საწყისი საიტის რუკა [შესვლა] კონტაქტი
საკონფერენციო მასალების კრებული IV
საქართველოს სტუდენტთა სამეცნიერო კონფერნციის მოხსენებათა კრებული _ `საზოგადოება, პოლიტიკა და ხელოვნება~
წინამდებარე კრებულში განთავსებული ნაშრომების უმრავლესობა სტუდენტთა მიერ კვლევითი საქმიანობისკენ გადადგმულ პირველ ნაბიჯებს, პირველ მცდელობებს წარმოგვიდგენს. კრებული მოიცავს ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტთა მიერ მომზადებულ მოხსენებებს.

გამომცემელი და რედაქტორი: ნატო გენგიური, სრული პროფესორი, ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელი
ლიტერატურული რედაქტორი: მარიამ იაშვილი
ინგლისური ტექსტი: თამარ ცაგარელი

ISSN 1987-9695



2011 წლის 6 თებერვალს დიდი რეჟისორის, პედადოგისა და თეატრის თეორეტიკოსის, მიხეილ თუმანიშვილის დაბადებიდან 90 წლისთავი აღინიშნა. ამ საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით დაგეგმილი პროექტების ფარგლებში, შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის, პროფ. გ. მარგველაშვილის ინიციატივით, უნივერსიტეტის გამომცემლობა "კენტავრმა" ახალი სარედაქციო შემადგენლობით ხელმეორედ გამოსცა წიგნები: მ. თუმანიშვილის - "სანამ რეპეტიცია დაიწყება", "რეჟისორი თეატრიდან წავიდა", "ახლა კი, ფარდა".

გამოჩენილი ქართველი რეჟისორის შალვა გაწერელიას 80 წლის იუბილეს აღსანიშნავად, საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა "კენტავრმა" გამოსცა კრებული "შალვა გაწერელია 80". კრებულში შესულია გამოჩენილი ქართველი თეატრალური მოღვაწეების მილოცვები და წერილები შალვა გაწერელიას შემოქმედების შესახებ. კრებულის შემდგენელი და რედაქტორია თეატრმცოდნე თამარ ქუთათელაძე.

ვალერიან გუნია, გიორგი ჯაბადარი, ნიკოლოზ შიუკაშვილი - დიქცია (კრებული)
წინამდებარე წიგნში გაერთიანებულია დიდი ქართველი თეატრალური მოღვაწეების ვალერიან გუნიას, გიორგი ჯაბადარისა და ნიკოლოზ შიუკაშვილის ნაშრომები დიქციის ანუ სიტყვის წარმოთქმის ხელოვნების შესახებ.

წიგნი, არა მხოლოდ ისტორიული მნიშვნელობით, პრაქტიკული დანიშნულებითაც ფასდაუდებელია. შეიძლება, ერთგვარ საგანძურთა კრებულადაც კი მივიჩნიოთ. თეატრის მსახურთა გარდა იგი დიდად წაადგება, ყველას, ვისაც საჯარო გამოსვლები და ზეპირმეტყველება უწევს _ ორატორული ხელოვნების დაუფლების მსურველთ, მასწავლებლებს, ლექტორებს, პოლიტიკოსებს, იურისტებს და სხვ.
შემდგენელი: ლამარა ღონღაძე

რედაქტორები: ლამარა ღონღაძე, თამარ ვეფხვაძე
გამოცემის რედაქტორი: ზურაბ მანაგაძე

ISBN 978-9941-9161-6-8

მსანდრო მრევლიშვილი - ”ტოვსტონოგოვის სარეჟისორო გაკვეთილები”
არც თუ ისე ადვილია შექმნა სკოლა, ჩამოაყალიბო პროფესიის თეორიული და პრაქტიკული საფუძვლები, იყო ერთგული მოქალაქეობრივი და ზოგადკაცობრიული იდეალებისა ურთულეს ტოტალიტარულ რეჟიმში. ტოვსტონოგოვმა ეს შეძლო. [...]

მისი თეატრი, მისი სპექტაკლები, მისი პედაგოგიური მოღვაწეობა _ ლეგენდად დარჩა. ამ ლეგენდის ერთ-ერთი მოქმედების ადგილი - ქართული თეატრი და ქართული რეჟისურის სკოლაა, რომელშიც ოსტატმა პროფესიონალთა აღზრდის ფუნდამენტური ტრადიცია დაამკვიდრა თბილისის თეატრალურ ინსტიტუტში მოღვაწეობის პერიოდში.

