|
 |
 |
გამომცემლობა - "კენტავრი"
შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტში 2007 წლიდან შეიქმნა გამომცემლობა ,,კენტავრი”, რომელიც მიზნად ისახავს საუნივერსიტეტო მოთხოვნების შესაბამისად, სპეციფიკური, სამეცნიერო ჟურნალ-გაზეთებისა და სახელმძღვანელოების გამოცემას. დღეისათვის, არც თუ ხშირად იბეჭდება თეატრმცოდნეობითი და კინომცოდნეობითი ხასიათის სპეციფიკური ლიტერატურა, რაც დიდ დანაკლის წარმოადგენს, უპირველესად სტუდენტებისათვის. გამომცემლობის არსებობა და შემდგომი აქტიური საქმიანობა, განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს უნივერსიტეტში, სამეცნიერო ლიტერატურული ბაზის გაუმჯობესების, მისი პროპაგანდა პოპულარიზაციისა და განვითარების თვალსაზრისით.
გამომცემლობა დაკომპლექტებულია შვიდი თანამშრომლისაგან:
1) მარიამ ვასაძე - გამომცემლობა “კენტავრის” უფროსი. ტელ: 895 30 50 60
2) მარიამ იაშვილი - ლიტერატურული რედაქტორი. ტელ: 855 21 82 92
3) ლაშა ჩხარტიშვილი - ტექნიკური რედაქტორი. ტელ: 855 63 01 55
4) ნერონ აბულაძე - ტექნიკური რედაქტორი. ტელ: 855 17 40 82
5) ნანა ესიტაშვილი - დამკაბადონებელი. ტელ: 832 95 66 46
6) ეკა ოქროპირიძე - დამკაბადონებელი. ტელ: 893 34 15 12
7) მანანა გოშაძე - კორექტორი.
შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის გამომცემლობა «კენტავრი” არის საუნივერსიტეტო გამომცემლობა, რომელიც აერთიანებს გაზეთ «კულტურას» და თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის სტუდენტურ გაზეთს «დურუჯს». გამომცემლობა პერიოდულად ბეჭდავს სახელოვნებო მეცნიერებაში მოღვაწეთა საერთაშორისო, რეფერირებული შრომების კრებულს «სახელოვნებო მეცნიერებათა ძიებანი»; აგრეთვე სახელმძღვანელოებს, დამხმარე სახელმძღვანელოებს, ცნობარებს, ქრესტომათიებს, თარგმანებს, უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებელთა წიგნებს, სხვა სახის გამოცემებს.
გამომცემლობა მჭიდროდ თანამშრომლობს ნიდერლანდების საერთაშორისო კულტურის ფონდ «კავკასიასთან» და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან.
 |
მალიკო მრევლიშვილი - «ქართული სასცენო მეტყველების ფონეტიკური საფუძვლები» (თბ. 2006) - წარმოადგენს პროფესორ მალიკო მრევლიშვილის მნიშვნელოვან ნაშრომს, სახელმძღვანელოს, (1949წ. 1966წ.) მეცნიერმა და პედაგოგმა, პირველმა შეისწავლა ქართული მართლმეტყველების საკითხები, აქცია კვლევისა და მსჯელობის საგნად. ნაშრომში მეცნიერულად დადგენილი კანონები შეეხება უმთავრესად მეტყველების ფიზიკურ მხარეს. გამოკვლეულია სამეტყველო ბგერათა ანატომიური, ფიზიოლოგიური და აკუსტიკური ბუნება. ნაშრომი მნიშვნელოვან და არსებითად განმსაზღვრელ დახმარებას გაუწევს დრამის ფაკულტეტის სტუდენტებს. შემდგენელი და რედაქტორი: მანანა ითონიშვილი.
ISBN 99940-868-6-3 |
 |
მალიკო მრევლიშვილი - «მხატვრული კითხვის ხელოვნება» (თბ. 2006) სახელმძღვანელო - მეოთხედ გამოიცა შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის. გამოჩენილი ქართველი პედაგოგის, პროფესორ მალიკო მრევლიშვილის წინამდებარე წიგნში საფუძვლიანადაა გაანალიზებული მეტყველების, კერძოდ, მხატვრული, სცენური მეტყველების წესები. ავტორის აზრით, დრამის მსახიობი, თუ მხატვრული კითხვის ხელოვანი უთუოდ უნდა ფლობდეს მეტყველების ინტონაციურ კანონებს.…შესაბამისად სახელმძღვანელო იძლევა მნიშვნელოვან შესაძლებლობას, აღნიშნული წესების პრაქტიკაში განსახორციელებლად, როგორც სასწავლო პროცესში, ასევე მის შემდგომაც.
შემდგენელი და რედაქტორი: მანანა ითონიშვილი.
