საწყისი საიტის რუკა [შესვლა] კონტაქტი
რუსუდან მირცხულავა - "ხელოვნების ფსიქოლოგია" (მესამე გამოცემა)
წიგნი მოიცავს იმ თეორიულ შეხედულებებსა და თეორიებს, რომელთაც განსაზღვრეს და ჩამოაყალიბეს თანამედროვე ხელოვნებისა და შემოქმედების ფსიქოლოგიის ძირითადი მახასიათებლები.

სახელმძღვანელო განკუთვნილია როგორც ხელოვნებისა და კულტურის თეორიულ საკითხებზე მომუშავე, ასევე პრაქტიკულ-შემოქმედებითი პროფესიის პირთათვისაც. სახელმძღვანელოში პოპულარული ენით წარმოდგენილი ძირითადი ფსიქოლოგიური ტერმინები და თეორიული დებულებები მნიშვნელოვან დახმარებას გაუწევს სტუდენტებს, რომლებიც საკუთარი შემოქმედებითი ამოცანების ჩამოყალიბების პროცესში, ხელოვნების თეორიულსა თუ პრაქტიკულ საკითხებს ეცნობიან.

ISBN 978-9941-9247-5-0

ხელოვნება ტოტალიტარიზმის პერიოდში 1930-1960
წიგნი წარმოადგენს განსაზღვრული ქრონოლოგიური ჩარჩოებით შემოფარგლული პერიოდის – 1930-1960 წლების ხელოვნების სხვადასხვა დარგებისადმი მიძღვნილი ნაშრომების კრებულს. ის მეორე წიგნია სერიისა "XX საუკუნის ხელოვნება" და 2011 წელს საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო კონფერენციაზე წაკითხული მოხსენებების საფუძველზე შეიქმნა. თემატიკა მრავალფეროვანია, თუმცა ძირითადად აღნიშნულ პერიოდში არსებული ტოტალიტარული სახელმწიფოების ხელოვნების კვლევას ეძღვნება.

გამომცემელ-რედაქტორი: ნატო გენგიური, სრული პროფესორი, ჰუმანიტარულ, სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელი.

ISBN 978-9941-9187-1-1 (ტომეული)
ISBN 978-9941-9247-3-6 (წიგნი 2)

ნოდარ გურაბანიძე - “ევროპული დრამატურგია რუსთაველის თეატრის სცენაზე”
“ვინ იცის რამდენი რამ გადახდენია თავს 1879 წელს აღდგენილ ქართულ თეატრს, ანუ `ქართულ დრამას~, რომლის მემკვიდრე სწორედ დღევანდელი რუსთაველის თეატრია. რა განსაცდელი არ გამოუცდია, რამდენი უტანჯია, უწვალია, დაუმცირებიათ, არაფრად ჩაუგდიათ, მაგრამ ყველა სიძნელეს მორევია, ყველა დაბრკოლება გადაულახავს და მაინც, მიუხედავად ყველაფრისა, ღირსება არ დაუკარგავს, არ დაცემულა და თავისი მრავალტანჯული სხეული, რომელშიც ჩაუმქრალად ენთო შემოქმედებითი ცეცხლი, მოუტანია იმ ისტორიულ, დღემდე, ანუ პირველ დამოუკიდებელ, დემოკრატიულ რესპუბლიკამდე, რომლის ნებითაც მას რუსთაველის სახელი ეწოდა, და ვითარცა `ბედნიერი ტანჯული~ (ოთარ ჭილაძის გამოთქმაა) ხალხის სულიერი ცხოვრების სამსახურში არ ჩამდგარა.

ამ თეატრის ისტორიის მრავალ ფურცელს ამშვენებს ევროპული დრამატურგიის ბრწყინვალე მხატვრულ-სცენური ინტერპრეტაციები ჩვენს სცენაზე, რომელიც, ჯერ მეოცე საუკუნის 20-30-ანი, ხოლო შემდეგ სამოცდაათიანი წლებიდან მოყოლებული, მსოფლიოს სახელგანთქმული სცენების არეალში მოექცა, და ეს მოხდა ისე ორგანულად, ისე ბუნებრივად, თითქოს ქართული თეატრალური კულტურა იმთავითვე ევროპული თეატრალური კულტურის განუყოფელი ნაწილი იყო. დღეს ვიღას ახსოვს თუ რა ნელა, დაჟინებით, ბნელში ხელის ცეცებით მივიწევდით ამ დიდი კულტურის სამყაროსაკენ, რომლის გზაზე, კარგა ხანს აღმართული იყო ჯერ რუსეთის ორთავიანი არწივის, მერე საბჭოთა ნამგალი და უროს განუჭვრეტელი ძალმომრეობა.