ის თბილისშია დაბადებული, თბილისში გაზრდილი, ქართული თეატრის, მარჯანიშვილისა და ახმეტელის ხელოვნების `წყალდალეულია~.

მასზე ბევრია დაწერილი. ვფიქრობ, ლიტერატურაში `ტოვსტონოგოვის შესახებ~ მისი რეჟისორული გაკვეთილების აღწერა უშუალო მოწაფის მიერ საინტერესო უნდა იყოს.

უზომოდ მადლიერი ვარ ბედის, რომ მასთან ვსწავლობდი, რომ ის ჩემთვის მხოლოდ ლეგენდა არ არის, არამედ ყოველთვის ცოცხალი ოსტატია, რომლის წინაშეც პასუხს ვაგებ პროფესიულ მარცხსა და გამარჯვებაზე, და, საერთოდ, ხელოვნებაში არჩეულ "თამაშის წესებზე".

სანდრო მრევლიშვილი
(ამონარიდი შესავალი სიტყვიდან)

ISBN 978-9941-9161-5-1

მიხეილ კალანდარიშვილი - “მოდერნიზმი ქართულ თეატრში” XX საუკუნის დასაწყისი (მეორე გამოცემა) - დამხმარე სახელმძღვანელო XX საუკუნის დასაწყისის, ქართული თეატრის ისტორიის მნიშვნელოვანი ეტაპის პროფესიულ ანალიზს წარმოადგენს. ავტორი რიგ საინტერესო საკითხებთან ერთად განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს მეოცე საუკუნის დასაწყისში ქართულ თეატრში მიმდინარე პროცესებზე, კერძოდ, იმ მხატვრულ მიმდინარეობებზე, რომლებმაც მნიშვნელოვანწილად განსაზღვრეს იმ პერიოდის ეროვნული თეატრალური კულტურის მხატვრული სახე.

რედაქტორი: ლია კალანდარიშვილი

ISBN 978-9941-9161-3-7

რუსუდან მირცხულავა - ”ხელოვნების ფსიქოლოგია” (მეორე გამოცემა) - წიგნი მოიცავს იმ თეორიულ შეხედულებებსა და თეორიებს, რომელთაც განსაზღვრეს და ჩამოაყალიბეს თანამედროვე ხელოვნებისა და შემოქმედების ფსიქოლოგიის ძირითადი მახასიათებლები.

სახელმძღვანელო განკუთვნილია როგორც ხელოვნებისა და კულტურის თეორიულ საკითხებზე მომუშავე, ასევე პრაქტიკულ-შემოქმედებითი პროფესიის პირთათვისაც. სახელმძღვანელოში პოპულარული ენით წარმოდგენილი ძირითადი ფსიქოლოგიური ტერმინები და თეორიული დებულებები მნიშვნელოვან დახმარებას გაუწევს სტუდენტებს, რომლებიც საკუთარი შემოქმედებითი ამოცანების ჩამოყალიბების პროცესში, ხელოვნების თეორიულსა თუ პრაქტიკულ საკითხებს ეცნობიან.

ISBN 978-9941-9161-4-4

ელენე თოფურიძე: ”ლუიჯი პირანდელოს ფილოსოფიური კონცეფცია”
თარგმანი: ნატო მუსხელიშვილი;
რედაქტორი: მარიკა მამაცაშვილი;
კორექტორი: მანანა გოშაძე;
დაკაბადონება-დიზაინი: ეკატერინე ოქროპირიძე;
პირთა საძიებელი: მაკა (მარინე) ვასაძე, მარიამ იაშვილი.

მონოგრაფია წარმოადგენს XX საუკუნის ცნობილი იტალიელი მწერლისა და მოაზროვნის ლუიჯი პირანდელოს ფილოსოფიური კონცეფციის კრიტიკულ გამოკვლევას. ეს კონცეფცია ავტორის მიერ განიხილება მისი მთავარი პრობლემის – ადამიანის, როგორც პიროვნების, თავისუფალი თვითდამკვიდრების შესაძლებლობის პრობლემის ასპექტში. წიგნში ნაჩვენებია, რომ პირანდელოს კონცეფცია წარმოადგენს XX საუკუნის საზოგადოებრივი აზრის კრიზისის ერთ-ერთ ყველაზე ტრაგიკულ გამოხატულებას, რომელშიც წინასწარ არის განჭვრეტილი და უკიდურეს დასკვნებამდეა მიყვანილი ეგზისტენციალისტური მსოფლგაგების ზოგიერთი ტენდენცია.