ISBN 99940-868-1-2 |
 |
«ქართველი კინორეჟისორები», ნარკვევების კრებული - (ნაწილი პირველი, თბ. 2005) - წარმოადგენს ქართველი კინორეჟისორების - კოტე მიქაბერიძე, მიხეილ კალატოზიშვილი, თენგიზ აბულაძე, ოთარ იოსელიანი, ელდარ შენგელაია, მერაბ კოკოჩაშვილი, მიხეილ ბობოხიძე, სერგო ფარაჯანოვი, გიორგი შენგელაია, ლანა ღოღობერიძე, სოსო ჩხაიძე, თემურ ბაბლუანი, ალეკო ცაბაძე, დიტო ცინცაძე - შემოქმედებით პორტრეტებს. კინომცოდნე ავტორთა ჟგუფი პროფესიული ანალიზის საფუძველზე განსაზღვრავს ზემოთ აღნიშნულ რეჟისორთა შემოქმედების ინდივიდუალურ მახასიათებლებსა, თუ მათ მნიშვნელობას ქართული კინემატოგრაფიის ისტორიის განვითარებაში. რედაქტორი: მარინე კიკნაძე, სარედაქციო საბჭო: ირა კუჭუხიძე, მანანა ლეკბორაშვილი, ეთერ ოკუჯავა.
ISBN 99940-868-0-4 |
 |
«ქართველი კინორეჟისორები», ნარკვევების კრებული - (ნაწილი მეორე, თბ. 2007) - სახელმძღვანელო სტუდენტებისათვის და ქართული კინოხელოვნებით დაინტერესებულ პირთათვის, სადაც თავმოყრილია ქართველი კინორეჟისორების - ალექსანდრე წუწუნავა, ნიკოლოზ შენგელაია, კოტე მარჯანიშვილი, მიხეილ ჭიაურელი, რეზო ჩხეიძე, ოთარ იოსელიანი, გიორგი შენგელაია, რეზო ესაძე, ალექსანდრე რეხვიაშვილი, გოდერძი ჩოხელი და სხვა - შემოქმედებითი პორტრეტები. კინომცოდნე ავტორთა ჟგუფი პროფესიული ანალიზის საფუძველზე განსაზღვრავს ზემოთ აღნიშნულ რეჟისორთა შემოქმედების ინდივიდუალურ მახასიათებლებსა, თუ მათ მნიშვნელობას ქართული კინემატოგრაფიის ისტორიის განვითარებაში. კრებულს ერთვის ვენეციის, კანის, ბერლინის და სხვა საერთაშორისო კინოფესტივალებზე გამარჯვებული ქართული ფილმებისა და ქართველი ავტორების ჩამონათვალი. რედაქტორი: ირა კუჭუხიძე.
ISBN 987-99940-898-2-6 |
 |
«სახელოვნებო მეცნიერებათა ძიებანი»
შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტში 1970 წლიდან გამოდიოდა სამეცნიერო ნაშრომების კრებული «თეატრმცოდნეობითი ძიებანი», რომლის გამოცემაც შეწყდა 1994 წ. სულ დაისტამბა 19 ნომერი. 2004 წელს აღდგენილ კრებულს, «თეატრმცოდნეობითი და კინომცოდნეობითი ძიებანი», მიენიჭა IშშN. (დაისტამბა 10 ნომერი). 2007 წლიდან კრებული «სახელოვნებო მეცნიერებათა ძიებანი» გამოდის წელიწადში ოთხჯერ და აერთიანებს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის, სხვა სახელოვნებო უმაღლესი სასწავლებლების პროფესორთა, მეცნიერთა და დამოუკიდებელ ავტორთა, ახალგაზრდა მეცნიერთა თეორიულ ნაშრომებს სახელოვნებო სფეროში. (2007-2008 წწ. დაისტამბა 5 ნომერი).
¹1 (20) 2004 წ., (ტირაჟი გაყიდულია), ¹2 (21) 2004 წ., ¹3 (22) 2005 წ., ¹4 (23) 2005 წ., ¹5 (24) 2005 წ., ¹6 (25) 2005 წ., ¹7 (26) 2006 წ., ¹8 (27) 2006 წ., (ტირაჟი გაყიდულია), ¹9 (28) 2006 (ტირაჟი გაყიდულია), ¹10 (29) 2006 წ., (ტირაჟი გაყიდულია), ¹1 (30) 2007 წ., ¹2 (31) 2007 წ., ¹3 (32) 2007 წ., ¹4 (33) 2007 წ., ¹1 (34) 2008 წ..
თითოეულ ნომერს ჰყავს სარედაქციო საბჭო, რომელიც პერიოდულად იცვლება. რედაქტორი: მარიამ იაშვილი.
ISBN 1512-4215 |
 |
«ქართულ კულტურაში მიმდინარე პროცესები XX საუკუნის 90-იანი წლებიდან დღემდე», წარმოადგენს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებელთა შრომების კრებულს, სადაც ავტორები პროფესიულად განიხილავენ ქართულ კულტურაში მიმდინარე პროცესებს ბოლო ათწლეულში. აღნიშნული ნაშრომები 2006 წელს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტში გამართულ კონფერენციაზე იყო წარმოდგენილი. რედაქტორი: რუსუდან მირცხულავა.
