საწყისი საიტის რუკა [შესვლა] კონტაქტი
გიორგი გურჯიევი - “ცხოვრება რეალურია”
წინამდებარე გამოცემა გიორგი გურჯიევის მემკვიდრეობის ერთ-ერთი წიგნის პირველი სრულყოფილი ქართულენოვანი გამოცემაა. გურჯიევის სწავლებამ - მეოთხე გზა, მისმა ეზოთერულმა გამოცდილებამ ძალიან დიდი გავლენა მოახდინა XX საუკუნის კულტურისა და ინტელექტუალთა განვითარებაზე. ვფიქრობთ, რომ საქართველოში მკითხველთა ფართო წრეში დიდ ინტერესს გამოიწვევს გურჯიევის ბოლო წიგნის ეს პირველი თარგმანი მის ათწიგნიან სერიაში.

ISBN 978-9941-9004-8-8

ელენე თოფურიძე - "რჩეული ნაშრომები მსოფლიო თეატრის ისტორიაში"
მსოფლიო თეატრის ისტორიის სწავლებისა და კვლევის ტრადიციების დამკვიდრებაში უდიდესი წვლილი ქალბატონ ელენე თოფურიძეს მიუძღვის. მან უმაღლესი განათლება რუსეთში, მოსკოვში დაასრულა, იმ კათედრაზე, სადაც ჯივილეგოვი და ბოიაჯევი ასწავლიდნენ, რომლებიც თავად იყვნენ საბჭოთა კავშირში მსოფლიო თეატრის სამეცნიერო კვლევის ფუძემდებლები. არაერთმა თაობამ მოისმინა ელენე თოფურიძის ლექციები, სემინარები, სპეცკურსები მსოფლიო თეატრის ისტორიაში. ამჯერად გამომცემლობა კენტავრი მკითხველს სთავაზობს ე.თოფურიძის რჩეული ნაშრომების პირველ ტომს.

ISBN 978-9941-9059-2-6

ვასილ კიკნაძე – 80
წერილების და მილოცვების კრებული, რომელიც მიძღვნილია საქართველოს შოთა რუსთაველის თერატრისა და კინოს უნივერსიტეტის პროფესორის, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორის ვასილ კიკნაძის დაბადებიდან 80 წლისთავისადმი. კრებულში შესულია როგორც ახალი წერილები ვასილ კიკნაძეზე, ასევე სხვა ცნობილ შემოქმედთა ძველი წერილები. კრებულს თან ერთვის გამოხმაურებები ვასილ კიკნაძის წიგნებზე და ბიბლიოგრაფია.

რედაქტორია გოგი მარგველაშვილი. კრებული შეადგინეს ნიკა წულუკიძემ, ნერონ აბულაძემ, მაკა ვასაძემ და ლაშა ჩხარტიშვილმა.

ISBN 978-9941-9118-0-4

ირინა კუჭუხიძე, ეკრანი და დრო
კინომცოდნე ირინა კუჭუხიძის წიგნი “ეკრანი და დრო” წარმოადგენს სტატიების კრებულს კინოს ისტორიისა და თეორიის აქტუალურ საკითხებზე. მასში განხილულია რამდენიმე გამორჩეული ქართველი კინორეჟისორის შემოქმედებითი თავისებურებანი, მათი მსოფლმხედველობითი და ესთეტიკური პოზიციები; ქართული კინოს ისტორიის ერთ-ერთ საინტერესო, გარდამავალ ეტაპზე - XX საუკუნის 70-80-იანი წლების მიჯნაზე - მიმდინარე პროცესები და ძირითადი ტენდენციები. ყურადღება გამახვილებულია ისეთ საკითხებზე, როგორიცაა: ინტერპრეტაციის, აუდიო-ვიზუალური კომუნიკაციის პრობლემები, არქეტიპული ვარიაციები ქართულ კინოში, ახალი, ციფრული ტექნოლოგიების დანერგვით გამოწვეული კარდინალური ცვლილებები ეკრანული გამომსახველობის სფეროსა და თავად კინოპროცესის სტრუქტურაში.

წიგნის რედაქტორია პროფესორი ნინო მხეიძე, სარედაქციო საბჭო ლელა ოჩიაური და ეთერ ოკუჯავა

ISBN 978-9941-9059-3-3

ნანა დოლიძე - "კინო და კლასიკური ლიტერატურა"
კინემატოგრაფის გამომსახველობით საშუალებათა სინთეზში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ადგილი ლიტერატურას უკავია, რომლის გამოცდილებაზეც დაყრდნობით ის ცდილობს, არა მხოლოდ სამყაროს ლიტერატურული ასახვის ხერხების სესხებას, არამედ მისგან მთელი ხელოვნების, იმ ფუნდამენტური კანონების ამოღებას, რომლებსაც ლიტერატურამ მიაღწია, მაგრამ ხელოვნების სხვა დარგებისათვის უცხოა.

ავტორი პროფესიული თანმიმდევრობით, კონკრეტული მაგალითების საფუძველზე განიხილავს კინოსა და კლასიკური ლიტერატურის ურთიერთმიმართების საკითხს. გამოცემა მნიშვნელოვანია, როგორც პროფესინალთათვის, ასევე კინოხელოვნებით დაინტერესებულ პირთათვის..

