გამოცხადდა სტუდენტთა მობილობა
საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და
კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი
ბრძანება
02. 07. 2010 წელი 49/2
----------------------------- ქ. თბილისი # -----------------------------
სტუდენტთა მობილობის წესით ჩარიცხვის შესახებ
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 4 თებერვლის # 10/5 ბრძანების („უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გადასვლის წესის დამტკიცების შესახებ“) და საჯარო სამართლის იურიდიული პირი – განათლების აკრედიტაციის ეროვნული ცენტრის დირექტორის 2010 წლის 7 ივნისის # 58 ბრძანების („უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სტუდენტთა მობილობის პროცესის ვადების განსაზღვრის შესახებ“) საფუძველზე,
,,უმაღლესი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონის 22 –ე მუხლით განსაზღვრული უფლებამოსილებათა შესაბამისად
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლების ყველა საფეხურზე (ბაკალავრიატი/პროფესიული უმაღლესი, მაგისტრატურა, დოქტორანტურა) 2010 – 2011 სასწავლო წლის პირველ სემესტრში მობილობის წესით ჩარიცხვის მსურველთა განათლების აკრედიტაციის ეროვნული ცენტრის ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაციის შემდეგ, განცხადებებისა და საჭირო თანდართული დოკუმენტაციის მიღება განხორციელდეს 2010 წლის 5 ივლისიდან 2 აგვისტოს ჩათვლით ყოველდღე 10 საათიდან 18 საათამდე, შაბათ–კვირისა და უქმე დღეების გარდა, საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ კორპუსში (რუსთაველის გამზ. # 19), კანცელარიაში (მესამე სართული, ოთახი 20);
2. განცხადებების არსებული წესის თანახმად რეგისტრაცია დაევალოს საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის საორგანიზაციო სამსახურის უფროსის მოადგილეს – მ. ქადაგიშვილს;
3. სტუდენტთა გადაყვანის წესით ჩარიცხვის პროცესის წარმართვა დაევალოს საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელს – თ. ვეფხვაძეს;
4. საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ფაკულტეტების დეკანებმა (მ. ხარატიშვილი, დ. ჯანელიძე, გ. ცქიტიშვილი) და დეპარტამენტების ხელმძღვანელებმა (ზ. მანაგაძე, გ. ფხაკაძე) შესაბამისი კომისიების შექმნით უზრუნველყონ მოტივირებული დასკვნების მომზადება სტუდენტების მიერ გავლილი სასწავლო კურსების ცნობის შესახებ ერთიანი საუნივერსიტეტო ფორმის შესაბამისად და მიიღონ გადაწყვეტილება სწავლების წლის განსაზღვრის საკითხში;
5. დაევალოთ საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ფაკულტეტების დეკანებსა (მ. ხარატიშვილი, დ. ჯანელიძე, გ. ცქიტიშვილი) და დეპარტამენტების ხელმძღვანელებს (ზ. მანაგაძე, გ. ფხაკაძე) – წარმოადგინონ შესაბამისი საგამოცდო და სააპელაციო კომისიების შემადგენლობა არაუგვიანეს 2010 წლის 4 აგვისტოს;
6. კონკურსანტთა რეგისტრაცია ჩატარდეს 2010 წლის 5 აგვისტოს;
7. შემოქმედებითი ტურები და საკონკურსო გამოცდები ჩატარდეს 2010 წლის 6 და 7 აგვისტოს;
8. საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ფაკულტეტების წარდგინებით საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურმა შემოქმედებითი ტურებისა და საკონკურსო გამოცდების შედეგები უნივერსიტეტის ვებ–გვერდზე გამოაქვეყნონ 2010 წლის 9 აგვისტოს;
9. შესაბამისი ფაკულტეტების დეკანებმა მოამზადონ წარდგინება სტუდენტთა მობილობის წესით ჩარიცხვის შესახებ და წარადგინონ უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურში სტუდენტთა განცხადებებისა და თანდართული დოკუმენტციის ასლებთან ერთად 2010 წლის 10 აგვისტოს;
10. 2010 – 2011 სასწავლო წლის პირველი სემესტრიდან საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში მობილობის წესით ჩარიცხვის ბრძანების პროექტის მომზადება და მისი წარდგენა თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად საჯარო სამართლის იურიდიული პირი – განათლების აკრედიტაციის ეროვნულ ცენტრში უზრუნველყოს უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურმა (თ. ვეფხვაძე) არაუგვიანეს 2010 წლის 12 აგვისტოს;
11. კონტროლს ბრძანების შესრულებაზე განვახორციელებ პირადად;
12. ბრძანება განთავსდეს საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ვებ–გვერდზე;
13. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.
ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს მისი გაცნობიდან 1 თვის ვადაში თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში, შემდეგ მისამართზე: თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. # 6.
რ ე ქ ტ ო რ ი პროფ. გ. მარგველაშვილი
|