ISBN 978-99940-898-3-3 |
 |
მანანა ტურიაშვილი - «მიხეილ თუმანიშვილის ძიებები კინომსახიობთა თეატრში» (თბ. 2007). წიგნში ასახულია დიდი ქართველი რეჟისორის - მიხეილ თუმანიშვილის ძიებები რუსთაველისა (XX საუკუნის 50-60 წწ.) და კინომსახიობთა თეატრებში. წარმოჩენილია რეჟისორის მხატვრული პრინციპები. ნაშრომი მოიცავს კინომსახიობთა თეატრში რეჟისორის ყველა წარმატებული სპექტაკლის ანალიზს, მიზნად ისახავს ამ თეატრის ცხოვრების ამსახველი უცნობი მასალების გაცნობას, რეჟისორის ერთ-ერთი სპექტაკლის რეპეტიციის ჩვენებას, რეპეტიციისა და სპექტაკლების პარალელურ ანალიზს. რედაქტორი: მერაბ გეგია.
ISBN 978-99940-898-5-7 |
 |
მიხეილ კალანდარიშვილი - «მოდერნიზმი ქართულ თეატრში» (თბ. 2007) - დამხმარე სახელმძღვანელო XX საუკუნის დასაწყისის, ქართული თეატრის ისტორიის მნიშვნელოვანი ეტაპის პროფესიულ ანალიზს წარმოადგენს. ავტორი რიგ საინტერესო საკითხებთან ერთად განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს მეოცე საუკუნის დასაწყისში ქართულ თეატრში მიმდინარე პროცესებზე, კერძოდ, იმ მხატვრულ მიმდინარეობებზე, რომლებმაც მნიშვნელოვანწილად განსაზღვრეს იმ პერიოდის ეროვნული თეატრალური კულტურის მხატვრული სახე. რედაქტორი: ლია კალანდარიშვილი.
ISBN 978-99940-898-7-1 |
 |
რუსუდან მირცხულავა - «ხელოვნების ფსიქოლოგია» (თბ. 2007) სახელმძღვანელო მოიცავს იმ თეორიულ შეხედულებებსა და თეორიებს, რომელთაც განსაზღვრეს და ჩამოაყალიბეს თანამედროვე ხელოვნებისა და შემოქმედებითი ფსიქოლოგიის ძირითადი მახასიათებლები. ნაშრომში ავტორი პროფესიულად განიხილავს ხელოვნების ფსიქოლოგიის რაობასა და მის ძირითად ამოცანებს, ხელოვნების ფსიქოლოგიის წანამძღვრებს. ასევე, ზიგმუნდ ფროიდის, ოტო რანკისა და ჰერბერტ მარკუზეს, კარლ გუსტავ იუნგის, ლევ ვიგოტსკისა და ვასილი კანდინსკის ხელოვნების ფსიქოლოგიას. ხელოვნების თეორიას იუნგის ფსიქოლოგიურ სკოლაში და ხელოვნების კვლევას განწყობის ფსიქოლოგიაში. სახელმძღვანელო განკუთვნილია როგორც ხელოვნებისა და კულტურის თეორიულ საკითხებზე მომუშავე, ასევე პრაქტიკულ-შემოქმედებითი პროფესიის პირთათვისაც.
სარედაქციო საბჭო: ვასილ კიკნაძე, ლელა ოჩიაური, ირინე აბესაძე
ISBN 978-99940-898-6-4 |
 |
ლეშეკ მონჯიკი - «თანამედროვე თეატრალური მისტერიები»- (თბ. 2006) ეძღვნება პოლონური და მსოფლიო თეატრალური კულტურის ერთ-ერთ თვალსაჩინო წარმომადგენელს, რეჟისორს, სცენოგრაფს, მხატვარს, დრამატურგს, ფოტოგრაფს, ვიზუალური თეატრის შემქმნელს, მხატვრის თეატრისა და პლასტიკური ავანგარდის ტრადიციების გამგრძელებელ ლეშეკ მონჯიკს. წიგნში თავმოყრილია, როგორც ლეშეკ მონჯიკის ტექსტები, ასევე მასალები მის შესახებ და მის მიერ შექმნილი თექვსმეტი უნიკალური თეატრალური წარმოდგენის აღწერა. აღნიშნული გამოცემით ქართველ მკითხველს პირველად ეძლევა საშუალება გაეცნოს ამ ხელოვანს და მის «მხატვრის თეატრს». რედაქტორი: ნინო ქირია.
ISBN 99940-868-3-9 |
 |
«უმაღლესი სახელოვნებო განათლება და ბოლონიის პროცესი” წარმოადგენს წერილების კრებულს ბოლონიის პროცესთან დაკავშირებით. კრებული პირველი მცდელობაა საქართველოში საერთაშორისო ექსპერტების საშუალებით მომზადდეს უმაღლესი სახელოვნებო განათლების საჭირო მეთოდოლოგიური მასალა. კრებული აერთიანებს 2006 წლის აპრილში თბილისში შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის მიერ ევროპის ხელოვნების ინსტიტუტის ლიგასთან ერთად ჩატარებული საერთაშორისო კონფერენციის მასალებს. შემდგენელი და რედაქტორი: ნინო გედევანიშვილი, ლევან ხეთაგური.