1879 წლის 5 სექტემბრიდან მოყოლებული (სწორედ ამ დღეს გაიხსნა მუდმივი თეატრის პირველი სეზონი) დღემდე, ევროპული დრამატურგიის მრავალმა შესანიშნავმა ნაწარმოებმა ჰპოვა ახალი სიცოცხლე, თითქმის ყველა ჟანრის პიესა _ მოყოლებული ფარსიდან თუ ვოდევილებიდან და დამთავრებული მაღალი ტრაგედიებით, აქ ჰპოვებდა ღირსეულ შემსრულებლებსა და ინტერპრეტაციებს, მაშინაც კი, როცა მხოლოდ საფუძვლები ეყრებოდა ქართულ სამსახიობო სკოლას და პირველ ნაბიჯებს დგამდა პროფესიული რეჟისურა.”

კულტურის სფეროს პროექტების მენეჯმენტი და დაგეგმარება
ნინო სანადირაძე
წიგნში განხილულია კულტურის სფეროს სხვადასხვა მიმართულებების დაგემვისა და მართვის თავისებურებები. ის განსაკუთრებული თავისებურებები, რომლებიც გასათვალისწინებელია კულტურის სფეროს პროდუქტების წარმოებისას, რადგანაც კულტურის სფეროს მენეჯმენტის სპეციფიკას, როგორც წესი, „სულიერი წარმოების" თავისებურებებს უკავშირებენ და კულტურის სფეროს პროდუქტები არა იმდენად საგნობრივი ხასიათისაა, რამდენადაც აზროვნების ფენომენებს (აღქმას, გაგებას, განცდას და სხვ.) უკავშირდება და უშუალო დათვლასა და შეჯამებას არ ექვემდებარება.

წიგნის მეორე ნაწილი დათმობილია - პროქტების მენეჯმენტის მიმართულებისათვის. ბოლო წლების განმავლობაში საქართველოში მენეჯმენტი მეცნიერული შესწავლის საგანია. თუმცა, ზოგადი მენეჯმენტის, ფინანსური მენეჯმენტის, მარკეტინგის მენეჯმენტის და მედია-მენეჯმენტისაგან განსხვავებით, ნაკლები ყურადღება ეთმობა ისეთ მნიშვნელოვან მიმართულებას, როგორიცაა ცვლილებების მართვა (change management) და მისი ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია - პროექტების მართვა. წიგნი დაეხმარება დაინტერესებულ აუდიტორიას გააანალიზოს და გადაჭრას ის სირთულეები, რომლებიც უკავშირდება პროექტების წარმატებით სახელმძღვანელოში განხილულია დაგეგმვისა (პლანნინგ) და განხორციელების (ეხეცუტიონ) სხვადასხვა ასპექტები, რომელიც მჭიდრო ურთიერთობაშია პროექტებსა და პროექტის მართვის თეორიასთან. წიგნი განკუთვნილია, როგორც სტუდენტებისა და მაგისტრანტებისათვის, ასევე პრაქტიკოსი მენეჯერებისათვის, რომლებიც მუშაობენ კულტურის სფეროს განსხვავებულ მიმართულებებში და მენეჯმენტის სფეროში მომუშავე სხვადასხვა სპეციალისტისათვის.

IშBN 978-9941-9187-9-7

ნატო გაბუნია
მაია კიკნაძე
წიგნი წარმოადგენს მონოგრაფიას მე-19 საუკუნის მეორე ნახევრის და მე-20 საუკინის დასაწყისის ცნობილი ქართველი მსახიობის ნატო გაბუნიას შესახებ. ნატო გაბუნიას ცხოვრება და შემოქმედება ქართული თეატრის ისტორიის უმნიშვნელოვანეს პერიოდს მოიცავს. მსახიობის 30 წლიანმა სასცენო მოღვაწეობამ უდიდესი გავლენა იქონია მე-19 საუკუნის ქართული სამსახიობო სკოლის განვითარებასა და ჩამოყალიბებაში. ნატო გაბუნიას შემოქმედება მისი განსაკუთრებული როლისა და მნიშვნელობის გამო, ყოველთვის იწვევდა მკვლევართა ინტერესს.
 

