საწყისი საიტის რუკა [შესვლა] კონტაქტი
ოთარ იოსელიანი
ლუი (კადრირება), დამხმარე სახელმძღვანელო.
წიგნი წარმოადგენს დამხმარე სახელმძღვანელოს კინო-ტელე ფაკულტეტის სარეჟისორო და საოპერატორო სპეციალობის სტუდენტებისთვის. წიგნში ასახულია ოთარ იოსელიანის მთელი ფილმი «ლუი» კადრირების სახით და ამ გრაფიკულ ჩანახატებს ერთვის რეჟისორის განმარტებები. წიგნის ბოლოს კი წაიკითხავთ კინომცოდნე ლელა ოჩიაურის ბოლოსიტყვას, რომელიც ოთარ იოსელიანის შემოქმედებით თავისებურებებს განმარტავს და მისი კინოენის სილაღის გააზრებას ცდილობს.

კადრირებსი ავტორები არიან ნანა იოსელიანი და ნუგზარ ტარიელაშვილი.

წიგნის რედაქტორია კინორეჟისორი და კინო-ტელე ფაკულტეტის დეკანი დათო ჯანელიძე,
ISBN 978-99941-9059-4-0

კინორეჟისურა (ქრესტომათია)
წარმოდგენილი კრებული კინორეჟისურაში ქართულ ენაზე პირველი ქრესტომათიული სახელმძღვანელოს შექმნის მცდელობაა, რომლის შემდგომ სრულყოფაზეც გრძელდება მუშაობა.

სახელმძღვანელოში თავმოყრილია რეჟისურის შესახებ რუსი და უცხოელი კინემატოგრაფისტების: ლ. კულეშოვის, მ. რომის, მ. მარტენის ნაშრომების ქართულ ენაზე შესრულებული თარგმანები. აგრეთვე, თავი “სარეჟისორო ჩანაფიქრის შექმნა» მიხეილ თუმანიშვილის წიგნიდან “სანამ რეპეტიცია დაიწყება...» სახელმძღვანელოს დართული აქვს კრებულში შესულ ავტორთა მოკლე ბიოგრაფიული ცნობები და კინოხელოვნების განმარტებითი ლექსიკონი.

სასცენო მოძრაობის საფუძვლები
სასცენო მოძრაობის საფუძვლები - ავტორი შოთა სხირტლაძე, (დამხმარე სახელმძღვანელო თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის სტუდენტთათვის). წინამდებარე გამოცემა მიეკუთვნება სასწავლო-მეთოდოლოგიურ დამხმარე სახელმძღვანელოს და წარმოადგენს სავარჯიშოების კრებულს სასცენო მოძრაობაში. წიგნი ერთ-ერთი პირველი მცდელობაა ქართულ ენაზე ამ ტიპის გამოცემისა სასცენო მოძრაობაში.

ნაშრომი საინტერესოა, როგორც თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის პედაგოგებისა და სტუდენტებისათვის, ასევე მსახიობის ოსტატობითა და თეატრით დაინტერესებული ფართო საზოგადოებისათვის. წიგნის რედაქტორი: გიორგი მარგველაშვილი, სარედაქციო საბჭო: ლევან ხეთაგური და ავთანდილ ვარსიმაშვილი.

ISBN-978-99928-8337-2

ბიალონი - რეზო ესაძე
კინორეჟისურის შესახებ - ბიალონი _ ავტორი რეზო ესაძე. ცნობილი ქართველი რეჟისორის რეზო ესაძის წიგნი «კინორეჟისურის შესახებ» წარმოადგენს სახელმძღვანელოს კინორეჟისურაში. წიგნი შედგება სამი თავისაგან: გაცნობა ანუ გზის დასაწყისი, კინოსურათი თუ კინოფილმი, ლიტერატურული სცენარის მოთელვა. რეზო ესაძის წიგნში თავმოყრილია ყველაფერი კინოხელოვნების შესახებ. ავტორი ეხება ისეთ საკითხებს, როგორიცაა: ფილმის ფორმა, კომპოზიცია, რიტმი, ხედი, კადრი, მიზანსცენა, ლიტერატურული სცენარი, მონტაჟი, კინოექსპლიკაცია და სხვა.