ISBN 978-99940-898-0-2 |
 |
ზვიად დოლიძე - «მსოფლიო კინემატოგრაფიის ისტორია - უხმო კინო», (თბ. 2008) სახელმძღვანელო არის მსოფლიო კინემატოგრაფიის აღმოცენება-განვითარების პირველი ეტაპის - უხმო კინოს ერთიანი ისტორიის ამსახველი პირველი ქართულენოვანი ნაშრომი. ავტორი მსოფლიო კინოს ისტორიას რამდენიმე ეტაპად ჰყოფს და ყურადღებას უხმო პერიოდზე ამახვილებს. წიგნი არამარტო სახელმძღვანელოა სტუდენტებისათვის, არამედ განკუთვნილია მკითხველთა ფართო წრისთვისაც. სარედაქციო საბჭო: ნოდარ გურაბანიძე, ლელა ოჩიაური.
ISBN 978-9941-9004-1-9 |
 |
ვახტანგ ქართველიშვილი - «ინტელექტუალურისა და რომანტიკულის ზღვარზე» (თბ. 2006). ცნობილი ქართველი თეატრმცოდნისა და მოაზროვნის ვ. ქართველიშვილის წერილები თეატრზე. მასში გაერთიანებულია, როგორც კრიტიკა, ისე თეორია, პორტრეტები და დიალოგები. წინასიტყვაობის ავტორი და რედაქტორი: მერაბ გეგია.
ISBN 99940-868-9-8 |
 |
ირმა დოლიძე - «სათეატრო არქიტექტურა საქართველოში» (თბ. 2005). პირველი კვალიფიციური ნაშრომია სათეატრო არქიტექტურაში. მკითხველი ფართოდ გაეცნობა სათეატრო არქიტექტურის ისტორიას საქართველოში უძველესი დროიდან XX საუკუნის 20–იან წლებამდე. წიგნში განხილულია ნიმუშები, რომელთა შორის ამჟამად მოქმედი სათეატრო ნაგებობებიცაა, შესწავლილია შესაბამისი დროის თეატრალურ ტენდენციებთან, ხელოვნებაში დამკვიდრებულ სხვადასხვა სტილთან, არქიტექტურულ აზროვნებასა და ზოგადად, ეპოქის მხატვრულ გემოვნებასთან კონტექსტში. ავტორის მიერ არქივებსა და მუზეუმებში მოძიებული მასალები პირველად ქვეყნდება. რედაქტორები: ნათელა ურუშაძე, ვახტანგ დავითაია.
ISBN 99940-0-354-2 |
 |
ლალი ცერცვაძე - «ფანტაზიის მნიშვნელობა ფსიქოანალიზურ თეორიებში» (თბ. 2007). ავტორი განხილავს წარმოსახვის პრობლემებს და ეფუძნება ზ. ფროიდის, კ. გ. იუნგის, ე. ნოიმანის ფსიქოანალიზის თეორიებს. წიგნი ითვალისწინებს სტუდენტთა დაინტერესებას ხელოვნების საკითხების შესწავლით.
ISBN 978-99940-89-88-8 |
 |
მილენა დრაგიჩევიჩ-შეშიჩი, ბრანიმირ სტოიკოვიჩი - «კულტურა, მენეჯმენტი, ანიმაცია, მარკეტინგი» (თბ. 2007). სახელმძღვანელო, ქართული, ადაპტირებული თარგმანი (მთარგმნელები - ლევან ხეთაგური, იური მღებრიშვილი). ავტორები ძირეულ ყურადღებას ამახვილებენ მენეჯმენტის სამ მნიშვნელოვან კომპონენტზე: მართვა, მარკეტინგი და კულტურის ანიმაცია. წიგნში თავების მიხედვით, თანმიმდევრულადაა განხილული მენეჯმენტის სფეროში შემავალი არაერთი მნიშვნელოვანი საკითხი. წინამდებარე წიგნი წარმოადგენს სახელმძღვანელოს კულტურის მენეჯმენტის შესწავლის მსურველთათვის და ასევე ამ დარგით დაინტერესებულ პირთათვის. რედაქტორი: თეონა კახიძე.