წიგნი შეიცავს ხელოვნების მკვლევართათვის მეტად საინტერესო და საჭირო მოსაზრებებს. მონოგრაფია მნიშვნელოვანი დამხმარე სახელმძღვანელოა. მასში დიდი ინფორმაციაა პირანდელოზე, როგორც დრამატურგზე და ახალი, ევროპული თეატრალური მიმდინარეობის ფუძემდებელზე.

ISBN 978-9941-9161-2-0 (ტომეული)
ISBN 978-9941-9118-9-7 (II ტომი)

საკონფერენციო მასალების კრებული I

მაგისტრანტთა და დოქტორანტთა
პირველი საერთაშორისო
სამეცნიერო კონფერენცია
სახელოვნებო მეცნიერება, პრაქტიკა, მენეჯმენტი

სახელოვნებო მეცნიერების, თეორიისა და პრაქტიკის, კულტურის მენეჯმენტის მაგისტრანტთა და დოქტორანტთა თბილისის კონფერენცია ერთ-ერთი პირველია ბოლონიის პროცესში ჩართულ ქვეყნებს შორის. იგი აუცილებელია ახალგაზრდა მკვლევართა დახელოვნებისათვის სახელოვნებო უმაღლესი განათლების სივრცეში. ვფიქრობთ, რომ მას საინტერესო განვითარება ელის.

კონფერენციის სამეცნიერო საბჭო:
ლევან ხეთაგური, პროფესორი
ხიპ ჰაგორტი, პროფესორი /ნიდერლანდების სამეფო/
იური მღებრიშვილი, პროფესორი
ქეთევან ბოლაშვილი, პროფესორი
ნინო მხეიძე, პროფესორი

ნოდარ გურაბანიძე - “მიხეილ თუმანიშვილის თეატრი”, (წიგნი IV), დამხმარე სახელმძღვანელო.

რედაქტორი : ვასილ კიკნაძე - ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, სრული პროფესორი.
სარედაქციო საბჭო: გიორგი ცქიტიშვილი, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, ასოცირებული პროფესორი. მაია კიკნაძე, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, ასოცირებული პროფესორი.

წიგნის გამოცემა ეძღვნება მიხეილ თუმანიშვილის 90 წლის საიუბილეო თარიღს.

დამხმარე სახელმძღვანელო სრულად და ამავდოროულად კომპაქტურად ასახავს მიხეილ თუმანიშვილის შემოქმედებით გზას. მკითხველი გაეცნობა მიხეილ თუმანიშვილის სარეჟისორო მოღვაწეობას - რუსთაველის თეატრში, მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრში, მის მიერ განხორციელებულ სატელევიზიო დადგმებს. აქვე ასახულია მისი ღვაწლი, როგორც პედაგოგისა (მე-11 აუდიტორიის დაარსება, სტუდიური მუშაობა და შემდგომი პედაგოგიური მოღვაწეობა).

“მართალია, მიხეილ თუმანიშვილზე მრავალი წერილი მაქვს გამოქვეყნებული, ჩემს წიგნებშიც დიდი ადგილი ეთმობა მისი სპექტაკლების ანალიზს, მაგრამ მონოგრაფიის შექმნას და გამოქვეყნებას, მაინც სხვა ძალისხმევა სჭირდება და, რომ არა, რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის, ბატონი გიორგი მარგველაშვილის განსაკუთრებული მხარდაჭერა, ამ საქმეს თავს ვერ მოვაბამდი.
დიდ მადლობას მოვახსენებ მას ასეთი მხარდაჭერისათვის.”

(ნ. გურაბანიძე)

წიგნი დაეხმარება სტუდენტებს შეისწავლონ და გააანალიზონ რეჟისორის შემოქმედებითი ასპექტები, როგორც, ზოგადად რეჟისურაში, ისე სამსახიობო ოსტატობაში. ნაშრომი საინტერესოა ასევე იმ ეპოქის თეატრებში მიმდინარე შემოქმედებითი პროცესის გასაცნობად.

ISBN 978-9941-9161-0-6 (ტომეული)
ISBN 978-9941-9161-1-3 (წიგნი IV)

[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8]

 

 
1163094 ვიზიტორები
ვებ გვერდის მფლობელია შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტი (c) ყველა უფლება დაცულია, 2006-2008
ვებ გვერდის შექმნის თარიღია: 26-01-2006
ვებ გვერდის განახლების თარიღია: 09-12-2013