საწყისი გალერეა საიტის რუკა კონტაქტი
უნივერსიტეტი სტუდენტებს აბიტურიენტებს გამომცემლობა ბიბლიოთეკა სპეც-პროექტი
 

სასწავლო-სამეცნიერო ბიბლიოთეკის ისტორია

შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა შეიქმნა 1939 წელს, რომელსაც სათავეში ჩაუდგა ქ-ნი რუსუდან მიქელაძე, რომლის შემდეგ ბიბლიოთეკას ხელმძღვანელობდნენ ქ-ნი ელისო წულუკიძე და ქ-ნი ლამარა მინდიაშვილი.

1949 წელს რუსთაველის თეატრში მომხდარი ხანძრის დროს თითქმის განადგურდა ბიბლიოთეკის წიგნადი ფონდი. ქართული საზოგადოების ხელოვანთა, მწერალთა და მეცნიერთა მიერ შემოწირული წიგნებით დაიწყო ბიბლიოთეკის აღდგენა. საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ ბუკინისტურ მაღაზიებში შეძენილი ლიტერატურით ფონდი თანდათან მდიდრდებოდა უნიკალური წიგნებითა და პერიოდული გამოცემებით. ასევე დიდი დახმარება გაგვიწიეს ქ.მოსკოვისა და სანქტ-პეტერბურგის ჩვენი პროფილის უმაღლეს სასწავლებლებმაც.

1939 წლიდან ბიბლიოთეკის წიგნსაცავი ფუნდამენტალური ბიბლიოთეკის სახელს ატარებდა, ხოლო 2002 წლიდან სასწავლო-სამეცნიერო ბიბლიოთეკად გადაკეთდა.

(თეატრალური ინსტიტუტის ბიბლიოთეკაში 1970 წლიდან შეიქმნა საცნობარო-ბიბლიოგრაფიული განყოფილება და მიმდინარეობდა სასწავლო-სამეცნიერო მუშაობა).

წიგნადი ფონდი

უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა თავისი შინაარსით სპეციფიურია. მისი წიგნადი ფონდი დღეისათვის 43125 ერთეულს წარმოადგენს. ასევე ცალკე საცავებში თავმოყრილია სამეცნიერო შრომები, დისერტაციები, დიპლომები, ჟურნალ-გაზეთები, ნოტები, ვიდეოთეკა. ბიბლიოთეკაში დაცულია 1410 ერთეული რარიტეტი წიგნები და პერიოდული გამოცემები, რომლებიც თარიღდება XIX_XX ს. დასაწყისიდან, ამრიგად ბიბლიოთეკის საერთო ფონდი შეადგენს 78834 ერთეულს.

მომსახურების ფორმა

ბიბლიოთეკაში ფუნქციონირებს ორი სახის აბონემენტი, პროფესორ-მასწავლებლებისათვის და სასწავლო-სტუდენტებისათვის, გვაქვს კეთილმოწყობილი სამკითხველო დარბაზები, რომლებიც აღჭურვილია საჭირო ლიტერატურითა და კომპიუტერებით. მკითხველებს ემსახურება ოთხი სახის კატალოგი:

1. ალფაბეტური
2. სისტემატური
3. საგნობრივი (21 თემატიკით)
4. საცნობარო-ბიბლიოგრაფიული

ბიბლიოთეკაში მიმდინარე პროცესები

ბიბლიოთეკა წარმოადგენს კულტურულ-საგანმანათლებლო, სამეცნიერო-ინფორმაციულ ცენტრს. ჩვენი სპეციფიკიდან გამომდინარე ვცდილობთ დავაკომპლექტოთ შესაბამისი ლიტერატურითა და პერიოდული გამოცემებით.

ბიბლიოთეკაში შექმნილია საინფორმაციო ცენტრი, რომელიც ემსახურება როგორც სტუდენტებს, ასევე უნივერსიტეტის თანამშრომლებს სამეცნიერო და სხვადასხვა სახის ახალი ინფორმაციის მიღებაში. რადგან ჩვენი ბიბლიოთეკა ერთადერთი თეატრალური ბიბლიოთეკაა საქართველოში, ჩვენ ვემსახურებით საქართველოს ყველა თეატრებსა და ტელევიზიებს.

სტუდენტებს და პროფესორ-მასწავლებლებს საშუალება აქვთ ისარგებლონ წიგნების ელექტრონული ვერსიებით.

ბიბლიოთეკაში დანერგილია ახალი საბიბლიოთეკო პროგრამები. მიმდინარეობს ელექტრონული ბაზის შექმნა ქართულ, რუსულ და უცხოურ ენაზე. ამჟამად უკვე შექმნილია ქართული წიგნადი ფონდის ელექტრონული კატალოგი.

მკითხველთათვის ეწყობა სხვადასხვა სახის ღონისძიებები, სადაც მოწვეული არიან ცნობილი მწერლები, მსახიობები, რეჟისორები.

ვთანამშრომლობთ უცხოეთის ბიბლიოთეკის გაცვლით პროგრამებში. ვაუმჯობესებთ საბიბლიოთეკო ტექნიკურ საშუალებებს და ვნერგავთ უახლეს ტექნოლოგიებს.

თანამშრომლები:

სასწავლო-სამეცნიერო ბიბლიოთეკის დირექტორი - ნ.მაჩაბელი
დირექტორის მოადგილე - ლ.ლეონიძე
კონსულტატი - ლ.მინდიაშვილი

თანამშრომლები:

1. ნ.ლევანიძე
2. ლ.თაბაგარი
3. მ.ცერაძე
4. მ.გაგნიძე
5. ქ.ნაცვლიშვილი

I კორპუსი
6. ნ.ტაბიძე
7. მ.ბოკუჩავა
8. თ.კიკალეიშვილი
9. ნ.მახანაშვილი
10. ლ.ყაულაშვილი

II კორპუსი
11. ე.ყაჩმაზაშვილი

სასწავლო-სამეცნიერო ბიბლიოთეკა მუშაობს ყოველდღე კვირის გარდა 9 სთ-დან 17 სთ-მდე. (სესიების პერიოდში ბიბლიოთეკა მუშაობს ორ ცვლაში 9 სთ-დან 19 სთ-მდე)

მისამართი: საქართველო, თბილისი, რუსთაველის პრ. N19 ტელ. 98-30-81


 

 

 
20405 ვიზიტორები
ვებ გვერდის მფლობელია შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტი (c) ყველა უფლება დაცულია, 2006
ვებ გვერდის შექმნის თარიღია: 26.01.2006
ვებ გვერდის განახლების თარიღია: 01.03.2008