საწყისი საიტის რუკა [შესვლა] კონტაქტი
2012 წლის თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის ფარგლებში კრიტიკოსთა საერთაშორისო სიმპოზიუმი ჩატარდა. სიმპოზიუმის ორგანიზატორები იყვნენ: თეატრის კრიტიკოსთა საერთაშორისო ასოციაცია, საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტი, თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი. სიმპოზიუმი თეატრის პროფესიონალებს, კრიტიკოსებს და მაყურებელს შორის დიალოგის გამართვის მცდელობა გახლდათ. რას მივიღებთ, თუ თეატრს, მაყურებელს და კრიტიკას თანაფარდ სამკუთხედში მოვაქცევთ და რას დავკარგავთ, თუ ეს ბალანსი დაირღვევა. სიმპოზიუმში მონაწილეობა მიიღეს კრიტიკოსებმა: პოლონეთიდან, რუმინეთიდან, მოლდოვეთიდან, საფრანგეთიდან , რუსეთიდან, გერმანიიდან და საქართველოდან. . წინამდებარე კრებულებში ინგლისურ ენაზე თავმოყრილია სიმპოზიუმის მასალები.

წელს სიმპოზიუმი კედევ ერთი მიზეზის გამო გახლდათ განსაკუთრებული. 2012 წელი იონესკოს მიერ ავგუსტ სტრინდბერგის წლად გამოცხადდა. ამიტომ სიმპოზიუმი გაიხსნა მარგარეტ სორენსონის, თეატრალური კრიტიკოსის და IACT-ის ვიცე პრეზიდენტის სიტყვით. გამოსვლა შეეხებოდა სტრინდბერგის ადრეულ ნაშრომებს.
 

კონფლიქტებისა და სტრესების მართვა - მანანა მაჩაბელი
სალექციო კურსი

(ფსიქოლოგიურ მეცნიერებათა მონაპოვრების ფონზე)
როდესაც მომიხდა ამ სახელმძღვანელოზე მუშაობის დაწყება, წარმოვიდგინე წიგნი, რომელიც ერთდროულად მკაცრად მეცნიერულ კრიტერიუმებსაც დააკმაყოფილებდა და ამავე დროს ისეთი შემოწმებული ფაქტებით იქნებოდა გაჯერებული, რომლებიც სტუდენტის მეხსიერებაში ღრმად ჩაიბეჭდებოდა, და მისი გასავლელი რთული ცხოვრებისეული და პროფესიული გზის პიროვნული გზამკვლევიც იქნებოდა. მოვახერხე თუ არა დასახული მიზნის მიღწევა, სტუდენტებმა განსაჯონ. Eეს წიგნი მათთვისაა დაწერილი.

რედაქტორი:
ლია გოგიჩაიშვილი, ილიას უნივერსიტეტის გამომცემლობის რედაქტორი

სარედაქციო საბჭო:
რევაზ ჯორბენაძე, ჯავახიშვილის უნივერსიტეტის სრული პროფესორი, ფსიქოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი
რუსუდან მირცხულავა, ილიას უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, ფსიქოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი

ISBN 978-9941-9331-6-5
 

კინოს თეორიის კლასიკური და თანამედროვე ტექსტები – დინარა მაღლაკელიძე
`კინოს თეორია საერთო სახელწოდებაა სხვადასხვა თეორიული ტექსტების უზარმაზარი კორპუსისა, რომლებიც კინემატოგრაფს სხვადასხვა თვალსაზრისით, როგორც ხელოვნების დარგს, როგორც ვიზუალურ მედიუმს ან როგორც ეკონომიკურ პროდუქტს ანუ მასობრივ სამომხმარებლო ინდუსტრიას განიხილავენ და კვლევასაც შესაბამისი მიმართულებით აწარმოებენ~.