წიგნს ყოველი თავის ბოლოს დართული აქვს სავარჯიშოები. თითქმის ყველა გვერდზე შეხვდებით იულუსტრაციას და ავტორის ჩანახატებს.

რედაქტორი: დავით ჯანელიძე, სარედაქციო საბჭო: ლელა ოჩიაური და ლევან ხეთაგური. წიგნი გამოცემულია საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის ფინანსური მხარდაჭერით.

ISBN-978-9941-9004-8-8

ქართული სასცენო მეტყველების ფონეტიკური საფუძვლები
მალიკო მრევლიშვილი - «ქართული სასცენო მეტყველების ფონეტიკური საფუძვლები» (თბ. 2006) - წარმოადგენს პროფესორ მალიკო მრევლიშვილის მნიშვნელოვან ნაშრომს, სახელმძღვანელოს, (1949წ. 1966წ.) მეცნიერმა და პედაგოგმა, პირველმა შეისწავლა ქართული მართლმეტყველების საკითხები, აქცია კვლევისა და მსჯელობის საგნად. ნაშრომში მეცნიერულად დადგენილი კანონები შეეხება უმთავრესად მეტყველების ფიზიკურ მხარეს. გამოკვლეულია სამეტყველო ბგერათა ანატომიური, ფიზიოლოგიური და აკუსტიკური ბუნება. ნაშრომი მნიშვნელოვან და არსებითად განმსაზღვრელ დახმარებას გაუწევს დრამის ფაკულტეტის სტუდენტებს.

შემდგენელი და რედაქტორი: მანანა ითონიშვილი.

ISBN 99940-868-6-3

მხატვრული კითხვის ხელოვნება
მალიკო მრევლიშვილი - «მხატვრული კითხვის ხელოვნება» (თბ. 2006) სახელმძღვანელო - მეოთხედ გამოიცა შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის. გამოჩენილი ქართველი პედაგოგის, პროფესორ მალიკო მრევლიშვილის წინამდებარე წიგნში საფუძვლიანადაა გაანალიზებული მეტყველების, კერძოდ, მხატვრული, სცენური მეტყველების წესები. ავტორის აზრით, დრამის მსახიობი, თუ მხატვრული კითხვის ხელოვანი უთუოდ უნდა ფლობდეს მეტყველების ინტონაციურ კანონებს.…შესაბამისად სახელმძღვანელო იძლევა მნიშვნელოვან შესაძლებლობას, აღნიშნული წესების პრაქტიკაში განსახორციელებლად, როგორც სასწავლო პროცესში, ასევე მის შემდგომაც.

შემდგენელი და რედაქტორი: მანანა ითონიშვილი.

ISBN 99940-868-1-2

ქართველი კინორეჟისორები
«ქართველი კინორეჟისორები», ნარკვევების კრებული - (ნაწილი პირველი, თბ. 2005) - წარმოადგენს ქართველი კინორეჟისორების - კოტე მიქაბერიძე, მიხეილ კალატოზიშვილი, თენგიზ აბულაძე, ოთარ იოსელიანი, ელდარ შენგელაია, მერაბ კოკოჩაშვილი, მიხეილ ბობოხიძე, სერგო ფარაჯანოვი, გიორგი შენგელაია, ლანა ღოღობერიძე, სოსო ჩხაიძე, თემურ ბაბლუანი, ალეკო ცაბაძე, დიტო ცინცაძე - შემოქმედებით პორტრეტებს. კინომცოდნე ავტორთა ჟგუფი პროფესიული ანალიზის საფუძველზე განსაზღვრავს ზემოთ აღნიშნულ რეჟისორთა შემოქმედების ინდივიდუალურ მახასიათებლებსა, თუ მათ მნიშვნელობას ქართული კინემატოგრაფიის ისტორიის განვითარებაში.

