საწყისი საიტის რუკა [შესვლა] კონტაქტი
აკაკი ვასაძე, მოგონებები, ფიქრები, (I, II ტომი)
აკაკი ვასაძე, “მოგონებები, ფიქრები” _ მეორე შევსებული გამოცემა, დამხმარე სახელმძღვანელო. რედაქტორი: ვასილ კიკნაძე, შემდგენელ-რედაქტორი: მაკა ვასაძე.
აკაკი ვასაძე _ (1899-1978), 1936 წელს, სხვა ცნობილ ხელოვანთა შორის (საბჭოთა კავშირის მასშტაბით), როგორებიც იყვნენ: კ. სტანისლავსკი, ვ. ნემიროვიჩ-დანჩენკო, ვ. კაჩალოვი, ი. მოსკვინი და სხვ., აკაკი ვასაძეს და აკაკი ხორავას მიენიჭა საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტის წოდება.
პროფესორი ვასილ კიკნაძე წინათქმაში აღნიშნავს, რომ ეს წიგნები, სახელმძღვანელო დანიშნულებასთან ერთად, მრავლის მიმცემია არამხოლოდ პროფესიონალთათვის. საბჭოთა წყობილების დროს ბევრი რამ ცენზურამ ამოიღო. I ტომს დაემატა: გრიგოლ რობაქიძის “ლამარას” დადგმის შესახებ რუსთაველის თეატრში; “ჩემი სამსახიობო გზა” (გამოქვეყნებული 1988 წ.); საინტერესო მასალით, შეივსო II ტომიც, მათ შორის ხელნაწერებიდანაც. ჩამონათვალი შორს წაგვიყვანს.
“წინამდებარე წიგნები აკაკი ვასაძის მთელ სამსახიობო გამოცდილებას არ ასახავს. და მაინც, თამამად შეიძლება ითქვას, რომ ნაშრომში კომპაქტურად არის გადმოცემული ამ დიდი ხელოვანის შემოქმედების მამოძრავებელი ბირთვი. განსაკუთრებით აღსანიშნავია ერთი მომენტიც: თუმცა ეს ნაშრომები დაიწერა თანამედროვეობისაგან განსხვავებული თეატრალური ესთეტიკის სამყაროში, მაინც ისეა შესრულებული, თითქოს სულ ახლახან იწერებოდა და მასში ასახული სამსახიობო სკოლა, ვასაძისეული თვით 20-40-იანი წლების ესთეტიკა დღეისთვისაც ცხოველმყოფელია. არც რაა აქ გასაკვირი: აკაკი ვასაძის შემოქმედება სცენაზეც ხომ მუდამ თანამედროვე იყო თავისი არსითაც და ფორმითაც”.
განახლებულ გამოცემაში ავტორისეული სტილი დაცულია.
 

კრებულში - ,,მაგისტრანტთა და დოქტორანტთა პირველი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია სახელოვნებო მეცნიერება, პრაქტიკა, მენეჯმენტი” _ თავმოყრილია, საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის, თურქეთის, პოლონეთის, მაკედონიის, ირანის, სირიის უნივერსიტეტების მაგისტრანტთა და დოქტორანტთა შრომების თეზისები. აღნიშნული კონფერენცია, რომელიც მიმდინარე წლის მაისში გაიმართა, ერთ-ერთი პირველია ბოლონიის პროცესში ჩართულ ქვეყნებს შორის. უახლოეს პერიოდში გამოიცემა კრებულის სრული, ინგლისურენოვანი ვარიანტი.

წინამდებარე კრებული - ,,სამეცნიერო კონფერენციის მასალები”- აერთიანებს, ხელოვნებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე 2009 წლის ივნისში ორგანიზებულ, საანგარიშო კონფერენციის მასალებს. კრებულში თავმოყრილია - თეატრის, კინოს, მედიოლოგიის, კულტურის მენეჯმენტის, კულტურული ტურიზმის, ზოგადად სახელოვნებო სამეცნიერო შრომები. 