რედაქტორი: ლელა ოჩიაური, სრული პროფესორი

რეცენზენტები: ირა დემეტრაძე, ასოცირებული პროფესორი
თეო ხატიაშვილი, ასოცირებული პროფესორი

ISBN 978-9941-9331-5-8
 

ქართული პიესა 2012
თუმანიშვილის ფონდი არასამთავრობო, საერთაშორისო ორგანიზაციაა, რომელიც დაფუძნდა 1998 წლის 27 მარტს. 2006 წლიდან უწყვეტად მიმდინარეობს ფონდის უმნიშვნელოვანესი, ყოველწლიური პროექტი `ახალი დრამატურგია~, რომელიც მოიცავს ორ კონკურსს – `ახალი ქართული პიესა~ და `უცხოური პიესის საუკეთესო თარგმანი~.
2012 წლის კონკურსში გამარჯვებული 6 პიესის გამოცემით დაიწყო თეატრალური უნივერსიტეტის და გამომცემლობა `კენტავრის~ თანამშრომლობა მიხეილ თუმანიშვილის სახელობის თეატრალური ხელოვნების განვითარების ფონდთან. მკითხველს ვთავაზობთ: თამარ ბართაიას, დავით გაბუნიას, ნინო მირზიაშვილის, ნანუკა სეფაშვილის და ირაკლი ცხადაიას პიესებს.

ISBN 978-9941-9331-1-0 (ტომეული)
ISBN 978-9941-9331-2-7 (წიგნი I)

 

დავით გუჯაბიძის წიგნი „თეატრალური ხელოვნების ეკრანული ფორმები ქართულ მედია-სივრცეში“ დამხამარე ლიტერატურაა როგორც კინოსა და ტელევიზიის, ისე თეატრის სამსახიობო და სარეჟისორო სპეციალობების სტუდენტებისათვის. წიგნში მოცემულია იმ კინო და ვიდეოტექნოლოგიების მიმოხილვა და ანალიზი, რომლითაც ხდებოდა და ხდება მსოფლიოში თეატრალური ხელოვნების ეკრანული ფორმების შექმნა კინო და ვიდეოფირზე, კინოდარბაზში ან სატელევიზიო ეთერში დემონსტრირებისათვის. ამას გარდა, წიგნში მოცემულია კვლევა, თუ როგორ აისახა ფილმ-სპექტაკლების შექმნის მსოფლიო გამოცდილება ქართულ მედია-სივრცეში, რითი გამოირჩევა ქართული ფილმ-სპექტაკლების და სატელევიზიო თეატრის ესთეტიკა, შესწავლილია სპეციალისტთა დამოკიდებულება თეატრალური ხელოვნების ეკრანული საშუალებებით ფიქსირების აუცილებლობის მიმართ, არსებულ ლიტერატურასა და პრაქტიკულ გამოცდილებაზე დაყრდნობით შემუშავებულია რეკომენდაციები თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის სასწავლო პროცესის სრულყოფისათვის.

წიგნს თან ერთვის DVD-დისკი ტექსტის საილუსტრაციო აუდიოვიზუალური ფრაგმენტებით, სადაც თავმოყრილია სცენური ხელოვნების ეკრანული ფორმების გამოჩეული მაგალითები (დაწყებული 1900-იანი წლებიდან დღემდე) კინო და ტელეხელოვნების განვითარების ისტორიის შესაბამისად.

ISBN 978-9941-9247-1-2

 

გამომცემლობა “კენტავრი” დაინტერესებულ მკითხველს სთავაზობს ირაკლი შეშელიძის ნაშრომს “კომპიუტერთან მუშაობის სახელმძღვანელო”. წიგნში შესულია: პერსონალური კომპიუტერის განვითარების მოკლე ისტორია, Windows XP ოპერაციული სისტემის ინსტალაციის სრული ინსტრუქცია, Windows 7 ოპერაციული სისტემის ინსტალაციის სრული ინსტრუქცია, MS Powepoint, Adobe Photoshop CS3, Adobe InDesing CS3.

