"კინოLumiere" პრეზენტაცია
პარასკევს 9 ივლისს
16:00 საათზე
კინო კავშირში
9 ივლისს, 16:00 საათზე - კინო კავშირში გაიმართება ონლაინ კინო ჟურნალის „კინოLumiere“ პრეზენტაცია, რომელსაც წარადგენენ კულტურული ინიციატივების ფონდი „ნატო“-ს დამფუძნებელი ეთერ ოკუჯავა, საქართველოს თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი გიორგი მარგველაშვილი და საქართველოს კინემატოგრაფისტთა კავშირის თავმჯდომარე ელდარ შენგელაია.
სიტყვით გამოვლენ მოწვეული კინო ხელოვანები.
გაიმართება ვებ-გვერდის www.kinolumiere.ge პრეზენტაცია.
2010 წლის ბოლოს, ონლაინ ჟურნალი "კინოLumiere" ლევან აბაშიძის სახელობის პრიზს გადასცემს წლის საუკეთესო კინომსახიობს.
|