ჩემი "უნივერსიტეტები"
თეიმურაზ აბაშიძე 
ავტორი წიგნში "საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის" დაარსების ისტორიას ყვება და იხსენებს ხელოვნებისა თუ მეცნიერების იმ დიდ მოღვაწეებს, რომლებიც ქმნიდნენ და ასწავლიდნენ ამ უნივერსიტეტში. წიგნის შესავალში თეიმურაზ აბაშიძე წერს: `ჩემი მიზანი მხოლოდ მადლიერების გრძნობის, მხოლოდ უდიდესი პატივისცემისა და სიყვარულის გამომჟღავნებაა, რომელიც მთელი ცხოვრების მანძილზე თან გამომყვა თეატრალური ინსტიტუტს (მაშინ ასე ერქვა) მიმართ, რომელმაც ამოდენა წვლილი შეიტანა ჩემი თაობის სულიერ და პროფესიულ ჩამოყალიბებაში, შემოქმედებით საქმიანობაში. ჩემს "უნივერსიტეტს" "ინსტიტუტი" ერქვა, მაგრამ ჩემთვის ის მაშინაც იყო და ახლაც რჩება "უნივერსიტეტად", "აკადემიად", _ თეატრალური განათლების უმაღლეს და უმშვენიერეს "ტაძრად".

IშBN 978-9941-9187-5-9

"ამბავი ყოფილთა ქართულ სცენაზე"
გიორგი ცქიტიშვილი
კაცობრიობის ისტორია სავსეა მძაფრი ქარტეხილებით, სასტიკი გარდაქმნებითა თუ ნგრევის მომტანი კატაკლიზმებით... ერთ საუკუნეზე ოდნავ ნაკლები ხნის წინ, რუსეთში ე. წ. დიდი ოქტომბრის სოციალისტური რევოლუცია მოხდა... ახალი ქვეყნის, სახელმწიფო-პოლიტიკური სისტემის მშენებლებმა, რომელთა დეკლარირებულ მიზანს, ხალხისათვის ნათელი მომავლის მოპოვება წარმოადგენდა, საკმაოდ მტკივნეული რეფორმების გატარება დაიწყეს... მათ, აქამდე არსებულის ძირფესვიანად შეცვლა განიზრახეს... რაც ყველაზე მთავარია, ახლადგამომცხვარმა იდეოლოგებმა, თავად ადამიანის მათთვის სასურველ ქმნილებად გარდაქმნა განიზრახეს... ვიღაც დამორჩილდა, დაჰყვა მათ ნებას... აი, ვინც თავის თავს, საკუთარ რწმენას, მსოფლმხედველობას ბოლომდე უერთგულა, არ უღალატა, არ დამორჩილდა სხვის ნებას, უმცირესობაში აღმოჩნდა... ისინი ხალხის ანუ მასის მტრებად გამოცხადდნენ!

ზემოაღნიშნულ პრობლემას ხელოვნებაში არაერთი ნაწარმოები მიეძღვნა. გამონაკლისი არც ქართული თეატრი იყო. წინამდებარე წიგნში ავტორმა XX საუკუნის 80-იანი წლების პირველ ნახევარში დადგმულ სამ სპექტაკლზე შეაჩერა მკითხველის ყურადღება. ესენია: ბ. ლავრენევის `რღვევა~ 1980 წელს შალვა გაწერელიას მიერ დადგმული მოზარდ მაყურებელთა თეატრში, ლ. ქიაჩელის `ჰაკი აძბა~1981 წელს თემურ ჩხეიძის მიერ დადგმული მარჯანიშვილის თეატრში და 1984 წელს ამავე თეატრში თემურ ჩხეიძის მიერ დადგმული `ჯაყოს ხიზნები~. სამივე წარმოდგენა ძალზე მნიშვნელოვანია ქართული თეატრის ისტორიისათვის. გარდა აქტიური მოქალაქეობრივი სათქმელისა, სამივე წარმოდგენა მაღალმხატვრული ნამუშევარია. ამდენად, პრობლემატიკისა თუ სატკივრის აქტუალობის გარდა, ისინი როგორც ხელოვნების ნაწარმოებია მკვლევარისათვის საინტერესო.
IშBN 978-9941-9187-6-6