ISBN 978-9941-9059-8-8

ლევან ხეთაგური - "მსოფლიო თეატრის ისტორია"
სახელოვნებო მეცნიერების შესწავლისათვის და დაუფლებისთვის უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება მსოფლიო თეატრის ისტორიის კურსს. მსოფლიო თეატრის ისტორია მოიცავს მრავალათასიანი წლების პერიოდს უძველესი ცივილიზაციებიდან დღემდე.

აღნიშნული გამოცემა შეიცავს, როგორც ისტორიის პროგრამის კონსპექტს, ასევე სასწავლო მეთოდოლოგიურ მითითებებს შესაბამისი მაგალითებით და ვრცელ სამეცნიერო აპარატს, კომენტარებისა და მცირე ლექსიკონის სახით, რომელიც არსებულ და მომავალ პედაგოგებს, ასევე სხვადასხვა სასწავლო საფეხურის სტუდენტებს გაუადვილებს მსოფლიო თეატრის კურსის შესწავლას.

ISBN 978-9941-9059-7-1

ვენერა ანდრონიკაშვილი სათეატრო რეჟისურის პედაგოგიკის საკითხები. (დამხმარე სახელმძღვანელო)
წიგნი განკუთვნილია სარეჟისორო ფაკულტეტის კურსდამთავრებულთათვის, ანუ, იმ რეჟისორებისათვის, ვისაც გადაუწყვეტია პედაგოგობა, რადგან ერთია იყო რეჟისორი და გქონდეს თეატრში დადგმული კარგი სპექტაკლები და მეორეა იყო რეჟისორ-პედაგოგი, რომელიც სხვა პროფესიაა. წიგნში გამოყენებული მასალა წარმოადგენა ავტორის მიერ თეატრალურ უნივერსიტეტში რეჟისორ-პედაგოგად მუშაობის 45 წლის მანძილზე დაგროვილ გაოცდილებას, რომელიც გარდა სტუდენტებისა, ასევე საინტერესოა თეატრით დაინტერესებულ პირთათვის.

ISBN 978-99928-833-9-6

«კულტურის ეკონომიკა»
დილავარდისა დავითულიანის წიგნი «კულტურის ეკონომიკა» წარმოადგენს დამხმარე სახელმძღავნელოს საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის მენეჯმენტის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის. ქართულ ენაზე მსგავსი ლიტერატურა ნაკლებად მოიპოვებოდა. წიგნში განხილულია საქართველოში კულტურის, როგორც ქვეყნის ერთ-ერთი სოციალურ-კულტურული სფეროს განვითარების ეკონომიკური კანონზომიერებანი, კულტურის სფეროს და სახელმწიფოს ურთიერთდამოკიდებულება, საქართველოს კულტურული პოლიტიკა, საერთაშორისო კულტურული თანამშრომლობა და სხვა საკითხები.

წიგნი წარმოდგენს ქართულ ენაზე კულტურის სფეროს ეკონომიკური რეგულირების საკითხების გარკვეული წრის გადმოცემის პირველ ცდას საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლის წიგნი გარკვეულ სამსახურს გაუწევს კულტურის სფეროს, აგრეთვე კულტურული ტურიზმის მენეჯმენტის შემსწავლელ სტუდენტობას და სხვა დაინტერესებულ პირებს.

თემურ აბაშიძე «ოპერეტა და მიუზიკლი»
თემურ აბაშიძე «ოპერეტა და მიუზიკლი» წიგნი, წარმოადგენს დამხმარე სახელმძღავნელოს საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის. ეს არის ერთ-ერთი პირველი ცდა სისტემატიზირებული სახით სრულყოფილად მიეწოდოს ქართველ მკითხველს მსოფლიო და ეროვნული ოპერეტისა და მიუზიკლის განვითარების პერსპექტივა და ის ძირითადი პრობლემები და სირთულეები, ის წარმატებები და წარუმატებლობა, რომელიც მუსიკალური თეატრის არცთუ ისე ხანგრძლივ ისტორიას ახლავს.

მოკრძალებული წიგნი ოპერეტასა და მიუზიკლზე დააინტერესებს ფართო მკითხველს.

ირაკლი შეშელიძე
Adobe Premiere Pro ეს არის ზემოაღნიშნული პროგრამის დამოუკიდებლად შესწავლის სახელმძღვანელო. გადმოცემული მასალა აგებულია პრინციპით «მარტივიდან რთულისკენ». წიგნის თითოეული თავი მიმართულია გარკვეული ამოცანების გადაჭრისაკენ და წიგნის ძირითადი დანიშნულებაა ასწავლოს მკითხველს Adobe Premiere Pro პროგრამასთან სრულყოფილად და დამოუკიდებლად მუშაობა.

წიგნის თითოეულ თავში აღწერილია ვიდეომონტაჟის კონკრეტული პრობლემა. ავტორი შეეცადა გადმოეცა აღნიშნული პროგრამის ყველა ძირითადი ხერხი და შესაძლებლობა.
რეცენზენტები: გივი წერეთელი, თამაზ ავალიშვილი.
ISBN 978-99941-9004-7-1
 

[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8]

 

 
1163094 ვიზიტორები
ვებ გვერდის მფლობელია შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტი (c) ყველა უფლება დაცულია, 2006-2008
ვებ გვერდის შექმნის თარიღია: 26-01-2006
ვებ გვერდის განახლების თარიღია: 09-12-2013