საწყისი საიტის რუკა [შესვლა] კონტაქტი
ეჟი გროტოვსკი (თბ. 2008)
ეჟი გროტოვსკი (თბ. 2008) 
წიგნი ეძღვნება ეჟი გროტოვსკის შემოქმედებას, მასში თავმოყრილია მისი ცნობილი თეორიული ნაშრომები. კრებული აგებულია, როგორც შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის დამხმარე სახელმძღვანელო. გამოცემას თან დართული აქვს ვრცელი კომენტარები, სახელთა და საგანთა საძიებო აპარატი. თარგმანი: თამარ ცაგარელი, ნინო ქირია, ლევან ხეთაგური.

რედაქტორი: ლევან ხეთაგური 

ISBN 978-99940-719-4-4

ელენე ახვლედიანი წლები, მოვლენები, ფაქტები
ლია ბუაძე - «ელენე ახვლედიანი წლები, მოვლენები, ფაქტები» (თბ. 2008) _ წიგნში განხილულია შესანიშნავი ქართველი მხატვრის ელენე ახვლედიანის შემოქმედება. შედგება თავებისაგან, რომელიც აერთიანებს მხატვრის შემოქმედების მნიშვნელოვან ეტაპებს, როგორიცაა: თელავის, თბილისის, პარიზის, პარიზის შემდგომ პერიოდებს. ნაშრომში დიდი ადგილი ეთმობა ელენე ახვლედიანის მოღვაწეობას თეატრში. წიგნს ერთვის განმარტებები და მხატვრის ცხოვრებასა და შემოქმედებასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი თარიღები, გამოფენების ჩამონათვალი და ლიტერატურის სია.

რედაქტორი: ირინე აბესაძე.

ISBN 978-9941-9004-5-7

ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა თეატრის ისტორიის საკითხები
ნერონ აბულაძე, ლაშა ჩხარტიშვილი - «ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა თეატრის ისტორიის საკითხები» (თბ. 2008) პირველი მცდელობაა ბათუმის თოჯინების თეატრის ისტორიის ამსახველი მასალების გამოცემისა. წიგნში მოთხრობილია ბათუმის თოჯინების თეატრის ისტორია სხვადასხვა ეტაპებზე. გამოცემას ერთვის იმ ხელოვანთა ბიოგრაფიები, რომლებიც დაკავშირებულნი არიან ამ თეატრის ისტორიასთან.

რედაქტორი: ვასილ კიკნაძე.

ISBN 978-9941-9004-6-4

დურუჯი
«დურუჯი» - შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის სტუდენტთა გაზეთი (პერიოდულობა თვეში 2-ჯერ), რომელშიც სისტემატურად იბეჭდება უნივერსიტეტის სიახლეები, ბრძანებები და სტუდენტთა სტატიები. «დურუჯში» ხშირად წაიკითხავთ უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებელთა და სტუდენტთა შეფასებებს ქართულ კულტურაში მიმდინარე პროცესებზე. გაზეთი ყველა დაინტერსებულ სტუდენტს თავის შესაძლებლობების წარმოჩენის და ნიჭის რეალიზების საშუალებას აძლევს. სარედაქციო საბჭო: მაკა ვასაძე, ლაშა ჩხარტიშვილი, ნერონ, აბულაძე.

კულტურა
"კულტურა" - შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის, ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის კონსერვატორიის და აპოლონ ქუთათელაძის სახელობის თბილისის სამხატვრო აკადემიის, კავშირი "კულტურის" და კულტურის საერთაშორისო ფონდი "კავკასიის" ერთობლივი პერიოდული გამოცემა (თვეში 2-ჯერ), რომელიც სისტემატურად აშუქებს ქართულ და მსოფლიო კულტურაში მიმდინარე პროცესებს. გაზეთში იბეჭდება ცნობილი ავტორების, კრიტიკოსების, როგორც თეორიული, ასევე ისტორიული წერილები და რეცენზიები სპექტაკლებზე, საოპერო დადგმებზე. "კულტურა" სისტემატურად აშუქებს ხელოვნების ყველა დარგში მიმდინარე მოვლენებს, კლასიკური მუსიკის საღამოებს, კინოპრემიერებს, გამოფენებს. აქვეყნებს უმაღლესი სახელოვნებო სასწავლებლების სტუდენტთა და მაგისტრანტთა წერილებს, რეცენზიებს, ჩანახატებს. გაზეთი "კულტურა" ემსახურება ქართული კულტურისა და ხელოვნების პოპულარიზაციას, ხელს უწყობს ახალგაზრდა კრიტიკოსებს პროფესიულ დაოსტატებაში.
 
სარედაქციო კოლეგია: მაკა ვასაძე, ნინო მხეიძე, ნათია წულუკიძე, ქეთევან ბოლაშვილი.

[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8]

 

 
921357 ვიზიტორები
ვებ გვერდის მფლობელია შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტი (c) ყველა უფლება დაცულია, 2006-2008
ვებ გვერდის შექმნის თარიღია: 26-01-2006
ვებ გვერდის განახლების თარიღია: 09-12-2013