"მუსიკალური ქრესტომატია ცეკვის გაკვეთილებისათვის"
ავტორი-შემდგენელი ნ. დიღმელაშვილი

წინამდებარე კრებული მოიცავს მუსიკალურ მასალას, რომელიც გამოიყენება ცეკვის გაკვეთილების გასაფორმებლად თეატრალური უმაღლესი სასწავლებლების, სპეციალიზირებული სკოლების თუ ქორეოგრაფიული სტუდიებისათვის. იგი შედგენილია ცეკვის მეცადინეობების გასაფორმებლად აკომპანიმენტად გამოყენებულ მუსიკალურ მასალაზე დაყრდნობით. კრებული ხელს შეუწყობს და გაუადვილებს აკომპანიატორებისა და დამწყები პედაგოგების მიერ ცეკვის გაკვეთილების სრულფასოვან ჩატარებას. მასში თავმოყრილი მასალა მნიშვნელოვნად დაეხმარება სტუდენტს პლასტიკის, რითმის, მუსიკალურობის გამომუშავებაში, შემოქმედებითი ინიციატივისა და ფანტაზიის განვითარებაში, აგრეთვე გარდასახვისათვის აუცილებელი ელემენტების მიგნებაში.
ISBN 978-9941-9187-7-3

2010 წლის თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის ფარგლებში ჩატარდა კრიტიკოსთა საერთაშორისო სიმპოზიუმი - "კულტურული ხიდი: თეატრი-მაყურებელი-კრიტიკა". სიმპოზიუმის ორგანიზატორები იყვნენ: თეატრის კრიტიკოსთა საერთაშორისო ასოციაცია, საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტი, თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი. სიმპოზიუმი თეატრის პროფესიონალებს, კრიტიკოსებს და მაყურებელს შორის დიალოგის გამართვის მცდელობა გახლდათ. რას მივიღებთ, თუ თეატრს, მაყურებელს და კრიტიკას თანაფარდ სამკუთხედში მოვაქცევთ და რას დავკარგავთ, თუ ეს ბალანსი დაირღვევა. სიმპოზიუმში მონაწილეობა მიიღეს ქართველმა, ფინელმა, ლატვიელმა, ლიტველმა, ინდოელმა, ჩინელმა, ირანელმა კრიტიკოსებმა. წინამდებარე კრებულებში ინგლისურ და ქართულ ენაზე თავმოყრილია სიმპოზიუმის მასალები.

XX საუკუნის ხელოვნება
1900-1930
სახელოვნებო პროცესები

კრებულში გაერთიანებული სტატიები საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის 2010 წელის სამენიერო კონფერენციაზე წაკითხული მოხსენებების საფუძველზე შეიქმნა. პროცესები, რომლებიც XX საუკუნეში ხელოვნების სხვადასხვა დარგებში მიმდინარეობდა ისევ და ისევ იპყრობს მკვლევართა ყურადღებას. უნივერსიტეტის ხელოვნების, სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტის საბჭოს გადაწყვეტილებით პრიორიტეტულ თემად გამოცხადდა XX საუკუნის სახელოვნებო პროცესების კვლევები. განზრახულია XX საუკუნის ხელოვნებისადმი მოძღვნილი სამი კრებულის გამოცემა, წინამდებარე კრებული -`სახელოვნებო პროცესები - 1900-1930~ აღნიშნული სერიის პირველ გამოცემას წარმოადგენს.

გამომცემელი: ნატო გენგიური, სრული პროფესორი, ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელი.

რედაქტორები: ვასილ კიკნაძე, ნატო გენგიური, ლელა ოჩიაური.
ინგლისური ტექსტის რედაქტორი: თამარ ცაგარელი.

[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8]

 

 
1163094 ვიზიტორები
ვებ გვერდის მფლობელია შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტი (c) ყველა უფლება დაცულია, 2006-2008
ვებ გვერდის შექმნის თარიღია: 26-01-2006
ვებ გვერდის განახლების თარიღია: 09-12-2013