![]() |
|
|||||||||||
![]() |
![]() |
|||||||||||
| უნივერსიტეტი | სტუდენტებს | აბიტურიენტებს | გამომცემლობა | ბიბლიოთეკა | სპეც-პროექტი |
|
შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი მისაღები გამოცდების წესები და მოთხოვნები 2008 - 2009 სასწავლო წელი [pfd] ჩემო ძვირფასო აბიტურიენტებო! თქვენ მოდიხართ თეატრისა და კინოს ერთ-ერთ ყველაზე ძველ უმაღლეს სასწავლებელში, რომლის კურსდამთავრებულებმა განსაზღვრეს XX საუკუნის ქართული თეატრის, კინოს, ხელოვნების განვითარების ძირითადი ტენდენციები. უნივერსიტეტში მოღვაწეობენ გამოჩენილი ქართველი რეჟისორები, მსახიობები და მეცნიერები. უნივერსიტეტში 1500-მდე სტუდენტია სხვადასხვა სპეციალობებზე. მისაღები გამოცდები ტარდება "უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად. აბიტურიენტები, ერთიან ეროვნულ გამოცდებამდე, უნივერსიტეტში გაივლიან კონკურსს. უნივერსიტეტი უზრუნველყოფს საერთაშორისო სტანდარტების შესატყვის უმაღლეს განათლებას. უნივერსიტეტი ამზადებს ბაკალავრებს (4 წელი), უნივერსიტეტში გახსნილია მაგისტრატურა (2 წელი) და დოქტორანტურა (3 წელი). კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩვენს უნივერსიტეტში!
გისურვებთ წარმატებას მისაღებ გამოცდებზე. რექტორი პროფ. გიორგი მარგველაშვილი
|
|
ვებ გვერდის შექმნის თარიღია: 26.01.2006 ვებ გვერდის განახლების თარიღია: 01.03.2008 |
|||