ელისო ერისთავი - ფილმის ხმოვანხედვითი სტრუქტურა
ელისო ერისთავის წიგნში “ფილმის ხმოვანხედვითი სტრუქტურა” დღევანდელი ეკრანის პლასტიკური მეტყველების შესწავლას წარმოადგენს. თანამედროვე ფილმის ხმოვანხედვითი სტრუქტურა ვიზუალური, აუდიო და მათი სინთეზური მეტყველების შენადნობია, რომელიც მიუხედავად ხელოვნების მოღვაწეთა მრავალრიცხოვანი შრომებისა, კონცეფტუალური განხილვისა და ანალიზის საგანი არ ყოფილა. წიგნი ამ ვაკუუმის შევსების მცდელობაა. ეს არის მეთოდოოგიური ნაშრომი, რომელიც ფილმის ხმოვანხედვითი სტრუქტურის კომპლექსურ კვლევას წარმოადგენს.

რედაქტორი: ლელა ოჩიაური
ISBN 978-9941-9118-4-2

გიორგი გურჯიევი თბილისში (თბ. 2008)
ეს არის ინგლისურენოვანი გამოცემა, რომელიც აერთიანებს იმ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის მოხსენებებს, რომელიც მიეძღვნა ცნობილი მოაზროვნისა და ფილოსოფოსის გიორგი გურჯიევის შემოქმედებით მოღვაწეობას. კონფერენცია ჩატარდა თბილისში 2007 წელს.

რედაქტორები: კონსტანს ჯონსი, ლევან ხეთაგური.
ISBN 978-99940-719-5-1

თეიმურაზ აბაშიძე – “მუსიკალური თეატრის მსახიობის აღზრდის საკითხისათვის”
წინამდებარე დამხმარე სახელმძღვანელოში ავტორი უმთავრეს ყურადღებას მუსიკალური თეატრის მსახიობის აღზრდის მნიშვნელოვან საკითხებზე ამახვილებს. მუსიკალური თეატრის დრამატურგია ბოლო დროს ძალზედ განვითარდა და გართულდა. Aმიტომაც მუსიკალური ფაკულტეტის სასწავლო კურსი საჭიროებს იმ სპეციფიკური მეთოდოლოგიების გამსხვილებას, რომელიც ავითარებს ,,ელემენტების” შეკავშირებას, რაც პერსპექტივაში ქმნის სამივე შემოქმედებითი პოზიციის-(მუსიკა, მოძრაობა, მეტყველება)- აბსოლუტურ შერწყმას მუსიკალური სპექტაკლის მრავალწახნაგოვან პირობებში. Aქედან გამომდინარე თეატრის მსახიობის მზადების სპეციფიკურობა მოითხოვს ასეთივე სპეციალური ,,ტრენინგების” დამუშავებას და ეს ,,ტრენინგები” უნდა ტარდებოდეს მთელი სასწავლო წლის განმავლობაში. წარმოდგენი გამოცემაც აღნიშნულ საკითხთან მიმართებაში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი შრომაა, რაც ერთიანად საინტერესოა როგორც შესაბამისი ფაკულტეტის სტუდენტებისათვის, ასევე ყველა დაინტერესებულ პირთათვის.
ISBN 978-9941-9118-1-1

The Actor’s Art (მსახიობის ოსტატობა) - ინგლისურენოვანი
(თბ. 2008), (გაკვეთილების კრებული დამწყებთათვის) მსახიობის ოსტატობის გაკვეთილები სამსახიობო სპეციალობის სტუდენტებისთვის. წიგნში თავებად და ქვეთავებად მოცემულია მსახიობის ოსტატობის გაკვეთილები, მათ შორის, დიდი ყურადღება ეთმობა ეთიკისა და საკუთრივ თეატრალური ხელოვნების საკითხებს, ასევე მეთოდების, თეატრალური ხელოვნების სფეციფიკის, მოქმედების, ყურადღების შესახებ, აგრეთვე მოცემულია სავარჯიშოები თავისი ილუსტრაციებით. სავარჯიშოები ეხება მსახიობის ოსტატობის ელემენტებს. წიგნი დაეხმარება პირველკურსელებს და იმათ, ვინც მსახიობის ხელოვნებით არის დაინტერესებული.
ISBN 978-9941-9118-3-5