ISBN 978-9941-9004-0-2 |
 |
სანდრო მრევლიშვილი - «მსახიობის ოსტატობა» (თბ. 2008), (გაკვეთილების კრებული დამწყებთათვის) მსახიობის ოსტატობის გაკვეთილები სამსახიობო სპეციალობის სტუდენტებისთვის. წიგნში თავებად და ქვეთავებად მოცემულია მსახიობის ოსტატობის გაკვეთილები, მათ შორის, დიდი ყურადღება ეთმობა ეთიკისა და საკუთრივ თეატრალური ხელოვნების საკითხებს, ასევე მეთოდების, თეატრალური ხელოვნების სფეციფიკის, მოქმედების, ყურადღების შესახებ, აგრეთვე მოცემულია სავარჯიშოები თავისი ილუსტრაციებით. სავარჯიშოები ეხება მსახიობის ოსტატობის ელემენტებს. წიგნი დაეხმარება პირველკურსელებს და იმათ, ვინც მსახიობის ხელოვნებით არის დაინტერესებული. რედაქტორები: ლევან ხეთაგური, გურამ ბათიაშვილი.
ISBN 978-9941-9004-3-3 |
 |
ეჟი გროტოვსკი (თბ. 2008)
წიგნი ეძღვნება ეჟი გროტოვსკის შემოქმედებას, მასში თავმოყრილია მისი ცნობილი თეორიული ნაშრომები. კრებული აგებულია, როგორც შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის დამხმარე სახელმძღვანელო. გამოცემას თან დართული აქვს ვრცელი კომენტარები, სახელთა და საგანთა საძიებო აპარატი. თარგმანი: თამარ ცაგარელი, ნინო ქირია, ლევან ხეთაგური.
რედაქტორი: ლევან ხეთაგური
ISBN 978-99940-719-4-4 |
 |
ლია ბუაძე - «ელენე ახვლედიანი წლები, მოვლენები, ფაქტები» (თბ. 2008) _ წიგნში განხილულია შესანიშნავი ქართველი მხატვრის ელენე ახვლედიანის შემოქმედება. შედგება თავებისაგან, რომელიც აერთიანებს მხატვრის შემოქმედების მნიშვნელოვან ეტაპებს, როგორიცაა: თელავის, თბილისის, პარიზის, პარიზის შემდგომ პერიოდებს. ნაშრომში დიდი ადგილი ეთმობა ელენე ახვლედიანის მოღვაწეობას თეატრში. წიგნს ერთვის განმარტებები და მხატვრის ცხოვრებასა და შემოქმედებასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი თარიღები, გამოფენების ჩამონათვალი და ლიტერატურის სია. რედაქტორი: ირინე აბესაძე.
ISBN 978-9941-9004-5-7 |
 |
ნერონ აბულაძე, ლაშა ჩხარტიშვილი - «ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა თეატრის ისტორიის საკითხები» (თბ. 2008) პირველი მცდელობაა ბათუმის თოჯინების თეატრის ისტორიის ამსახველი მასალების გამოცემისა. წიგნში მოთხრობილია ბათუმის თოჯინების თეატრის ისტორია სხვადასხვა ეტაპებზე. გამოცემას ერთვის იმ ხელოვანთა ბიოგრაფიები, რომლებიც დაკავშირებულნი არიან ამ თეატრის ისტორიასთან. რედაქტორი: ვასილ კიკნაძე.
ISBN 978-9941-9004-6-4 |
 |
«დურუჯი» - შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის სტუდენტთა გაზეთი (პერიოდულობა თვეში 2-ჯერ), რომელშიც სისტემატურად იბეჭდება უნივერსიტეტის სიახლეები, ბრძანებები და სტუდენტთა სტატიები. «დურუჯში» ხშირად წაიკითხავთ უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებელთა და სტუდენტთა შეფასებებს ქართულ კულტურაში მიმდინარე პროცესებზე. გაზეთი ყველა დაინტერსებულ სტუდენტს თავის შესაძლებლობების წარმოჩენის და ნიჭის რეალიზების საშუალებას აძლევს. სარედაქციო საბჭო: მაკა ვასაძე, ლაშა ჩხარტიშვილი, ნერონ, აბულაძე. |
 |
«კულტურა» - შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის, კავშირი «კულტურის» და ფონდი «კავკასიის» ერთობლივი პერიოდული გამოცემა (თვეში 2-ჯერ), რომელიც სისტემატურად აშუქებს ქართულ და მსოფლიო კულტურაში მიმდინარე პროცესებს. იბეჭდება ცნობილი ავტორების, კრიტიკოსების როგორც თეორიული, ასევე ისტორიული წერილები და რეცენზიები სპექტაკლებზე, საოპერო დადგმებზე, კინოპრემიერებზე. სარედაქციო კოლეგია: მაკა ვასაძე, ნინო მხეიძე, ნათია წულუკიძე, ქეთევან ბოლაშვილი. |
| |
|
საგამომცემლო საქმიანობის პრიორიტეტები, რომელიც საუნივერსიტეტო პრიორიტეტებთანაა მოყვანილი შესაბამისობაში.
სასწავლო - საუნივერსიტეტო ლიტერატურის სახეები
1. სახელმძღვანელო - სახელოვნებო მეცნიერების, კონკრეტული დარგის, ცოდნის მწყობრი სისტემის – დისციპლინის - ძირითადი სასწავლო წიგნი, დაწერილი სათანადოდ აპრობირებული პროგრამის შესაბამისად, მაღალ მეცნიერულ და მეთოდოლოგიურ დონეზე.