რედაქტორი: მარინე კიკნაძე, სარედაქციო საბჭო: ირა კუჭუხიძე, მანანა ლეკბორაშვილი, ეთერ ოკუჯავა.

ISBN 99940-868-0-4

ქართველი კინორეჟისორები (ნაწილი მეორე, თბ. 2007)
«ქართველი კინორეჟისორები», ნარკვევების კრებული - (ნაწილი მეორე, თბ. 2007) - სახელმძღვანელო სტუდენტებისათვის და ქართული კინოხელოვნებით დაინტერესებულ პირთათვის, სადაც თავმოყრილია ქართველი კინორეჟისორების - ალექსანდრე წუწუნავა, ნიკოლოზ შენგელაია, კოტე მარჯანიშვილი, მიხეილ ჭიაურელი, რეზო ჩხეიძე, ოთარ იოსელიანი, გიორგი შენგელაია, რეზო ესაძე, ალექსანდრე რეხვიაშვილი, გოდერძი ჩოხელი და სხვა - შემოქმედებითი პორტრეტები. კინომცოდნე ავტორთა ჟგუფი პროფესიული ანალიზის საფუძველზე განსაზღვრავს ზემოთ აღნიშნულ რეჟისორთა შემოქმედების ინდივიდუალურ მახასიათებლებსა, თუ მათ მნიშვნელობას ქართული კინემატოგრაფიის ისტორიის განვითარებაში. კრებულს ერთვის ვენეციის, კანის, ბერლინის და სხვა საერთაშორისო კინოფესტივალებზე გამარჯვებული ქართული ფილმებისა და ქართველი ავტორების ჩამონათვალი.

რედაქტორი: ირა კუჭუხიძე.

ISBN 987-99940-898-2-6

ქართულ კულტურაში მიმდინარე პროცესები XX საუკუნის 90-იანი წლებიდან დღემდე
«ქართულ კულტურაში მიმდინარე პროცესები XX საუკუნის 90-იანი წლებიდან დღემდე», წარმოადგენს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებელთა შრომების კრებულს, სადაც ავტორები პროფესიულად განიხილავენ ქართულ კულტურაში მიმდინარე პროცესებს ბოლო ათწლეულში. აღნიშნული ნაშრომები 2006 წელს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტში გამართულ კონფერენციაზე იყო წარმოდგენილი. რედაქტორი: რუსუდან მირცხულავა.

ISBN 978-99940-898-3-3

მიხეილ თუმანიშვილის ძიებები კინომსახიობთა თეატრში
მანანა ტურიაშვილი - «მიხეილ თუმანიშვილის ძიებები კინომსახიობთა თეატრში» (თბ. 2007). წიგნში ასახულია დიდი ქართველი რეჟისორის - მიხეილ თუმანიშვილის ძიებები რუსთაველისა (XX საუკუნის 50-60 წწ.) და კინომსახიობთა თეატრებში. წარმოჩენილია რეჟისორის მხატვრული პრინციპები. ნაშრომი მოიცავს კინომსახიობთა თეატრში რეჟისორის ყველა წარმატებული სპექტაკლის ანალიზს, მიზნად ისახავს ამ თეატრის ცხოვრების ამსახველი უცნობი მასალების გაცნობას, რეჟისორის ერთ-ერთი სპექტაკლის რეპეტიციის ჩვენებას, რეპეტიციისა და სპექტაკლების პარალელურ ანალიზს.

რედაქტორი: მერაბ გეგია.

ISBN 978-99940-898-5-7

[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8]

 

 
1163094 ვიზიტორები
ვებ გვერდის მფლობელია შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტი (c) ყველა უფლება დაცულია, 2006-2008
ვებ გვერდის შექმნის თარიღია: 26-01-2006
ვებ გვერდის განახლების თარიღია: 09-12-2013