საწყისი საიტის რუკა [შესვლა] კონტაქტი
მოდერნიზმი ქართულ თეატრში
მიხეილ კალანდარიშვილი - «მოდერნიზმი ქართულ თეატრში» (თბ. 2007) - დამხმარე სახელმძღვანელო XX საუკუნის დასაწყისის, ქართული თეატრის ისტორიის მნიშვნელოვანი ეტაპის პროფესიულ ანალიზს წარმოადგენს. ავტორი რიგ საინტერესო საკითხებთან ერთად განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს მეოცე საუკუნის დასაწყისში ქართულ თეატრში მიმდინარე პროცესებზე, კერძოდ, იმ მხატვრულ მიმდინარეობებზე, რომლებმაც მნიშვნელოვანწილად განსაზღვრეს იმ პერიოდის ეროვნული თეატრალური კულტურის მხატვრული სახე.

რედაქტორი: ლია კალანდარიშვილი.

ISBN 978-99940-898-7-1

ელოვნების ფსიქოლოგია
რუსუდან მირცხულავა - «ხელოვნების ფსიქოლოგია» (თბ. 2007) სახელმძღვანელო მოიცავს იმ თეორიულ შეხედულებებსა და თეორიებს, რომელთაც განსაზღვრეს და ჩამოაყალიბეს თანამედროვე ხელოვნებისა და შემოქმედებითი ფსიქოლოგიის ძირითადი მახასიათებლები. ნაშრომში ავტორი პროფესიულად განიხილავს ხელოვნების ფსიქოლოგიის რაობასა და მის ძირითად ამოცანებს, ხელოვნების ფსიქოლოგიის წანამძღვრებს. ასევე, ზიგმუნდ ფროიდის, ოტო რანკისა და ჰერბერტ მარკუზეს, კარლ გუსტავ იუნგის, ლევ ვიგოტსკისა და ვასილი კანდინსკის ხელოვნების ფსიქოლოგიას. ხელოვნების თეორიას იუნგის ფსიქოლოგიურ სკოლაში და ხელოვნების კვლევას განწყობის ფსიქოლოგიაში. სახელმძღვანელო განკუთვნილია როგორც ხელოვნებისა და კულტურის თეორიულ საკითხებზე მომუშავე, ასევე პრაქტიკულ-შემოქმედებითი პროფესიის პირთათვისაც. 

სარედაქციო საბჭო: ვასილ კიკნაძე, ლელა ოჩიაური, ირინე აბესაძე

ISBN 978-99940-898-6-4

თანამედროვე თეატრალური მისტერიები
ლეშეკ მონჯიკი - «თანამედროვე თეატრალური მისტერიები»- (თბ. 2006) ეძღვნება პოლონური და მსოფლიო თეატრალური კულტურის ერთ-ერთ თვალსაჩინო წარმომადგენელს, რეჟისორს, სცენოგრაფს, მხატვარს, დრამატურგს, ფოტოგრაფს, ვიზუალური თეატრის შემქმნელს, მხატვრის თეატრისა და პლასტიკური ავანგარდის ტრადიციების გამგრძელებელ ლეშეკ მონჯიკს. წიგნში თავმოყრილია, როგორც ლეშეკ მონჯიკის ტექსტები, ასევე მასალები მის შესახებ და მის მიერ შექმნილი თექვსმეტი უნიკალური თეატრალური წარმოდგენის აღწერა. აღნიშნული გამოცემით ქართველ მკითხველს პირველად ეძლევა საშუალება გაეცნოს ამ ხელოვანს და მის «მხატვრის თეატრს».

რედაქტორი: ნინო ქირია.

ISBN 99940-868-3-9

უმაღლესი სახელოვნებო განათლება და ბოლონიის პროცესი
«უმაღლესი სახელოვნებო განათლება და ბოლონიის პროცესი” წარმოადგენს წერილების კრებულს ბოლონიის პროცესთან დაკავშირებით. კრებული პირველი მცდელობაა საქართველოში საერთაშორისო ექსპერტების საშუალებით მომზადდეს უმაღლესი სახელოვნებო განათლების საჭირო მეთოდოლოგიური მასალა. კრებული აერთიანებს 2006 წლის აპრილში თბილისში შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის მიერ ევროპის ხელოვნების ინსტიტუტის ლიგასთან ერთად ჩატარებული საერთაშორისო კონფერენციის მასალებს. შემდგენელი და რედაქტორი: ნინო გედევანიშვილი, ლევან ხეთაგური.

ISBN 978-99940-898-0-2

მსოფლიო კინემატოგრაფიის ისტორია
ზვიად დოლიძე - «მსოფლიო კინემატოგრაფიის ისტორია - უხმო კინო», (თბ. 2008) სახელმძღვანელო არის მსოფლიო კინემატოგრაფიის აღმოცენება-განვითარების პირველი ეტაპის - უხმო კინოს ერთიანი ისტორიის ამსახველი პირველი ქართულენოვანი ნაშრომი. ავტორი მსოფლიო კინოს ისტორიას რამდენიმე ეტაპად ჰყოფს და ყურადღებას უხმო პერიოდზე ამახვილებს. წიგნი არამარტო სახელმძღვანელოა სტუდენტებისათვის, არამედ განკუთვნილია მკითხველთა ფართო წრისთვისაც. სარედაქციო საბჭო: ნოდარ გურაბანიძე, ლელა ოჩიაური.