2. ლექციების კურსი - კონკრეტული დისციპლინის თეორიული ან პრაქტიკული კურსის გადმოცემა, დაწერილი სათანადოდ დამტკიცებული და აპრობირებული პროგრამის შესაბამისად მაღალ მეცნიერულ და მეთოდოლოგიურ დონეზე.
3. დამხმარე სახელმძღვანელო - მოცემული დისციპლინის ცალკეული ნაწილის, «ნაწილების» გაღრმავებული შესწავლისათვის;
სასწავლო წიგნი - ქრესტომათია, ტექსტები და სხვა.
სასწავლო წიგნი - თეორიული ცოდნის განმტკიცებისა და გამოყენების უნარ-ჩვევების გამომუშავებისათვის განკუთვნილი.
კრებულები: ამოცანების, მაგალითების, სავარჯიშოების, ტესტების, პრაქტიკული სამუშაო აღწერილობებით, პროექტირების სავარჯიშოებით;
4. საცნობარო ლიტერატურა - ენის სასწავლო ლექსიკონები, განმარტებითი და ენციკლოპედიური ლექსიკონები, საკითხავი მასალა, ალბომები, ცხრილები და ა.შ.
5. ყველა ამ ტიპის გამოცემათა თარგმანები უცხოური ენიდან; სხვა ქვეყანებში აპრობირებული სახელმძღვანელოები.
6. საბაკალავრო, სამაგისტრო და დოქტურანტურის პროგრამები, კურიკულუმები, სასწავლო დისციპლინების სილაბუსები და ამ ტიპის სხვა მასალები, დადგენილი წესით შემუშავების შემდეგ, გამოიცემა დაკვეთის წესით, ფაკულტეტების «უნივერსიტეტის» მიერ, მათი საერთო დაფინანსების ფარგლებში, ხოლო კრებითი გამოცემები - საუნივერსიტეტო დაფინანსების ფარგლებში;
ყველა ამ გამოცემის მიმართ წაყენებული იქნება საუნივერსიტეტო მოთხოვნები სამეცნიერო აკადემიური გამოცემისათვის. თითოეული სახელმძღვანელო აპრობაციას გადის უნივერსიტეტის ფაკულტეტის საბჭოებზე და უნივერსიტეტის აკადემიურ საბჭოზე, რომლის დადგენილების მიღების შემდეგ წიგნი დასაბეჭდად გადაეცემა უნივერსიტეტის გამომცემლობას.
ავტორთა ყველა სხვა შრომა ან ნარკვევების კრებული, რომლებიც არ შეესაბამება ზემოთ ჩამოთვლილ პუნქტებს, ვერ ჩაითვლება სახელმძღვანელოდ;
II სასწავლო ლიტერატურის მიმართ წაყენებული მოთხოვნები.
1. უნდა წარმოადგენდეს განათლების მიღების და ცოდნის ძირითად წყაროს კონკრეტულ სასწავლო დისციპლინაში;
2. უნდა იძლეოდეს სტუდენტთა მიერ ცოდნის დამოუკიდებლად ათვისების შესაძლებლობას;
3. უნდა წარმოადგენდეს ცოდნის სისტემას და არა მის ერთობლიობას;
4. მასალა ისე უნდა იყოს გადმოცემული, რომ გათვალისწინებულ იქნას ცოდნის ათვისების პედაგოგიური და ფსიქოლოგიური თავისებურებანი;
5. უზრუნველყოფილი იყოს მოცემული დისციპლინის სწავლების მოტივაცია;
6. წარმოჩენილი უნდა იყოს პრობლემური საკითხები და მეცნიერების სათანადო დარგის განვითარების პერსპექტივები;
7. გათვალისწინებული უნდა იყოს მონათესავე დისციპლინათა არსებულ სახელმძღვანელოებში - ლექციების კურსებში, მეგზურებში, სარეკომენდაციო-მეთოდოლოგიურ ლიტერატურაში - გადმოცემული დასკვნები და ტერმინოლოგიები;
8. გათვალისწინებული უნდა იყოს მოცემული დისციპლინის როლი და ადგილი ბაკალავრის ან მაგისტრის მომზადების მთელ სისტემაში;
9. დისციპლინის მოთხოვნილებისამებრ, შეძლებისდაგვარად, მაღალ დონეზე უნდა იყოს შესრულებული საილუსტრაციო მასალა;
10. სახელმძღვანელოს (ლექციების კურსის) მოცულობა დისციპლინის ადგილისა და დროის შესაბამისი უნდა იყოს და შეეფარდებოდეს კრედიტების იმ რაოდენობას, რომელიც მოცემული კურსის შესასწავლადაა გამოყოფილი. შესაძლებელია სახელმძღვანელო იმგვარად აიგოს, რომ მან მოიცვას ერთსა და იმავე დისციპლინაში კრედიტების სხვა და სხვა რაოდენობისათვის გათვალისწინებული კურსები;
11. საპროგრამო მასალა უნდა დაიყოს მეთოდოლოგიურად გამართლებულ სქრუქტურულ ელემენტებად: ნაწილებად, თავებად, პარგრაფებად (ლექციებად);
12. ძირითადი ტექსტობრივი მასალა და საცნობარო - თანმხლები აპარატი, სასურველია დალაგდეს შემდეგი თანამიმდევრობით: სარჩევი - წინასიტყვაობა - მეთოდური რეკომენდაციები - ძირითადი ტექსტი - დასკვნა - დამატება - საძიებელი - ანოტირებული და სათანადოდ კლასიფიცირებული რჩეული ბიბლიოგრაფია, სავალდებულო და დამატებითი ლიტერატურის გამოყოფით, ინტერნეტ რესურსების მითითებით;
III სასწავლო ლიტერატურის წარმოდგენის, განხილვისა და გამოცემის წესები
1. ავტორმა ან ავტორთა კოლექტივმა, სასწავლო ლიტერატურის გამოცემასთან დაკავშირებით, საუნივერსიტეტო საგამომცემლო საბჭოში უნდა წარადგინოს.
