საწყისი გალერეა საიტის რუკა კონტაქტი
უნივერსიტეტი სტუდენტებს აბიტურიენტებს გამომცემლობა ბიბლიოთეკა სპეც-პროექტი
  აბიტურიენტთა საყურადღებოდ!

გაცნობებთ, რომ შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტში დაიწყო წინასაგამოცდო საკონსულტაციო შეხვედრები აბიტურიენტებთან.

დრამის ფაკულტეტი

15 მარტიდან ყოველ შაბათს, 14 საათზე შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის დრამის ფაკულტეტზე (N21 აუდიტორიაში) მისაღებ გამოცდებთან დაკავშირებით ჩატარდება კონსულტაციები მსახიობის ოსტატობაში.

15 მარტიდან ყოველ შაბათს, 14 საათზე შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის დრამის ფაკულტეტზე (N29 აუდიტორიაში) მისაღებ გამოცდებთან დაკავშირებით ჩატარდება კონსულტაციები - დრამის რეჟისორის სპეციალობაში.

კინო-ტელე ფაკულტეტი

29 მარტიდან, ყოველ შაბათს 14 საათზე კინო-ტელე ფაკულტეტზე ჩატარდება საკონსულტაციები შემდგე სპეციალობებში:

მხატვრული კინოს რეჟისურა (ასოც. პროფ. მ. ბორაშვილი)
დოკუმენტური კინოს რეჟისურა ( ასოც. პროფ. ვ. ზუბაშვილი)
ანიმაციური კინოს რეჟისურა (დ. სიხარულიძე)
კინო-ტელე ოპერატორის ოსტატობა (მ. მაღალაშვილი)

ფოლკლორისა და ტრადიციული ქართული ხელოვნების ფაკულტეტზე საკონსულტაციო შეხვედრები გაიმართება მხოლოდ და მხოლოდ საბუთების ჩაბარების დასრულების შემდეგ, 10 დღის განმავლობაში, დილის 10-დან საღამოს 6 საათამდე.

რაც შეეხება ხელოვნებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტს და ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტს, ამ ორ ფაკულტეტზე ჩარიცხვა ხდება ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე. შესაბამისად, არ საჭიროებს საკონსულტაციო შეხვედრების ჩატარებას.

შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელი.

 

 
20405 ვიზიტორები
ვებ გვერდის მფლობელია შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტი (c) ყველა უფლება დაცულია, 2006
ვებ გვერდის შექმნის თარიღია: 26.01.2006
ვებ გვერდის განახლების თარიღია: 01.03.2008