მიხო ბორაშვილი – დოკუმენტური კინო (ქრესტომათია)
თქვენ წინაშე წარმოდგენილი კრებული დოკუმენტურ კინორეჟისურაში ქართულ ენაზე პირველი ქრესტომათიული სახელმძღვანელოს შექმნის მცდელობაა.
სახელმძღვანელოში თავმოყრილია დოკუმენტური კინოს შესახებ უცხოელი რეჟისორებისა და კინოს თეორეტიკოსების: ლევ კულეშოვის, ჯონ გრირსონის, პოლ როტას, იორის ივენსის, მაიკლ რაბიგერის, მარსელ მარტენის ნაშრომების ჩემ მიერ ქართულ ენაზე შესრულებული თარგმანები.
სახელმძღვანელოს დართული აქვს კრებულში შესულ ავტორთა მოკლე ბიოგრაფიული ცნობები.
ISBN 978-9941-9118-2-8

ვასილ კიკინაძე - "დაკარგული თეატრი"
გამოცემა დიდი და გასაოცარი ეპოქის ადამიანთა ტრაგიკულ ბედზე მოგვითხრობს. საუბარი ეხება დისიდენტური აზროვნების ადამიანებს და იმათ, რომლებსაც არ აინტერესებთ პოლიტიკა, მაგრამ მაინც პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლნი გახდნენ.

საბჭოთა ეპოქა ურთულესი მოვლენა იყო ჩვენი ქვეყნის მრავალსაუკუნოვან ისტორიაში. საბჭოთა საქართველოში მსოფლიო მნიშვნელობის ხელოვნებაც შეიქმნა და ლიტერატურაც. მიუხედავად ამისა მასობრივ რეპრესიებს სწორედ ის ადამიანები ემსხვერპლნენ, რომლებიც ქართულ ხელოვნებას ქმნიდნენ. წიგნი დოკუმენტურ, საარქივო მასალაზე დაყრდნობით გაგაცნობთ ამ ადამიანთა ტრაგიკულ ხვედრს საბჭოთა საქართველოში.

ISBN 978-9941-9059-9-5

“ევროპული ქალაქების კულტურული პოლიტიკის ფორმირების საკითხებში მოქალაქეთა მონაწილეობის მეგზური”
ჟორდი პასკუალ ი რუისი, სანინ დრაგოევიჩი “ევროპული ქალაქების კულტურული პოლიტიკის ფორმირების საკითხებში მოქალაქეთა მონაწილეობის მეგზური”

წინამდებარე გამოცემა წარმოადგენს დამხმარე სახელმძღვანელოს კულტურის მენეჯმენტისა და კულტურის პოლიტიკის მიმართულებით. წიგნის მიზანია-დაკონკრეტდეს, თუ ვინ შეიძლება გვევლინებოდეს ადგილობრივი კულტურის პოლიტიკის შემქმნელებად და ინიციატორებად თანამედროვე ევროპაში და ამით თეორიული წინაპირობის ფორმულირება მოახდინოს იმ ქალაქების პოლიტიკის მომავალი ევოლუციისა, რომლებიც უშუალოდ ახდენენ გავლენას პირადი კეთილდღეობის დონეზე და კულტურულ პროცესებში მონაწილეობაზე.

ISBN 978-99940-719-7-5

[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8]

 

 
1163094 ვიზიტორები
ვებ გვერდის მფლობელია შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტი (c) ყველა უფლება დაცულია, 2006-2008
ვებ გვერდის შექმნის თარიღია: 26-01-2006
ვებ გვერდის განახლების თარიღია: 09-12-2013