საწყისი გალერეა საიტის რუკა კონტაქტი
უნივერსიტეტი სტუდენტებს აბიტურიენტებს გამომცემლობა ბიბლიოთეკა სპეც-პროექტი
 

პირველკურსელის ცნობარი

ეს გვერდი განკუთვნილია პირველკურსელთათვის. მათ, უდაოდ, არაერთი კითხვა გაუჩნდებათ, სანამ შეეჩვევიან ახალ, საუნივერსიტეტო ცხოვრებას.

ამიტომ შემდგომში  რედაქცია გააგრძელებს მათთვის განკუთვნილი ინფორმაციის მიწოდებას და სიამოვნებით გასცემს პასუხს შემოსულ კითხვებს, დაეხმარება გაუგებრობების თავიდან აცილებასა და სადაო საკითხების მოგვარებაშიც.

დღეს კი მოკლედ იმის შესახებ, თუ როგორ უნდა გადაიდგას სტუდენტური ცხოვრების პირველი ნაბიჯები:

უნივერსიტეტში, 2006/2007 საწავლო წლიდან მოქმედებს სამი ფაკულტეტი:

ხელოვნების სისტორიისა და თეორიის ფაკულტეტი, რომელიც აერთიანებს შემდეგ სპეციალობებს:

  • ხელოვნებათმცოდნეობა
  • თეატრმცოდნეობა
  • კინომცოდნეობა
  • კულტუროლოგია
  • კულტურის მენეჯმენტი
  • ტურიზმის მენეჯმენტი
  • საბიბლიოთეკო, საარქივო და საინფორმაციო საქმე

თეატრალური ხელოვნების, რომელიც აერთიანებს სპეციალობებს:

  • მსახიობის ოსტატობა (დრამისა და კინოს მსახიობი, თოჯინების თეატრის მსახიობი,  მუსიკალური  თეატრის მსახიობი)
  • თეატრის რეჟისურა
  • სცენოგრაფია
  • დიზაინი და გამოყენებითი ხელოვნება

კინო-ტელე ფაკულტეტი იგი აერთიანებს სპეციალობებს:

  • მხატვრული კინოს რეჟისურა
  • ტელერეჟისურა
  • ანიმაციური კინოს რეჟისურა
  • ხმის რეჟისურა
  • კინო-ტელე ოპერატორი
  • აუდიოვიზუალური მედიახელოვნება

ხელოვნების ფაკულტეტი

  • ქართული ცეკვის დამდგმელი ქორეოგრაფი 
  • ქართული ხალხური საეკლესიო მუსიკა
  • საესტრადო ვოკალი

პირველკურსელი, რომელიც ჩაირიცხა რომელიმე ამ სპეციალობათაგან, უკვე ითვლება იმ ფაკულტეტის სტუდენტად, რომელშიც გაერთიანებულია მისი სპეციალობა. ფაკულტეტის საორგანიზაციო საქმეების მოგვარებას ახორციელებს დეკანატი. ფაკულტეტს ხელმძღვანელობს დეკანი. დეკანს ჰყავს მოადგილე და ასისტენციას უწევს რამდენიმე თანამშრომელი. ასე დგება ფაკულტეტის  სამდივნო. 

გახსოვდეთ: დეკენატები და ფაკულტეტები უმაღლეს სასწავლებლებში შექმნილია იმისთვის, რომ გაუმჯობესდეს სტუდენტის მომსახურება.

ეს არის სტრუქტურა, რომელიც ემსახურება სტუდენტს, რათა მისი სასწავლო პროცესი ადვილად იმართებოდეს. ამიტომ ნებისმიერი ორგანიზაციული საკითხის გარკვევა/დადგენა სწორედ დეკანატში შეგიძლიათ.

ყველა ფაკულტეტის დეკანატი განლაგებულია უნივერსიტეტის მესამე სართულზე, სადაც თავმოყრილია უნივერსიტეტის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელები.

თქვენ უკვე  ჩაირიცხეთ არცეული ფაკულტეტის კონკრეტულ სპეცილობაზე. უნივერსიტეტი გილოცავთ წარმატებას, მაგრამ, რამდენად გესმით თქვენს მიერ გადაგმული ნაბიჯის მიზანი და შედეგი, რომელსაც, სავარაუდოდ, ელით ოთხი წლის შემდგომ?

დავიწყოთ იქიდან, რომ თქვენს მიერ არჩეული სპეციალობა ნიშნავს, რომ თქვენ აირჩიეთ კურიკულუმი, სასწავლო პროცესის მოწყობის ის ვერსია, რომელიც ამზადებს სპეციალისტს სწორედ იმგვარად, როგორც ეს შემოთავაზებულია ფაკულტეტის მიერ.

დაიმახსოვრეთ: კურიკულუმი არის სასწავლო გეგმა. ეს არის ზუსტად განსაზღვრული მიზნისა და მოსალოდნელი შედეგის  მისაღებად გათვლილი სამუშაოს დეტალური აღწერა.

ეს სამუშაო შედგება დროის გათვლისგან (დროის მენეჯმენტი), ამ დროში  შესასრულებელი ამოცანების დასახვისგან (ცოდნის სფეროების სტრუქტურირება კურსებად ან მოდულებად ე.ი. კურსების/მოდულების/საგნების ჩამონათვალი, რომელიც დაწყობილია  სასწავლო წლების მიხედვით) და აკადემიური პერსონალისგან (პროფესორთა სია, ვინც წაიკითხავს ლექციებს, ან იმუშავებს სტუდენტთან).

დასახული გეგმა უნდა იყოს რეალისტური და შესრულებადი. მას თან უნდა ახლდეს სასწავლო რესურსების გათვლა, რათა მოხდეს სასწავლო პროცესის დროული უზრუნველყოფა მატერიალური  და ტექნიკური საშუალებებით.

ანუ: კურიკულუმი არის სასწავლო პროცესის Uძირითადესი დოკუმენტი.

კურიკულუმის ცნება ემთხვევა, კონკრეტული მიზნის, ე.ი. კონკრეტული სპეციალობის ცნებას. იგი ემთხვევა მისანიჭებელი კვალიფიკაციის კომპეტენციების განსაზღვრასაც.

კურიკულუმი არის ყველაფერი !

ის, რაც აისახება კურიკულუმში, არის საგანმანათლებლო პროგრამის დახასიათება, არის კვალიფიკაციის დახასიათება, არის სპეციალობის დახასიათება და მისი აღწერა საჭიროა იმისთვის, რომ ეს დოკუმენტი გასაგები გახადოს პირველ რიგში სწორედ სტუდენტისთვის.

ეს კი ნიშნავს, რომ კურიკულუმი არის სასწავლო დოკუმენტი, რომელიც  ასევე ემსახურება სტუდენტს.

შესაბამის დეკანატებში თქვენ შეგიძლიათ სასწავლო ხელშეკრულების გაფორმებამდე გაეცნოთ მას და მეტი ინფორმაცია მიიღოთ სასწავლო პროცესის მიმდინარეობაზე სრული საბაკალავრო პერიოდის მანძილზე.

 

 

 
20405 ვიზიტორები
ვებ გვერდის მფლობელია შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტი (c) ყველა უფლება დაცულია, 2006
ვებ გვერდის შექმნის თარიღია: 26.01.2006
ვებ გვერდის განახლების თარიღია: 01.03.2008