საწყისი საიტის რუკა [შესვლა] კონტაქტი

ფაკულტეტები
დრამა
კინო-ტელე
ჰუმანიტარულ, სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და მართვის ფაკუტეტი
სამართლებრივი აქტები
გამომცემლობა
სახელოვნებო მეცნიერებათა ძიებანი
ძიება ვებ გვერდზე













მიხეილ კობახიძის მასტერკლასი
ფესტივალ „ამირანზე“

დღეს, შაბათს, 11:00 საათზე
(მის: აღმაშენებლის გამზ. 40)

სტუდენტური ფილმების საერთაშორისო ფესტივალ "ამირანი"-ს ფარგლებში,
მიხეილ კობახიძე ჩაატარებს 4 საათიან მასტერკლასს მომავალ კინორეჟისორებთან. ნაჩვენები იქნება ძველი კლასიკური ამერიკული ფილმი, რის შემდეგაც მოხდება ფილმის განხილვა კინოწარმოების და რეჟისურის მიმართულებით.

როგორც ჟიურის წევრი, მიხეილ კობახიძე სპეციალურად ფესტივალის მოწვევით იმყოფება საქართველოში და დღევანდელი შეხვედრა სტუდენტებთან, "ამირანის" სამ დღიანი პროგრამის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ღონისძიებაა.

წლევანდელი ფესტივალი ტარდება ეროვნული კინოცენტრის და ღია საზოგადოების ინსტიტუტის, ხელოვნებისა და კულტურის პროგრამის დაფინანსებით. ასევე, ქალაქ თბილისის მერიის მხარდაჭერით.

საკონკურსო პროგრამაშია 14 ქვეყნის კინოსკოლის 57 ფილმი.

ფესტივალი საზეიმოდ დაიხურება 20 ივნისს, კვირას, 21:00 საათზე. გამოვლინდებიან გამარჯვებულები 5 ნომინაციაში: საუკეთესო რეჟისურა, ხმოვანი და ვიზუალური რიგი, საუკეთესო ფილმი და ჟიურის პრიზი.

 

 

სტუდენტური ფილმების საერთაშორისო ფესტივალი „ამირანი“

ტრადიციისამებრ, ყოველი სასწავლო წლის დასასრულს საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი აწყობს სტუდენტური ფილმების საერთაშორისო ფესტივალს „ამირანი“.
წლევანდელი ფესტივალი ტარდება ეროვნული კინოცენტრის და ღია საზოგადოების ინსტიტუტის, ხელოვნებისა და კულტურის პროგრამის დაფინანსებით. ასევე, ქალაქ თბილისის მერიის მხარდაჭერით.
სელექციის შედეგად ფესტივალის საკონკურსო პროგრამაში მოხვდა 57 ფილმი, მსოფლიოს 14 ქვეყნიდან: სამხრეთ აფრიკა, ბულგარეთი, ჩინეთი, კუბა, ესპანეთი, გერმანია, უნგრეთი, ხაზახეთი, ლიბანი, ლიტვა, პოლონეთი, პორტუგალია, უკრაინა და საქართველო.

ფესტივალის ჟიურის წევრები არიან:
• სტანისლავ სემერჯიევი - სოფიის დრამის და კინოს უნივერსიტეტის რექტორი (ბულგარეთი). რომელიც მსოფლიო კინო სკოლების ასოციაციის ვიცე პრეზიდენტი გახლავთ და მისი პრეზენტაციით დაიწყება ფესტივალის პირველი სამუშაო დღე.
• რეჟისორი მიხეილ კობახიძე, რომელიც უკვე დიდი ხანია საფრანგეთში ცხოვრობს და მოღვაწეობს, 19 ივნისს ჩაატარებს 5 საათიან მასტერკლასს კინოწარმოებაზე.
• ოზგურ სეიბენი - სტამბულის მარმარას უნივერსიტეტის კინო-ტელე ფაკულტეტის წარმომადგენელი 20 ივნისს გამართავს საფესტივალო შეხვედრას.
• საქართველოს კი „ამირანის“ ჟიურიში წარმოადგენს კინომცოდნე, თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ირინა დემეტრაძე.

ფესტივალის ჰყავს საპატიო სტუმარი ისრაელიდან, იერუსალიმის კინოსკოლის დირექტორი - რენენ შორრი, რომელიც ფესტივალის პირველ სამუშაო დღეს, 18 ივნისს, იერუსალიმის კინოსკოლის 20 წლის იუბილესადმი მიძღვნილ პრეზენტაციას და საუკეთესო სადიპლომო ფილმების არასაკონკურსო ჩვენებას წარუდგენს ფესტივალის სტუმრებს, მონაწილეებს და სტუდენტებს.

საერთაშორისო ჟიურისთან ერთად წელს უცხოელ სტუდენტებსაც უმასპინძლებს სომხეთიდან, აზერბაიჯანიდა, ყაზახეთიდან და პოლონეთიდან.

ფესტივალის ფარგლებში გაიმართება თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორის ელისო ერისთავის სამაგისტრო ჯგუფის ექსპერიმენტული ფილმების არასაკონკურსო ჩვენება.

რაც მთავარია, დაგეგმილია 11 საათიანი, 3 დღიანი საკონკურსო კინოჩვენება, რომელზე დასწრებაც ნებისმიერ მსურველს შეუძლია, ვისაც აინტერესებს სტუდენტურ კინოში მიმდინარე პროცესები.

