტელე რეჟისურის პრაქტიკული პროგრამა - / უნივერსიტეტის პროფესორი მიხო ბორაშვილი / მიზანი : პროგრამის მსმენელი ეუფლება ფილმის შექმნის შემოქმედებით და ორგანიზაციული მუშაობის ხერხებს. მას უნდა შეეძლოს სათქმელის (იდეის) ზუსტად განსაზღვრა და საინტერესოდ გადაწყვეტილი გამომსახველობითი საშუალებებით ჩანაფიქრის განხორციელება. აუცილებელია რეჟისორს ჰქონდეს მხატვრული წარმოსახვის უნარი, კინემატოგრაფიული ხედვა, დაკვირვების, მოვლენის არსში წვდომის უნარი, ტემპერამენტი, რიტმის შეგრძნება, ზომიერების გრძნობა და რაც მთავარია, ფართოდ განათლებული ადამიანი უნდა იყოს. პროგრამის ხანგლძლივობა – 1.5 თვე; პროგრამის ღირებულება – 200 ლარი - კინო , როგორც სინთეტიკური ხელოვნება – ტრენინგ პროგრამა – / საქართველოს დამსახურებული არტისტი ბადურ წულაძე / პროგრამის მიზანია მსმენელი უფრო ახლოს ეზიაროს კინოხელოვნებას, მხატვრული წარმოსახვის უნარს, კინემატოგრაფიულ ხედვას, დაკვირვებას, მოვლენის არსში წვდომას. პროგრამის ხანგლძლივობა – 10 დღე; პროგრამის ღირებულება – 100 ლარი II. თეტრალური ხელოვნება - სცენარის შექმის პრაქტიკული პროგრამა - “ იდეიდან - სცენარამდე ’’ - / თამარ ბართაია / პროგრამის მიზანია მსურველებს დაეხმაროს იდეების განხორციელებაში, შეასწავლოს მათ როგორ გადაიტანონ ჩანაფიქრი ფურცელზე და აქციონ იდეა პრაქტიკად პროგრამის ხანგლძლივობა – 4 კვირა; პროგრამის ღირებულება – 80 ლარი - სათეატრო ხელოვნების სპეციფიკა / უნივერსიტეტის პროფესორის სანდრო მრევლიშვილის პროგრამა / პროექტის მიზანია, მსმენელი აზიაროს თეატრის სინთეზურ ხელოვნებას, რომელიც ხელოვნების სხვადასხვა დარგს სანახაობაში _ სპექტაკლში აერთიანებს. საფუძველთ საფუძველი ამ სინთეზის სათეატრო მწერლობა _ დრამატურგიაა. ხოლო მთავარი _ სამ განზომილებიან სივრცეში მოქმედი მსახიობია. პროგრამის ხანგლძლივობა – 3 კვირა; პროგრამის ღირებულება – 90 ლარი - სავარჯიშოები სცენურ ყურადღებაზე -“ სცენა და შენ .” / უნივერსიტეტის პროფესორის სანდრო მრევლიშვილის პრაქტიკული პროგრამა / მიზანი : სავარჯიშოები სცენურ ყურადღებაზე: მხედველობა, სმენა, შეხება, გემური შეგრძნება, ყნოსვა, აფექტური მოქმედება და ა.შ. პროგრამის ხანგლძლივობა – 3 კვირა; პროგრამის ღირებულება – 90 ლარი III. დეკორატიულ - გამოყენებითი ხელოვნება : - თეატრალური აქსესუარების შექმნის ტექნოლოგია : / თოჯინები - ხანგლძლივობა – 4 კვირა; პროგრამის ღირებულება –90 ლარი; დეკორატიული ნიღაბი - ხანგლძლივობა – 3 კვირა; პროგრამის ღირებულება –136 ლარი /- პრაქტიკული პროგრამა - / უნივერსიტეტის პროფესორი ნინო დონდოლაძე / სასწავლო პროგრამის მიზანია შეასწავლოს მსმენელს პრაქტიკული მეცადინეობით თოჯინის ტექნოლოგია და აქსესუარი, შეძლოს ნამუშევრის წარმოდგენა – გამოფენა, როგორც სალონში, ასევე ბაზარზე. IV. დეკორატიული დიზაინი და ტრადიციული ხელობები : - ქსოვილის მხატვრული დამუშავება : o Quilt / დალიანდაგება / პროგრამის ღირებულება –130 ლარი, o თექა - პროგრამის ღირებულება – 170 ლარი, o ბატიკა - პროგრამის ღირებულება – 185 ლარი, o თანამედროვე და კლასიკური ქარგვა , ბისერით ქარგვა - ქსოვა , ქსოვა ჩხირით და ყაისნაღით – პროგრამის ღირებულება – 95 ლარი / უნივერსიტეტის პროფესორი ავთანდილ ჩაჩავა , ნინო კაციტაძე , ნატო ჩაჩავა , ნინო ჩარგეიშვილი / პროგრამების ხანგლძლივობა – 4-5 კვირა სასწავლო პროგრამის მიზანია მსმენელს შეასწავლოს ხელსაქმე პრაქტიკული მეცადინეობებით, როგორც ტრადიციული თუ ახალი მეთოდების გამოყენებით, აგრეთვე პირადი პრაქტიკიდან გამომდინარე მეთოდებითაც. შეძლოს ნამუშევრის წარმოჩენა გამოფენაზე, სალონში თუ ბაზარზე. - ვიტრაჟები / მოხატვის ტექნოლოგია / - პროგრამის ღირებულება – 145 ლარი, - ბრებისა და ტორშერების დამზადება ვიტრაჟით – პროგრამის ღირებულება –170 ლარი / უნივერსიტეტის პროფესორი ნინო დონდოლაძე , ნინო კაციტაძე / პროგრამის მიზანია შეასწავლოს ხელობა პრაქტიკული მეცადინეობებით, თანამედროვე