ISBN 978-9941-9247-9-8

 

საქართველოს შ. რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის, პროფ. გ. მარგველაშვილის ინიციატივით, გამომცემლობა „კენტავრი“ აგრძელებს, დიდი ქართველი რეჟისორის, პედაგოგის, თეატრის თეორეტიკოსის მიხეილ თუმანიშვილის ნაშრომების გამოქვეყნებას. დაიბეჭდა წიგნი IV „ფიქრები თეატრსა და ცხოვრებაზე“. დაინტერესებული მკითხველი გაეცნობა რეჟისორის ნააზრევს თეატრზე, ზოგადად ხელოვნებაზე, ცხოვრებისა და ხელოვნების ურთიერთგავლენაზე. ასევე წიგნში ჩართულია ავტორისეული დახასიათება ხელოვნების სხვადასხვა სფეროს მოღვაწეებზე.

ISBN 978-9941-9247-7-4
 

რეჟისორი თეატრიდან მიდის

წიგნი II მეორე გამოცემა

ტექსტზე მუშაობდა: ელენე თუმანიშვილი

რედაქტორი: ია ანთაძე

ISBN 978-9941-9161-0-6
 

ბიალონი - რეზო ესაძე (მეორე გამოცემა)
კინორეჟისურის შესახებ - ბიალონი - ავტორი რეზო ესაძე. ცნობილი ქართველი რეჟისორის რეზო ესაძის წიგნი «კინორეჟისურის შესახებ» წარმოადგენს სახელმძღვანელოს კინორეჟისურაში. წიგნი შედგება სამი თავისაგან: გაცნობა ანუ გზის დასაწყისი, კინოსურათი თუ კინოფილმი, ლიტერატურული სცენარის მოთელვა. რეზო ესაძის წიგნში თავმოყრილია ყველაფერი კინოხელოვნების შესახებ. ავტორი ეხება ისეთ საკითხებს, როგორიცაა: ფილმის ფორმა, კომპოზიცია, რიტმი, ხედი, კადრი, მიზანსცენა, ლიტერატურული სცენარი, მონტაჟი, კინოექსპლიკაცია და სხვა. 

წიგნს ყოველი თავის ბოლოს დართული აქვს სავარჯიშოები. თითქმის ყველა გვერდზე შეხვდებით იულუსტრაციას და ავტორის ჩანახატებს.

რედაქტორი: დავით ჯანელიძე, სარედაქციო საბჭო: ლელა ოჩიაური და ლევან ხეთაგური. წიგნი გამოცემულია საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის ფინანსური მხარდაჭერით.

ISBN-978-9941-9427-2-9

მსოფლიო კინემატოგრაფის ისტორია (უხმო კინო) მეორე გამოცემა
ზვიად დოლიძე - «მსოფლიო კინემატოგრაფის ისტორია - უხმო კინო», (თბ. 2008) სახელმძღვანელო არის მსოფლიო კინემატოგრაფიის აღმოცენება-განვითარების პირველი ეტაპის - უხმო კინოს ერთიანი ისტორიის ამსახველი პირველი ქართულენოვანი ნაშრომი. ავტორი მსოფლიო კინოს ისტორიას რამდენიმე ეტაპად ჰყოფს და ყურადღებას უხმო პერიოდზე ამახვილებს. წიგნი არამარტო სახელმძღვანელოა სტუდენტებისათვის, არამედ განკუთვნილია მკითხველთა ფართო წრისთვისაც. სარედაქციო საბჭო: ნოდარ გურაბანიძე, ლელა ოჩიაური.

ISBN 978-9941-9247-6-7

[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8]

 

 
1204101 ვიზიტორები
ვებ გვერდის მფლობელია შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტი (c) ყველა უფლება დაცულია, 2006-2008
ვებ გვერდის შექმნის თარიღია: 26-01-2006
ვებ გვერდის განახლების თარიღია: 09-12-2013