ფესტივალის საზეიმო გახსნა გაიმართება 17 ივნისს 21:00 საათზე თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში და 3 საფესტივალო დღის შემდეგ, 20 ივნისს ჟიური გამოავლენს გამარჯვებულებს 5 ნომინაციაში: ჟიურის პრიზი, საუკეთესო ფილმი, რეჟისურა, ხმოვანი და ვიზუალური რიგი. გამარჯვებულებს გადაეცემათ ფესტივალის ჯილდოები და სერტიფიკატები.

ფესტივალის პარტნიორები „ისი პარი“, „ნაბეღლავი“ და „ყავა პელე“, თავის სიმპათიას თავად გამოავლენენ და დააჯილდოვებენ. ფესტივალის სტუმრებს კი 4 დღის მანძილზე „კალა ჯგუფი“ უმასპინძლებს.

ფესტივალის საინფორმაციო პარტნიორები არიან: საინფორმაციო საგენტოები „ჯი-ეიჩ-ენი“ და „ინტერპრესნიუსი“ , გაზეთები „24 საათი“ და „რეზონანსი“, ასევე „პალიტრა მედია“.

ფესტივალის ისტორია დაიწყო 1978 წლის სექტემბრში. 1986 წლამდე იგი წელიწადში ორჯერ ტარდებოდა. ფესტივალის არსებობის მანძილზე იგი გახდა საბჭოთა კავშირსა და აღმოსავლეთ ევროპაში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კინო მოვლენა. ისეთი გამოჩენილი რეჟისორები როგორებიც არიან ოთარ იოსელიანი, მერაბ კოკოჩაშვილი, რეზო ესაძე, ლეონიდ გაიდაი, ნიკოლოზ მაშენკო, სერგეი იზრაელიანი და მრავალი სხვა ყოფილან მისი ჟიურის წევრები.
2007 წელს უნივერსიტეტმა აღადგინა ფესტივალი და მას მერე ყოველწლიურად ატარებს ამ საერთაშორისო მნიშვნელობის მქონე კინო მოვლენას, რომელშიც მონაწილეობას იღებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის კინოს სკოლა.
ფესტივალი მიზანია დააინტერესოს სტუდენტი რეჟისორები, რათა მონაწილეობა მიიღონ და გაეცნონ კოლეგებს, წარმოადგინონ თავიანთი ნამუშევრები, მიიღონ მონაწილეობა მასტერკლასებში, ვორქშოფებში, დებატებსა და დისკუსიებში. ფესტივალის ისტორია იწყება

 

ფესტივალის სამუშაო განრიგი:

17 ივნისი - 21:00 ფესტივალის გახსნის ცერემონიალი (შესვლა მხოლოდ მოსაწვევებით და აკრედიტაციით)

20 ივნისი - 21:00 ფესტივალის დაჯილდოვების საზეიმო ცერემონიალი (შესვლა მხოლოდ მოსაწვევებით და აკრედიტაციით)

ყველა ღონისძიება ტარდება: აღმაშენებლის გამზ. 40
ვორქშოფებზე, მასტერკლასებზე, პრეზენტაციებზე და საფესტივალო კინოჩვენებებზე დასწრება თავისუფალია.

18 ივნისი

11:00 - 12:00 სილექთის პრეზენტაცია - სტანისლავ სემერჯიევი (სოფიის დრამის და კინოს უნივერსიტეტის რექტორი. მსოფლიო კინო სკოლების ასოციაციის ვიცე პრეზიდენტი, ბულგარეთი)
12:30 – 16:10 ფესტივალის საკონკურსო კინოჩვენება
17:00 - 19:30 იერუსალიმის კინოსკოლის 20 წლის იუბილესადმი მიძღვნილი პრეზენტაცია და საუკეთესო სადიპლომო ფილმების არასაკონკურსო ჩვენება - რენენ შარრი (იერუსალიმის კინოსკოლის რექტორი, ისრაელი)
(შესვლა მხოლოდ მოსაწვევებით და აკრედიტაციით)

19 ივნისი

11:00 – 15:00 მასტერკლასი მიხეილ კობახიძე (საფრანგეთი)
15:30 – 18:15 ფესტივალის საკონკურსო კინოჩვენება

20 ივნისი

11:00 - 12:00 მასტერკლასი - ოზგურ სეიბანი (სტამბულის მარმარას უნივერსიტეტის კინო-ტელე ფაკულტეტი, თურქეთი)
12:30 – 16:35 ფესტივალის საკონკურსო კინოჩვენება
17:00 – 18:00 ვორქშოფი და ექსპერიმენტული ფილმების ჩვენება - ელისო ერისთავი (საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, საქართველო)

21:00 ფესტივალის დაჯილდოვების საზეიმო ცერემონიალი (შესვლა მხოლოდ მოსაწვევებით და აკრედიტაციით)
 

უკან

 

 

 
259531 ვიზიტორები
ვებ გვერდის მფლობელია შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტი (c) ყველა უფლება დაცულია, 2006-2008
ვებ გვერდის შექმნის თარიღია: 26-01-2006
ვებ გვერდის განახლების თარიღია: 04-09-2010