სტუდენდური ფილმების საერთაშორისო ფესტივალი “ამირანი” 2008
ამა წლის ფესტივალი ეძღვნებოდა შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის 85 წლის იუბილეს.
საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის მხარდაჭერით ფესტივალის წლევანდელი ჟიურის წევრები მთლიანად დაკომპლექტებული იყო უცხოელი ექსპერტებით.
ფესტივალ ამირანი-ს ჟიურის წევრები იყვნენ:
* ჰენრი ვერჰასსელტი - მსოფლიო კინო და ტელე სკოლების ასოციაციის CILECT აღმასრულებელი დირექტორი
* ანდრეას ტრესკე - ბილკეტის უნივერსიტეტის კინოფაკულტეტის დეკანი (ანკარა, თურქეთი)
* აჰმედ გურატა ბილკეტის უნივერსიტეტის პროფესორი (ანკარა, თურქეთი)
* ჯანინა ლაპინსკაიტე - ლიტვის მუსიკის და თეატრის აკადემიის ფილმისა და ტელევიზიის ფაკულტეტის დეკანი
ფესტივალის პროგრამა ითვალისწინებდა ჟიურის წევრების მასტერ კლასებს:
* ანდრეას ტრესკე - ციფრული კინოწარმოება
* აჰმედ გურატა - თანამედროვე თურქული კინო
* ჯანინა ლაპინსკაიტე მასტერკლასი - დოკუმენტური კინო
ჰენრი ვერჰასსელტი - CILECT პრეზენტაცია
ჩვენს ფესტივალს ასევე ეწვია უნგრელი პეტერ სზაბო -“მედიავეივ” ფესტივალის ფოტოხელოვნების ვორქშოფის ხელმძღვანელი, რომელმაც საფესტივალო პროგრამის ფარგლებში დაუგეგმავი მასტერ კლასი ჩაატარა და ქართველი სტუდენტები უნგრეთის სტუდენტურ კინო ფესტივალზეც მიიწვია..
3 სამუშაო დღის განმავლობაში კინო ჩვენებებს 500-ზე მეტი მაყურბელი დაესწრო – დღის პროგრამაზე დასწრება თავისუფალი იყო.
ფესტივალში მონაწილების სურვილი გამოთქვა 20-მდე ქვეყანამ, შესარჩევად გამოგზავნილი იყო 100-მდე ნამუშევარი. საბოლოოდ, საკონკურსო პროგრამაში ნაჩვენები იყო 15 ქვეყნის 49 ნამუშევარი, რომლიდანაც ჟიურიმ 5 გამარჯვებული გამოავლინა:
* საუკეთესო ფილმი: ხოსე მანუეკარასკოს ფილმი “PADAM” – ესპანეთი (ECAM)
* საუკეთესო რეჟისურა: მორტენ ბ.ჰ. "Che and I" დანია (დანიის ფილმის ეროვნული აკადემია)
* საუკეთესო ხმა: მირო რემო "Cold joint" სლოვაკეთი (მუსიკისა და საშემსრულებო ხელოვნების აკადემია)
* საუკეთესო ვიზუალი: სალომე საღარაძე “მესამე ნახევარი” საქართველო (შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტი)
* ჟიურის სპეციალური პრიზი კი ერგო ლიტვურ ფილმს “NOROUTINE” –რეჟისორი ჯურატე სამულიონიტე - ლიტვის მუსიკისა და თეატრის აკადემია
ჯილდო საუკეთესო რეცენზიისთვის გადაეცა ჩვენი უნივერსიტეტის, კინომცოდნების II კურსის სტუდენტს ნინო ქავთარაძეს და ასევე ივლიანე ჩიტიძეს.
ფესტივალის ბოლო დღეს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის რექტორს, პროფესორ გიორგი მარგველაშვილს საზეიმოდ გადაეცა პროფესორ აჰმედ გურატასგან ბილკენტის უნივერსიტეტთან (ანკარა, თურქეთი) ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულება.
“ამირანი 2009” უკვე შემდეგი წლის ზაფხულს ჩატარდება.
ჯაბა სიხარულიძე
შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელი |







|
International Student Film Festival AMIRANI 2008
This year’s festival was dedicated to the Shota Rustaveli Theater and Film University’s 85th anniversary.
With the support of Georgian National Film Center this year’s Jury was fully completed with International Experts.
This years Jury members were:
* HENRY VERHASSELT - Executive Secretary of the International Association of Film Schools (CILECT)
* ANDREAS TRESKE Dean of Film Faculty of Bilkent University (Ankara, Turkey)
* AHMED GURATA (Master Class: Mapping Turkish Cinema) Professor of Bilkent University (Ankara, Turkey)
* JANINA LAPINSKAITE - Head of Film&TV department in Lithuanian Academy of Music and Theater
AMIRANI festival program included several master classes hosted by Jury members:
Digital Filmmaking by ANDREAS TRESKE
Mapping Turkish Cinema by AHMED GURATA
Documentary Film making by JANINA LAPINSKAITE
Presentation of CILECT by HENRY VERHASSELT
And also, leader of the photography section Peter Szabo from Hungarian Mediawave Festival, who made very interesting unplanned master class and invited Georgian students to his national Student Film Festival.
More than 500 guests visited Screenings and master classes during 3 working days.
Approximately 100 films from 20 countries were received to the AMIRANI. After selection were left 49 films from 15 countries for the competition and on the last day Jury announced 5 winners:
* Best Movie – “PADAM” by JOSE MANUECARRASCO - ECAM, Spain.
* Best Directing – “CHE AND I” by MORTEN B.H - The National Film School of Denmark, Denmark
* Best Sound – “COLD JOINT” by MIRO REMO - Academy of Music and Performing Arts, Slovakia
* Best Visual – “THIRD HALF” by SALOME SAGARADZE – Shota Rustaveli Theater and Film University, Georgia
* Jury Special Prize – “NOROUTINE” by JURATE SAMULIONYTE – Lithuanian Music and Film Academy, Lithuania.
The prize for the best movie review was given to NINO QAVTARADZE, Shota Rustaveli Theater and Film University’s student of the II course - Film Study and also to IVLIANE CHITIDZE.
On the closing Gala evening of the festival the Signed Agreement was given from Professor Ahmed Gurata (Bilkent University) to Professor Giorgi Margvelashvili, Rector of Shota Rustaveli Theater and Film University.
AMIRANI 2009 will be held next summer.
Jaba Sikharulidze
Public Relations Manager
Shota Rustaveli Theater and Film University |