მეთოდების გამოყენებით, ასევე ნამუშევრის წარმოჩენა მისი შეთავსება ინტერიერთან. თითოეული პროგრამის ხანგლძლივობა – 4 კვირა; - კერამიკული ნაკეთობათა მოხატვა - პროგრამის ღირებულება –144 ლარი / უნივერსიტეტის პროფესორი ნინო დონდოლაძე / სასწავლო პროგრამის მიზანია მსმენელს შეასწავლოს პრაქტიკული მეცადინეობიდან გამომდინარე – კერამიკული ნაკეთობათა მოხატვის, მისი გამოფენა – როგორც სალონში, ასევე ბაზარზე. პროგრამის ხანგლძლივობა – 4 კვირა V. ტურიზმი და მასპინძლობის მენეჯმენტი - ტუროპერეიტინგი / ტუროპერატორების პროგრამა / - / უნივერსიტეტის პროფესორი მალხაზ ღვინჯილია / მიზანი: სასწავლო პროგრამის გავლის შემდეგ მსმენელებს დამოუკიდებლად შეეძლებათ შექმნან ტურისტული პროდუქტი. მათ ეცოდინებათ იმ აუცილებელი ღონისძიებათა ნუსხა, რომელიც საჭო იქნება არსებული ტურის რეალიზაციისათვის ტურისტული ბაზრის ამა თუ იმ სეგმენტზე. პროგრამის ხანგლძლივობა – 4 კვირა; პროგრამის ღირებულება – 120 ლარი - ქართული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები / გიდებისთვის / - / უნივერსიტეტის პროფესორი ნატო გენგიური / პროგრამის მიზანია მსმენელებს მისცეს ცოდნა ქართული კულტურული მემკვიდრეობის უმნიშვნელოვანესი ნაწარმოებების შესახებ. აღჭურვოს ისინი საბაზისო ცოდნით ამ სფეროში. აქცენტი გაკეთდება ძველი ქართული არქიტექტორულ ძეგლებზე, რომელნიც ჩვეულებრივ ტურისტულ მარშრუტებშია ჩართული. ისინი განიხილება ისტორიულ კონტექსტში. ყურადღება გამახვილდება იმ სპეციფიკურ მომენტებზე, რაც ქართული არქიტექტურისათვის არის სახასიათო პროგრამის ხანგლძლივობა – 4 კვირა; პროგრამის ღირებულება – 70 ლარი VI. თანამედროვე ციფრული ტექნოლოგიები - კომპიუტერის შემსწავლელი პროგრამა / MS office, Internet Explorer / - / ირაკლი შეშელიძე / პროექტის მიზანია შეასწავლოს მსმენელებს საოფისე პროგრამები და იმუშაონ მონაცენთა ბაზების შესაქმნელად სხვადასხვა მიმართულებით, შეისწავლონ და შეძლონ მუშაობა ინტერნერში. პროგრამის ხანგლძლივობა – 6 კვირა;პროგრამის ღირებულება – 80 ლარი; VII. ექსპერიმენტული კურსები - ` კინოხელოვნება მასებისათვის » - მედიის საინფორმაციო სივრცეში მომუშავე ჟურნალისტებისათვის ( საგამომცემლო და ელექტრონული ) - / უნივერსიტეტის პროფესორის ეთერ ოკუჯავას მასტერკლასი / პროგრამის მიზანია, კინოხელოვნების საბაზო ცნებებისა და ტერმინების გაცნობა. იგი შედგება შემდეგი თემებისაგან: კინო, როგორც ხელოვნება, სახეობები და ჟანრები. კინოლიტერატურის გაცნობა და დამუშავება, კინოს ძირითადი ეტაპები, ქართული კინოს და მსოფლიო კინოს გამოჩენილი მოღვაწეები, თანამედროვე მსოფლიო კინო, ახალი კინოტექნოლოგიები, მენეჯმენტი და სხვ. პროგრამის ხანგლძლივობა – 3 კვირა;პროგრამის ღირებულება – 80 ლარი; - “ სიმბოლოთა ენა ” / უნივერსიტეტის პროფესორის ქეთევან ელაშვილის თეორიული პროგრამა სიმბოლოლოგიაში / მიზანი: სიმბოლოლოგიაში _ პროგრამის შესწავლის შემდეგ მსმენელს უნვითარდება არა მარტო ტექსტის ინტერტექსტუალური აღქმის უნარი, არამედ ზოგადად იხვეწება მისი სახის მეტყველებითი აზროვნება რის გარეშეც წარმოუდგენელია ნებისმიერი შემოქმედებითი პროცესი. სიმბოლოთა მწკრივის შემოტანა მსმენელის თვალსაწიერში მისი ასოციაციური აზროვნების, მხატვრული წარმოსახვისა და ზოგადკულტურული პლასტის განვითარების გარანტიაა. პროგრამის ხანგლძლივობა – 3 კვირა;პროგრამის ღირებულება – 50 ლარი პროგრამებს უძღვებიან უნივერსიტეტის მაღალკვალიფიციური პროფესორები და პედაგოგები პროგრამები ჩატარდება უნივერსიტეტის ბაზაზე, I /რუსთაველის გამზ. N19/ და II /აღმაშენებლის გამზ. N40/ ადმინისტრაციულ-სასწავლო კორპუსებში პროგრამის გავლის შემდეგ გაიცემა შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის შესაბამისი სერთიფიკატი დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: 91 14 34 მისამართი : აღმაშენებლის გამზირი N40 სასწავლო ცენტრი www.tafu.edu.ge E-mail: center@tafu.edu.ge
|