1.1. პროექტის აღწერა. დამტკიცებულ კურიკულუმებთან და სასწავლო პროგრამებთან მიმართების ანალიზი;
1.2. პროექტის სარჩევი;
1.2. შედარებითი ანალიზი ანალოგიურ, მათ შორის საზღვარგარეთულ, გამოცემებთან;
1.3. მეთოდური მითითებანი, სავარაუდო აუდიო, ვიდეო და სხვა დამატებითი მასალის მითითებით;
1.4. ერთ-ერთი ძირითადი თავი (შესავალის, საგნის განსაზღვრის, მისი ისტორიული განვითარების და მეთოდის გარდა);
1.5. მარკეტინგული შეფასება (ნუსხა სასწავლო დაწესებულებებისა და დარგების - ვისთვისაც არის განკუთვნილი; დაინტერესებული სამეცნიერო საზოგადოებების და დაწესებულებების ნუსხა და სხვა);
1.7. სასურველი რეცენზენტები (3-5, სახელი და გვარი, მისამართები);
1.8. არასასურველი რეცენზენტები (სახელი და გვარი)
(ან შესაძლებელია 1.7 და 1.8 მაგივრად სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის - სამეცნიერო საბჭოს აპრობაცია და ოქმის ამონაწერი);
1.9. CV, პუბლიკაციების საერთო რაოდენობა, ათამდე რჩეულის მითითებით;
2. წარმოდგენილი მასალები გადაეცემა შესაბამის პროფილური ფაკულტეტის საბჭოს (ან კვლევითი ინსტიტუტის ინტერდისციპლინარულ საბჭოს), რომელიც მისაღებად ჩათვლილ მასალებს, გადასცემს შესაბამისი დარგის ექსპერტებს, წინასწარი ფარული რეცენზირებისათვის;
3. გამომცემლობა, ფაკულტეტის საბჭოდან ან კვლევითი ინსტიტუტიდან, გამოყოფს ორ ფარულ რეცენზენტს, მათ შორის ერთს 1.7 პუექტიდან, მაგრამ არცერთს 1.8 პუნქტიდან. არაუგვიანეს ორი თვისა რეცენზიების განხილვის შემდეგ (თუ ორივე დადებითია), მასალები გადაეცემა საგამომცემლო საბჭოს. თუ ერთია დადებითი, ხოლო მეორე უარყოფითი, გაიგზავნება დამატებით რეცენზიაზე, მაგრამ არა 1.7 ან 1.8 პუნქტში მითითებულ პირთან. დადებითი დამატებითი რეცენზიის შემთხვევაში, მასალები შემდგომი მსვლელობისათვის გადაეცემა უნივერსიტეტის საგამომცემლო საბჭოს. უარყოფითი დამატებითი რეცენზიის, ან ორი უარყოფითი რეცენზიის შემთხვევაში _ საფაკულტეტო საგამომცემლო საბჭოს უარყოფითი დასკვნის დასამტკიცებლად. დადებითი რეცენზიების შემთხვევაში საუნივერსიტეტო საგამომცემლო საბჭო იხილავს გამოცემის საკითხს. ავტორებს უფლება აქვთ გაეცნონ უარყოფითი რეცენზიების ასლებს, რეცენზენტების გვარების მითითების გარეშე. დადებით რეცენზიებში გამოთქმული შენიშვნები, ამავე ფორმით უნდა გაეცნოთ ავტორებს, მათი შემდგომი გათვალისწინების მიზნით.
4. საუნივერსიტეტო საგამომცემლო საბჭო იღებს გადაწყვეტილებას რეკომენდირებული ლიტერატურისათვის გრიფის მინიჭებისა და მისი გამოცემის თაობაზე. დადებითი რეცენზიის შემთხვევაში გადაწყვეტილებას იღებს ავტორებთან დადგენილი ფორმით კონტრაქტის დადების თაობაზე, სადაც გამოცემის ფინანსურ მხარეც განსაზღვრება.
