საწყისი საიტის რუკა [შესვლა] კონტაქტი

ფაკულტეტები
დრამა
კინო-ტელე
ჰუმანიტარულ, სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და მართვის ფაკუტეტი
სამართლებრივი აქტები
გამომცემლობა
სახელოვნებო მეცნიერებათა ძიებანი
ძიება ვებ გვერდზე













12-03-2008 2008 წლის 12-დან 21 სექტემბრამდე, იტალიაში, ქ. მილანში ტარდება, "მილანის კინო ფესტივალი"
დაწყებულია ნამუშევრების შერჩევა ამა წლის საკონკურსო პროგრამისთვის. ვრცლად

11-03-2008 III საერთაშორისო სტუდენტური ფილმის ბანაკი "Interaction – Zlatibor 08" ჩატარდება 2008 წლის 4-დან 21 აგვისტომდე სერბეთში, ქალაქ ზლატიბორში.
რეჟისორებს, ოპერატორებს, ხმის ოპერატორებს, მემონტაჟეებს - 20 სტუდენტი, 15 ქვეყნიდან შექმნიან 4 ჯგუფს და გადაიღებენ 4 დოკუმენტურ ფილმს თემაზე "ახალგაზრდობა" ვრცლად

08-03-2008 ღია კარის დღე
7 მარტს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტში ღია კარის დღე გაიმართა ვრცლად

06-03-2008 გურამ საღარაძის ლიტერატურული თეატრის შემოქმედებით-ლიტერატურულ საღამო
2008 წლის 5 მარტს შოთა რუსთაველის თეატრის და კინოს უნივერსიტეტში გურამ საღარაძის ლიტერატურულმა თეატრმა შემოქმედებით-ლიტერატურულ საღამოს უმასპინძლა. უამრავი სტუდენტი, მოწვეული სტუმარი, უნივერსიტეტის თანამშრომლები და მასმედია მოუთმენლად ელოდნენ საღამოს დაწყებას. ვრცლად

06-03-2008 2008 წლის 5 მარტს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერისტეტში გაიმართა პრეზენტაცია "ბოლონიის პროცესთან" დაკავშირებით
ამ შეხვედრაზე სტუდენტურმა თვითმმართველობამ აუწყა საზოგადოებას ბორჯომში ჩატარებული ოთხ დღიანი სემინარების შესახებ. გარდა იმისა, რომ სტუდენტებმა ისაუბრეს ამ სემინარის შესახებ, მათ გააცნეს საზოგადოებას მომავალი გეგმები, რაც გულისხმობს, სემინარების ჩატარებას უკვე უნივერსიტეტის ფარგლებში, რათა იქ მიღებული ცოდნა გაუზიარონ სხვა სტუდენტებსაც. შედგება ჯგუფები და თითოეულ მათგანს ჩაუტარდებათ სემინარები, რომლებსაც სტუდენტური თვითმმართველობის წევრები წარუძღვებიან. ვრცლად

06-03-2008 ჩვენი სტუდენტი ფოტოკონკურსზე "გენდერი და ჰარმონია"
გენდერული თანასწორობის თემის პოპულარიზაცია საქართველოში იყო საფუძველი და კონტექსტი ფოტოკონკურსისა ”გენდერი და ჰარმონია”, რომელიც გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) პროექტმა "გენდერი და პოლიტიკა სამხრეთ კავკასიაში" კავშირ "თანამედროვე ხელოვნების კლუბთან" (CAC) პარტნიორობით ჩაატარა. ვრცლად

05-03-2008 ყ უ რ ა დ ღ ე ბ ა
გამოსაცემად მზადდება მორიგი ნომერი სამეცნიერო ნაშრომების კრებულისა "სახელოვნებო მეცნიერებათა ძიებანი" ვრცლად

01-03-2008 "ბოლონია - ბორჯომში"
2008 წლის 27 იანვარს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის დაფინანსებით სტუდენტური თვითმმართველობის 20 კაციანი ჯგუფი ბოლონიის პროცესთან დაკავშირებით გამართულ სემინარზე გაემგზავრა, რომელსაც თეატრალური უნივერსიტეტის წარმომადგენლები ხელმძღვანელობდნენ. ვრცლად

28-02-2008 შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტში არსებული ვიდეოცენტრი ატარებს საუნივერსიტეტო ვიდეო ჩვენებებს. ნაჩვენები იქნება რობერტ სტურუას საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით მისი სპექტაკლები, ასევე რუსული და მსოფლიო საოპერო თეატრების დადგმები.
ჩვენებები გაიმართება თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის I კორპუსის, მე-9 აუდიტორია (III სართული) ვრცლად

28-02-2008 ამა წლის 17-დან 23 თებერვლამდე რუსეთში, ქალაქ ობნინსკში, მირქმის საერთაშორისო მართლმადიდებლური კინო ფესტივალი "შეხვედრა" გაიმართა.
ფესტივალზე საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის კინო-ტელე ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი ბ-ნ მიხო ბორაშვილი წარმოადგენდა. ვრცლად

არქივი

[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] [9] [10] [11] [12] [13] [14] [15] [16] [17] [18] [19] [20] [21] [22] [23] [24] [25] [26] [27] [28]

 

 

 
259507 ვიზიტორები
ვებ გვერდის მფლობელია შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტი (c) ყველა უფლება დაცულია, 2006-2008
ვებ გვერდის შექმნის თარიღია: 26-01-2006
ვებ გვერდის განახლების თარიღია: 04-09-2010