ISBN 978-9941-9004-1-9

ინტელექტუალურისა და რომანტიკულის ზღვარზე
ვახტანგ ქართველიშვილი - «ინტელექტუალურისა და რომანტიკულის ზღვარზე» (თბ. 2006). ცნობილი ქართველი თეატრმცოდნისა და მოაზროვნის ვ. ქართველიშვილის წერილები თეატრზე. მასში გაერთიანებულია, როგორც კრიტიკა, ისე თეორია, პორტრეტები და დიალოგები. წინასიტყვაობის ავტორი და

რედაქტორი: მერაბ გეგია. 

ISBN 99940-868-9-8

სათეატრო არქიტექტურა საქართველოში
ირმა დოლიძე - «სათეატრო არქიტექტურა საქართველოში» (თბ. 2005). პირველი კვალიფიციური ნაშრომია სათეატრო არქიტექტურაში. მკითხველი ფართოდ გაეცნობა სათეატრო არქიტექტურის ისტორიას საქართველოში უძველესი დროიდან XX საუკუნის 20–იან წლებამდე. წიგნში განხილულია ნიმუშები, რომელთა შორის ამჟამად მოქმედი სათეატრო ნაგებობებიცაა, შესწავლილია შესაბამისი დროის თეატრალურ ტენდენციებთან, ხელოვნებაში დამკვიდრებულ სხვადასხვა სტილთან, არქიტექტურულ აზროვნებასა და ზოგადად, ეპოქის მხატვრულ გემოვნებასთან კონტექსტში. ავტორის მიერ არქივებსა და მუზეუმებში მოძიებული მასალები პირველად ქვეყნდება.

რედაქტორები: ნათელა ურუშაძე, ვახტანგ დავითაია. 

ISBN 99940-0-354-2

ფანტაზიის მნიშვნელობა ფსიქო ანალიზურ თეორიებში
ლალი ცერცვაძე - «ფანტაზიის მნიშვნელობა ფსიქო ანალიზურ თეორიებში» (თბ. 2007). ავტორი განხილავს წარმოსახვის პრობლემებს და ეფუძნება ზ. ფროიდის, კ. გ. იუნგის, ე. ნოიმანის ფსიქო ანალიზის თეორიებს. წიგნი ითვალისწინებს სტუდენტთა დაინტერესებას ხელოვნების საკითხების შესწავლით. 

ISBN 978-99940-89-88-8

კულტურა, მენეჯმენტი, ანიმაცია, მარკეტინგი
მილენა დრაგიჩევიჩ-შეშიჩი, ბრანიმირ სტოიკოვიჩი - «კულტურა, მენეჯმენტი, ანიმაცია, მარკეტინგი» (თბ. 2007). სახელმძღვანელო, ქართული, ადაპტირებული თარგმანი (მთარგმნელები - ლევან ხეთაგური, იური მღებრიშვილი). ავტორები ძირეულ ყურადღებას ამახვილებენ მენეჯმენტის სამ მნიშვნელოვან კომპონენტზე: მართვა, მარკეტინგი და კულტურის ანიმაცია. წიგნში თავების მიხედვით, თანმიმდევრულადაა განხილული მენეჯმენტის სფეროში შემავალი არაერთი მნიშვნელოვანი საკითხი. წინამდებარე წიგნი წარმოადგენს სახელმძღვანელოს კულტურის მენეჯმენტის შესწავლის მსურველთათვის და ასევე ამ დარგით დაინტერესებულ პირთათვის.

რედაქტორი: თეონა კახიძე.

ISBN 978-9941-9004-0-2

მსახიობის ოსტატობა
სანდრო მრევლიშვილი - «მსახიობის ოსტატობა» (თბ. 2008), (გაკვეთილების კრებული დამწყებთათვის) მსახიობის ოსტატობის გაკვეთილები სამსახიობო სპეციალობის სტუდენტებისთვის. წიგნში თავებად და ქვეთავებად მოცემულია მსახიობის ოსტატობის გაკვეთილები, მათ შორის, დიდი ყურადღება ეთმობა ეთიკისა და საკუთრივ თეატრალური ხელოვნების საკითხებს, ასევე მეთოდების, თეატრალური ხელოვნების სფეციფიკის, მოქმედების, ყურადღების შესახებ, აგრეთვე მოცემულია სავარჯიშოები თავისი ილუსტრაციებით. სავარჯიშოები ეხება მსახიობის ოსტატობის ელემენტებს. წიგნი დაეხმარება პირველკურსელებს და იმათ, ვინც მსახიობის ხელოვნებით არის დაინტერესებული.

რედაქტორები: ლევან ხეთაგური, გურამ ბათიაშვილი. 

ISBN 978-9941-9004-3-3

[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8]

 

 
1163094 ვიზიტორები
ვებ გვერდის მფლობელია შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტი (c) ყველა უფლება დაცულია, 2006-2008
ვებ გვერდის შექმნის თარიღია: 26-01-2006
ვებ გვერდის განახლების თარიღია: 09-12-2013