5. ავტორებმა, დათქმულ დროში, უნდა წარუდგინონ ლიტერატურა საუნივერსიტეტო საგამომცემლო საბჭოს, რომელიც ორგანიზებას უკეთებს საბოლოო რეცენზირებას (წინასწარი რეცენზირების პროცესის ანალოგიურად) და გამოყოფს მეცნიერ -რედაქტორს. მეცნიერ-რედაქტორის შენიშვნების გათვალისწინებით ლიტერატურა კვლავ განიხილება საბჭოზე და დადებითი შეფასების შემთხვევაში გადასცემს საუნივერსიტეტო გამომცემლობას დასაბეჭდად.
6. სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, საუნივერსიტეტო საგამომცემლო საბჭო, ან აბრუნებს, ან თავად აგზავნის ლიტერატურას დამატებითი რეცენზირებისათვის.
7. წინასწარი და საბოლოო რეცენზირების დალუქულ მასალებს გადასცემენ უნივერსიტეტის არქივს.
8. სასწავლო ლიტერატურა უნივერსიტეტის გრიფით შეიძლება გამოიცეს ავტორების და ან სპონსორების ხარჯზე, მხოლოდ 1.5. პუნქტის აუცილებელი დაცვით.
«სახელოვნებო მეცნიერებათა ძიებანის» დაარსების წელი და სახელწოდება ყველა ნომერში უნდა იყოს ქართულ და ინგლისურ ენაზე. კრებულის ბოლოში დაერთოს რეზიუმეები და ავტორთა მცირე ბიოგრაფიები ინგლისურ ენაზე; ასევე მცირე ინფორმაციები უნივერსიტეტისა და კვლევითი ინსტიტუტის შესახებ.
წელიწადში დაიბეჭდება 5 ნომერი
ტირაჟი 150 ც.
თითოეულ ნომერში
240 გვ - საუნივერსიტეტო სამეცნიერო შრომებისათვის, (პარტნიორი უცხოური უნივერსიტეტის პროფესორებისათვის).
60 გვ – კომერციული - ნებისმიერი მსურველისათვის (იგულისხმება სამეცნიერო სტატუსის მქონე პირები, ნებისმიერი აკრედიტირებული უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალი, სამაგისტრო და სადოქტორო საფეხურის სტუდენტები - რაც საშუალოდ 3600 ლარის ტოლფასი იქნება). 1 თაბახის გვ. ღირებულება - 10 ლარი.
კრებულის ღირებულება უნდა განისაზღვროს საბაზრო მოთხოვნებისა და თვითღირებულების გათვალისწინებით.
ავტორებს უნდა ეცნობოთ, რომ კრებულში გამოსაქვეყნებული მასალა (თუ, ეს არ არის სპეციალური გამოშვება, დაკვეთილი პუბლიკაცია ან თარგმანი, უნივერსიტეტის პრიორიტეტებთან დაკავშირებული), უნდა მოიცავდეს
- არა უმეტეს 30 000 ნიშანს. (დაახლოებით 15 თაბახი ნაბეჭდი გვერდი, შრიფტის დასახელება «აკად ნუსხური», ზომა -- 12, ინტერვალი – 1,5;
- ბარდება მხოლოდ ელექტრონული ვერსია, შესაძლებელია გამოგზავნილ იქნას ელ. ფოსტით გამომცემლობის შესაბამის მისამართზე: kentavri_t@yahoo.com
- გამოდის 2 თვეში ერთხელ;
- მასალების ჩაბარების ბოლო ვადა დადგინდეს 1 თვით ადრე ყოველი ნომრის გამოსვლამდე.
- უნივერსიტეტის თანამშრომლები აბარებენ ვიზირებულ, უკვე რეცენზირებულ, აპრობირებულ წლიურ შრომებს ინსტიტუტში დადგენილი გრაფიკის მიხედვით;
- ავტორებს, რომლებსაც სურთ არაგეგმიური ნაშრომების დაბეჭდვა, დაჭირდებათ საგამომცემლო საბჭოს, ან ფაკულტეტის, ან აკადემიური საბჭოს რეკომენდაცია, რასაც გამომცემლობა ახორციელებს არსებული შესაძლებლობების ფარგლებში, უნივერსიტეტის პრიორიტეტების გათვალისწინებით;
გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა
შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის გამომცემლობა “კენტავრი“ გთავაზობთ შემდეგი სახის მომსახურებას: ჟურნალების, წიგნების ბუკლეტების, ბროშურების, ფლაერების, სტიკერების, ღია ბარათების, პლაკატების, აფიშების და ა.შ. გამოცემას (ყველა სახის კომპიუტერული უზრუნველყოფა და ბეჭდვა).
მისამართი: რუსთაველის N19
ტელეფონი: 93 64 08
მობილური: 8 93477307
ელექტრონული ფოსტა: kentavri_t@yahoo.com
|