საწყისი საიტის რუკა [შესვლა] კონტაქტი

ფაკულტეტები
დრამა
კინო-ტელე
ჰუმანიტარულ, სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და მართვის ფაკუტეტი
სამართლებრივი აქტები
გამომცემლობა
სახელოვნებო მეცნიერებათა ძიებანი
ძიება ვებ გვერდზე













საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს
სახელმწიფო უნივერსიტეტის სტრუქტურული რეორგანიზაციის შესახებ

საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სტრუქტული რეორგანიზაციის მიზნით, "საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ" საქართველოს კანონის მე-10 მუხლის, "უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, 23-ე მუხლის პირველი პუნქტის და 24-ე მუხლის პირველი პუნქტის "ა" "გ" და "ზ" ქვეპუნქტის საფუძველზე

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ თ:

1. საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში გამოცხადდეს სტრუქტურული რეორგანიზაცია 2010 წლის 30 ივნისიდან.
2. სტრუქტურული რეორგანიზაციის შედეგად უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ და დამხმარე პერსონალთან შეწყდეს შრომის ხელშეკრულებები 2010 წლის 31 ივლისიდან.
3. უნივერსიტეტის სტრუქტურული რეორგანიზაციისა და შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ ეცნობოს უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ და დამხმარე პერსონალს დაუყოვნებლივ, მათთან გაფორმებული შრომის ხელშეკრულების მე-8 პარაგრაფის მიხედვით.
4. ბრძანების გაცნობა უნივერსიტეტის დასაქმებულებისათვის უზრუნველყოს უნივერსიტეტის საორგანიზაციო სამსახურმა.
5. ბრძანება გამოქვეყნდეს საჯაროდ უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე და საინფორმაციო დაფაზე.
6. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს მისი გაცნობიდან 1 თვის ვადაში თბილისის საქალაქო სასამართლოში, შემდეგ მისამართზე: თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., N6.

რ ე ქ ტ ო რ ი პროფ. გ. მარგველაშვილი

ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ზ. აბულაძე

 

უკან

 

 

 
261728 ვიზიტორები
ვებ გვერდის მფლობელია შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტი (c) ყველა უფლება დაცულია, 2006-2008
ვებ გვერდის შექმნის თარიღია: 26-01-2006
ვებ გვერდის განახლების თარიღია: 07-09-2010